newhospitals

დიპროსპანი 1მლ #1ა

დიპროსპანი 1მლ #1ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
11632ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
betamethasone sodium phosphate, betamethasone dipropionate

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
H02AB01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუსპენზია ინექციისათვის 2 მგ+5 მგ/1 მლ: ამპ. 1 და 5 ც.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიპროსპანის საინექციო ხსნარი წარმოდგენილია სტერილური სუსპენზიის სახით, რომელიც შეიცავს ბეტამეთაზონის დიპროპიონატს და ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატს.
დიპროსპანის სუსპენზია შეიცავს ხსნად და ნაკლებად ხსნად ბეტამეთაზონის ეთერების კომბინაციას, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატულ ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო ეფექტს.
გლუკოკორტიკოიდები, როგორიც ბეტამეთაზონია, იწვევენ გამოხატულ და მრავალმხრივ ზემოქმედებას მეტაბოლიზმზე და ხელს უწყობენ ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდიფიცირებას სხვადასხვა გამღიზიანებლებზე.
ბეტამეთაზონს გააჩნია მაღალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობა და უმნიშვნელო მინერალოკორტიკოსტეროიდული თვისებები.

ჩვენებები:
დიპროსპანის სუსპენზია ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთა თერაპია შესაძლებელია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით. კორტიკოსტეროიდული ჰორმონული თერაპია წარმოადგენს დამხმარე თერაპიას და არ ცვლის ჩვეულებრივ თერაპიას.
ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების დროს:
რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ბურსიტი, სპონდილიტი, ეპიკონდილიტი, რადიკულიტი, იშიალგია, ლუმბაგო, განგლიოზური კისტა, ტორტიკალური ეგზოსტოზი, ფასციტი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული ბრონქიტი, სეზონური და ქრონიკული (მუდმივი) ალერგიული რინიტი, რეაქცია წამლებზე, სისხლმბადი ორგანოების დაავადებები, მწერების ნაკბენი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ძლიერი მზისმიერი დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ლიპოიდური ნეკრობიოზი, ბუდობრივი ალოპეცია, დისკოიდური ერითემატოზული მგლურა, ფსორიაზი, კელოიდები, ჰერპესული დერმატიტი, კისტოზური ფერიმჭამელები, გაფანტული ერითემატოზული წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისათვის მოზრდილებში, მწვავე ლეიკემია ბავშვებში.
ადრენოგენიტალური სინდრომი, წყლულოვანი კოლიტი, რეგიონული ილეიტი, მალაბსორბციის სინდრომი, თვალის ლორწოვანის დაზიანება, ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი.
პირველადი და მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა; საჭიროების შემთხვევაში საჭიროა მინერალოკორტიკოსტეროიდების შეყვანა.

მიღების წესები და დოზები:
ინდივიდუალურია.
სისტემური გამოყენება:
სისტემური თერაპიის ჩასატარებლად მკურნალობას იწყებენ 1-2 მლ-ით და იმეორებენ რამოდენიმეჯერ.
დოზირება და გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და პრეპარატის მიმართ რეაქციაზე. პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 2 მლ მძიმე მდგომარეობისას, მათ შორის ერითემატოზული წითელი მგლურას ან ასთმური შეტევის დროს.
ადგილობრივი გამოყენება:
ზოგ შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება. ამ შემთხვევაში, დიპროსპანის სუსპენზია შეიძლება შერეულ იქნას (შპრიცში და არა ფლაკონში) 1% ან 2 % ლიდოკაინის ან პროკაინის ხსნართან.
სხვა შემთხვევებში დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
მწვავე ბურსიტის დროს დიპროსპანის 1-2 მლ სუსპენზია შეჰყავთ სინოვიალურ ჩანთაში. ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა ტარდება უფრო ნაკლები დოზების დანიშვნით.
პრეპარატის დოზით 0.5-2 მლ სახსარშიგნით გამოყენება ამცირებს რევმატოიდული ართრიტით და ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილებს.
პრეპარატის სახსარშიდა გამოსაყენებლად რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
- დიდი ზომის სახსრები - 1-2 მლ;
- საშუალო ზომის სახსრები - 0.5-1 მლ;
- მცირე ზომის სახსრები - 0.25-0.5 მლ;
თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ შერჩეული უნდა იქნას პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა.
როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შეწყვეტა, პრეპარატის დოზა მცირდება თანდათან.

