newhospitals

დოლიპრანი 100 მგ

დოლიპრანი 100 მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5755ნახვა
[center][b]დოლიპრანი® 100 მგ[/b][/center] პარაცეტამოლი ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ანოტაცია. მასში მოცემულია თქვენი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. - ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია თვითმკურნალობისას, ე.ი. გამოიყენება ექიმის კონსულტაციის და რეცეპტის გარეშე. - თუ სიმპტომები დიდხანს გაგრძელდება, გამწვავდება, ან ახალი სიმპტომები იჩენს თავს, მაშინ რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. - მოცემული ანოტაცია შედგენილია თქვენს დასახმარებლად, რათა კარგად გამოიყენოთ ეს პრეპარატი. შეინახეთ, შეიძლება დაგჭირდეთ თავიდან წაკითხვა. პრეპარატი არ დატოვოთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. [u][b]1. რა არის დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში და რა შემთხვევებში გამოიყენება?[/b][/u] სხვა ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. მითითებულია ტკივილის და/ან სიცხის შემთხვევებში, როგორიცაა თავის ტკივილები, გაცივება, კბილის ტკივილები, ზედმეტი დაღლილობა. ეს სახეობა განკუთვნილია 6-8 კგ. წონის ჩვილებისთვის; ყურადღებით გაეცანით პუნქტს «დოზირება». ბავშვებისთვის, რომელთა წონაც 6 კგ. ნაკლებია, ან 8 კგ. აღემატება, არსებობს პარაცეტამოლის სხვა სახეობები. რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. [u][b]2. რა ინფორმაციას უნდა გავეცნოთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, მიღებამდე? [/b][/u] თუ ექიმმა მოგაწოდათ ინფორმაცია ზოგიერთ შაქარზე შეუწყნარებლობის შესახებ, მაშინ დაუკავშირდით მას ამ პრეპარატის მიღებამდე. არასდროს მიიღოთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, შემდეგ შემთხვევებში: - დადგენილი ალერგია პარაცეტამოლზე ან სხვა კომპონენტებზე, - ღვიძლის მწვავე დაავადება. დაეჭვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატთან დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში [u][b]საგანგებო გაფრთხილებები[/b][/u] გადაჭარბებული დოზის ან შეცდომით ძალიან დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს. ის სხვა პრეპარატების შემადგენლობაშიც არის. არ მიიღოთ ერთად, რათა არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ ყოველდღიურ დოზას (იხილეთ პუნქტი “დოზირება”). [u][b]გამოყენების ზომები [/b][/u] - თუ ტკივილი 5 დღეზე მეტ ხანს, ან სიცხე 3 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ან არასაკმარისი ეფექტურობის და სრულიად სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, არ გააგრძელოთ მკურნალობა Qთქვენი ექიმის რჩევის გარეშე. - ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში, ან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში, პარაცეტამოლის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს. - ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, შეამოწმეთ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხომ არ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს. თქვენი ექიმი გააფრთხილეთ თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა მედიკამენტებს. - კვებასთან ან დეჰიდრატაციასთან დაკავშირებული პრობლემების (ცუდი კვება) შემთხვევაში, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ დოლიპრანი. - ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში, რომლებსაც ფრუქტოზაზე არატოლერანტულობა, გლუკოზას და გალაქტოზას ცუდი აბსორბაციის სინდრომი და საქაროზას/სომალტაზას დეფიციტი აღენიშნებათ (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებები). - ეს პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს. ნატრიუმის კოეფიციენტი 1 მმოლ. ნაკლებია ერთ დოზირებულ პაკეტში, ე. ი. “ნატრიუმის” გარეშეა. დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ. [u][b]სხვა პრეპარატების მიღება ან გამოყენება[/b][/u] მიუთითეთ, რომ თქვენი ბავშვი იღებს ამ პრეპარატს, თუ თქვენი ექიმი მას დაუნიშნავს სისხლში შარდმჟავას კოეფიციენტის დოზას. თუ თქვენი ბავშვი იღებს ან უახლოეს წარსულში მიიღო სხვა პრეპარატი, მათ შორის რეცეპტის გარეშე მიღებული პრეპარატი, ამის შესახებ ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა და ლაქტაცია ინფორმაციის სახით: პარაცეტამოლი, გამოყენების ნორმალურ პირობებში, შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ორსულობის, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Q საყოველთაოდ ცნობილი ეფექტის მქონე ინდიფერენტული ნივთიერებების ჩამონათვალი: საქაროზა, ნატრიუმი [u][b]3. როგორ მივიღოთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში[/b][/u] დოზირება პარაცეტამოლის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის წონაზე; ასაკი მითითებულია ინფორმაციის სახით. თუ არ იცით ბავშვის წონა, მაშინ საჭიროა აწონოთ, რათა მისცეთ რაც შეიძლება მისთვის კარგად ადაპტირებული დოზა. პარაცეტამოლი არსებობს მრავალი დოზირების სახით, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობა ადაპტირებული იყოს თითოეული ბავშვის წონასთან. პარაცეტამოლის რეკომენდირებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე: ის არის დაახლოებით 60მგ/კგ/დღეში 4 ან 6-ჯერ მიღების შემდეგ, დაახლოებით 15 მგ/კგ/ყოველ 6 საათში ან 10მგ/კგ/ყოველ 4 საათში მიღების შემდეგ. 