დოლიპრანი 1000 მგ ფხვნილი
[center][b]დოლიპრანი® 1000 მგ[/b][/center]
პარაცეტამოლი
ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ანოტაცია. მასში მოცემულია თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
თუ გქავთ სხვა შეკითხვები ან ეჭვი, მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შეინახეთ, შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან წაკითხვა.
- თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია და რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.
თუ სიმპტომები გამწვავდება ან სიცხის 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელების, ან ტკივილების 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
[u][b]შემადგენლობა:[/b][/u]
აქტიური ნივთიერება: პარაცეტამოილი 1000 მგ
სხვა კომპონენტებია:
ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი K30, აცეტილის მონოგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი, საქარინი, ფორთოხლის არომატი (წყალი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი; ფორთოხლის ესენცია), საქაროზი ერთი დოზირებული პაკეტისთვის.
[u][b]1. რა არის დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში და რა შემთხვევებში გამოიყენება?[/b][/u]
ეს პრეპარატი არის ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი საშუალება.
ეს პრეპარატი წარმოდგენილია დოზირებული პაკეტის ფორმით (8 ც. ყუთში)
ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს.
მითითებულია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გრიპოზული მდგომარეობები, კბილის ტკივილები, მეტის-მეტი დაქანცულობა, მენსტრუალური ტკივილები.
აგრეთვე შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ ართროზის ტკივილების დროს.
ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის (ანუ დაახლოებით 15 წლის): ყურადღებით გაეცანით პუნქტს «როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში?».
ბავშვებისთვის, რომელთა წონაც 50კგ. ნაკლებია, არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები: რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
[u][b]2. რა ინფორმაციას უნდა გავეცნოთ დოლიპრანის 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, მიღებამდე? [/b][/u]
თუ ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია ზოგიერთ შაქარზე შეუწყნარებლობის შესახებ, მაშინ დაუკავშირდით მას ამ პრეპარატის მიღებამდე.
არასდროს მიიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, შემდეგ შემთხვევებში:
- დადგენილი ალერგია პარაცეტამოლზე ან სხვა კომპონენტებზე,
- ღვიძლის მწვავე დაავადება.
გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატთან დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში
[u][b]საგანგებო გაფრთხილებები[/b][/u]
- თუ ტკვილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ გააგრძელოთ მკურნალობა Qთქვენი ექიმის რჩევის გარეშე.
- ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
- ეს პრეპარატი შეიცავს საქაროზს. მისი მიღება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ საქაროზაზე არატოლერანტობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება)
დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.
[u][b]გამოყენების ზომები[/b][/u]
გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ პუნქტი «როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში?».
[u][b]ორსულობა/ლაქტაცია[/b][/u]
პარაცეტამოლი, გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q
ინდიფერენტული ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლის ცოდნაც აუცილებელია ზოგიერთ პაციენტებში რისკის გარეშე გამოყენებისთვის: საქაროზა
სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება და სხვა ფორმის ურთიერთმოქმედებები
თუ თქვენ იღებთ ან უახლოეს წარსულში მიიღეთ სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი, ამის შესახებ ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუთითეთ, რომ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას.
[u][b]3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში[/b][/u]
მნიშვნელოვანია: ეს სახეობა შეიცავს ერთ ცალში 1000 მგ. პარაცეტამოლს : ერთ ჯერზე არ მიიღოთ2 პაკეტი.
მისი დოზიდან გამომდინარე, ეს სახეობა განკუთვნილია მოზარდისთვის და 50 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვისთვის.
ჩეულებრივი დოზა არის 1000 მგ. 1 პაკეტი ერთ მიღებაზე, გამეორება შეიძლება მინიმუმ 4 საათის გასვლის შემდეგ.
ზოგადად, არ არის აუცილებელი დღეში გადააჭარბოთ პარაცეტამოლის 3000 მგ. დოზას, ანუ დღეში 3 პაკეტს.
ამავდროულად, უფრო ინტენსიური ტკივილების შემთხვევაში და თქვენი ექიმის რჩევის საფუძველზე, მაქსიმალური დოზა შეიძლება გაიზარდოს პარაცეტამოლის 4000 მგ-მდე დღეში, ანუ დღეში 4 პაკეტამდე.
ამავდროულად:
- დღეში პარაცეტამოლის 3000 მგ. მეტ დოზისთვის აუცილებელია ექიმის რჩევა.
არასდროს მიიღოთ დღეში პარაცეტამოლის 4000 მგ. მეტი (გასათვალისწინებელია ყველა მიღებული მედიკამენტის გათვალისწინებით, რომლის ფორმულაშიც პარაცეტამოლი შედის).
პრეპარატის მიღებებს შორის ყოველთვის დაიცავით არა ნაკლებ 4 საათის შუალედი.
თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი და მთლიანი დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 3 პაკეტს.
სისტემატური მიღება ტკივილების ან სიცხის ცვალებადობის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ამ დოლიპრანის 1000 მგ., ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტი, მაშინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღება პერორალური გზით.
პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ ჭიქაში, შემდეგ დაამატეთ მცირე რაოდენობის სასმელი (მაგალითად წყალი, რძე, ხილის წვენი). აურიეთ და დალიეთ მაშინვე.
1 პაკეტი მინიმუმ ყოველ 4 საათში ერთხელ.
თუ ჭარბი დოზით მიიღეთ დოლიპრანი 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში: ჭარბი დოზის, ან შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დოლიპრანის 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, მიღება: არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
[u][b]4. რომლებია სავარაუდო არასასურველი ეფექტები?[/b][/u]
როგორც ყველა პრეპარატს, დოლიპრანს 1000 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა პირს.
- იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ან კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი თავის ცუდად გრძნობით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და არასდროს მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
- გამონაკლისის სახით, ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას, შეიძლება გამოვლინდეს: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ აღგენიშნებათ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, ან თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი გამწვავდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
[u][b]5. როგორ შევინახოთ დოლიპრანი 500 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში?[/b][/u]
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის მითითებული.
არ გამოიყენოთ ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
[u][b]მფლობელი და დისტრიბუტორი[/b][/u]
სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი – საფრანგეთი
სამედიცინო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა) : 0 800 222 555
სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23
[u][b]მწარმოებელი[/b][/u]
SANOFI WINTHROP INDSTRIE
14100 ლიზიე – საფრანგეთი