6-8 კგ. წონის მქონე ბავშვებისთვის (დაახლოებით 3-9 თვის ბავშვებში) დოზირება არის 1 პაკეტი ერთ ჯერზე, საჭიროების შემთხვევაში 6 საათის გასვლის შემდეგ დოზა მეორდება, ისე რომ დღეში 4 პაკეტს არ უნდა აღემატებოდეს. ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო დანიშნულებას. დაეჭვების შემთხვევაში, რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ. [u][b]მიღების ფორმა და გზა[/b][/u] მიიღება პერორალური გზით. პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ ჭიქაში, შემდეგ დაამატეთ მცირე რაოდენობის სასმელი (მაგალითად წყალი, რძე, ხილის წვენი). აურიეთ და დალიეთ მაშინვე. ამასთან ერთად, თუ ბავშვს აღენიშნება 38,5°ჩ მეტი სიცხე, მაშინ შეგიძლიათ გააუმჯებესოთ მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობა შემდეგი ზომებით: - გახადეთ ბავშვს, - დაალევინეთ პრეპარატი, - არ დატოვოთ ბავშვი ძალიან თბილ ადგილას. ყველა შემთხვევაში მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო დანიშნულებას. [u][b]მიღების სიხშირე [/b][/u] სისტემატიური მიღება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილების ან სიცხის ცვალებადობა ბავშვში, ის უნდა იყოს დარეგულირებული დროის შუალედებით, მათ შორის ღამით, სასურველია 6 საათის და არა ნაკლებ 4 საათის შუალედებით. მოზარდებში დროის შუალედები უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი. თირკმელების მწვავე დაავადების შემთხვევაში (თირკმელებს მწვავე უკმარისობა), პრეპარატის მიღების შუალედებია მინიმუმ 8 საათი. [u][b]მკურნალობის ხანგრძლივობა[/b][/u] მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება: - 5 დღით ტკივილების შემთხვევაში, - 3 დღით სიცხის შემთხვევაში. თუ ტკივილები 5 დღეზე მეტი ხნით და სიცხე 3 დღეზე მეტი ხნით გაგრძელდება, ან გართულდება, მაშინ არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი ექიმის კონსულტაციის გარეშე (იხილეთ “გამოყენების ზომები”) თუ ჭარბი დოზით მიიღეთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში ჭარბი დოზის, ან შემთხვევითი მოწამვლის შემთხვევაში, სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს. თუ დაგავიწყდათ დოლიპრანის 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, მიღება არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა, გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. [u][b]4. რომლებია სავარაუდო არასასურველი ეფექტები?[/b][/u] როგორც ყველა პრეპარატს, დოლიპრანს 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველა პირს. - იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი, ან კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქცია, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახის და კისრის უეცარი შეშუპებით, ან უეცარი თავის ცუდად გრძნობით, არტერიული წნევის დაცემასთან ერთად. საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი და არასდროს მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები. - გამონაკლისის სახით, ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ სისხლის ბალანსის შემოწმებას, შეიძლება გამოვლინდეს: ზოგიერთი თეთრი სხეულის (ლეიკოციტების) ან სისხლის ზოგიერთი უჯრედის, როგორებიცაა თრომბოციტები, არანორმალურად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება გამოვლინდეს ცხვირიდან ან ღრძილებიდან სისხლდენით. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. თუ აღგენიშნებათ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ანოტაციაში, ან თუ რომელიმე არასასურველი ეფექტი გამწვავდება, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. [u][b]5. როგორ შევინახოთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში?[/b][/u] შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში, ყუთზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის მითითებული. პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყლის მილში ან სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ რა უნდა უყოთ გამოუყენებელ მედიკამენტებს. ეს ზომები გარემოს დაცვის საშუალებას იძლევა. [u][b]6. დამატებითი ინფორმაცია.[/b][/u] რას შეიცავს დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში? აქტიური ნივთიერებაა: პარაცეტამოლი 100 მგ სხვა კომპონენტებია: ნატრიუმის ბენზოატი, პოვიდონი K30, აცეტილის მონოგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი, საქარინი, ფორთოხლის არომატი*, საქაროზა ერთი დოზირებული პაკეტისთვის. * ფორთოხლის არომატის შემცველობა: წყალი, მალტოდექსტრინი, გუმიარაბიკი; ფორთოხლის ესენცია. რა არის დოლიპრანი 100 მგ, ფხვნილი დასალევი ხსნარისთვის დოზირებულ პაკეტში და გარე შეფუთვის შემადგენლობა ? აღნიშნული პრეპარატი წარმოდგენილია ფხვნილის ფორმით დასალევი ხსნარისთვის. 12 ც. ყუთში. მფლობელი და დისტრიბუტორი სანოფი ავენტის საფრანგეთი - რომენ როლანის ბულვარი #1-13 è- 75014 პარიზი – საფრანგეთი სამედიცინო ინფორმაცია : ტელეფონის ნომერი (ზარი უფასოა) : 0 800 222 555 სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან: + 33 1 57 63 23 23 [u][b]მწარმოებელი[/b][/u] SANOFI WINTHROP INDSTRIE - 14100 ლიზიე – საფრანგეთი
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.