გვერდითი მოვლენები:
ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, სითხის დაგროვება ქსოვილებში, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტონია, კუნთების სისუსტე, კორტიკოსტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკლება, მიასთენიური სიმპტომების გაუარესება მძიმე ფსევდოპარალიზური მიასთენიის დროს, ოსტეოპოროზი, არასტაბილური სახსარი, პეპტიური წყლულების წარმოქმნა შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, პანკრეატიტი, მუცლის შებერვა, ჭრილობის შეხორცების დარღვევა, კანის ატროფია, კანის გათხელება, პეტექია, ექკიმოზი, სახის ერითემა,მომატებული ოფლიანობა, კანის რეაქციები (დერმატიტი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება), კონვულსიები, ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებით (ტვინის ფსევდოსიმსივნე) ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის ბოლოს, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის მოშლა, კუშინგოიდური სინდრომის განვითარება, ბავშვის ზრდის შეფერხება, მეორადი ადრენოკორტიკოიდული და პიტუიტური უკმარისობა, განსაკუთრებით სტრესის შემთხვევაში, მაგალითად ტრავმის, ქირურგიული ჩარევის და დაავადების დროს, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის შემცირება, ინსულინის დოზის კორექციის საჭიროება უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, მომატებული ქალასშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი, აზოტის უარყოფითი ბალანსი ცილოვანი კატაბოლიზმის შედეგად, ლიპომატოზი, მათ შორის მედიასტინური და ეპიდურალური ლიპომატოზი, სხეულის მასის გაზრდა, ეიფორია, ხასიათის ცვალებადობა, ძლიერი დეპრესია გამოხატული ფსიქიური გამოვლინებით, ხასიათის შეცვლა, უძილობა, გაღიზიანება, ანაფილაქსიური და ზემგრძნობელობითი რეაქცია პრეპარატზე.

უკუჩვენება:
დიპროსპანის სუსპენზიის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებსაც აღენიშნებათ სისტემური სოკოვანი დაავადებები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევბში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლიანობა დედისთვის აღემატება ნაყოფზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.
ლაქტაციის დროს საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა

განსაკუთრებული მითითებები:
დიპროსპანის სუსპენზია არ გამოიყენება ინტრავენურად და კანქვეშ.
დიპროსპანის სუსპენზია კუნთებში კეთდება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თრომბოჰემორაგიული პურპურა.
აუცილებელია სასახსრე ჩანთის სითხის გამოკვლევა, რათა გამოვრიცხოთ სეპტიური პროცესი. თუ სეფსისის დიაგნოზი დადასტურდა, საჭიროა ანტიმიკრობული თერაპიის ჩატარება.
კორტიკოსტეროიდების შეყვანა არ არის მიზანშეწონილი არასტაბილურ სახსრებში, ინფიცირებულ ზედაპირებში ან მალთაშორის სივრცეებში. განმეორებითმა ინექციებმა სახსარში ოსტეოართრიტის დროს შეიძლება გამოიწვიოს სახსრის დაშლა. სიფრთხილით წარმოებს კორტიკოსტეროიდების შეყვანა უშუალოდ მყესებში, რადგანაც ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.
კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულური კატარაქტას განვითარება, ასევე, გლაუკომის - მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით და ხელი შეუწყოს თვალის მეორადი ინფექციის განვითარებას სოკოვანი მიკროორგანიზმებით ან ვირუსებით. საჭიროა პერიოდული ოფტალმოლოგიური გამოკვლევები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იტარებენ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას (6 თვეზე ხანგრძლივად).
კორტიკოსტეროიდების საშუალო და დიდი დოზები იწვევენ წნევის მომატებას, ქსოვილებში მარილების და წყლის შეკავებას და ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფის გაძლიერებას.
პაციენტებში, რომლებიც იტარებენ კორტიკოსტეროიდული თერაპიის კურსს, არ შეიძლება ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. აგრეთვე არ არის რეკომენდებული სხვა სახის იმუნიზაციის ჩატარება შესაძლო ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვის გამო.
ამავე დროს იმუნიზაცია შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს, რომელთაც კორტიკოსტეროიდული თერაპია დანიშნული აქვთ შენაცვლებითი თერაპიის სახით, მაგალითად, ადისონის დაავადების დროს.
როდესაც პაციენტები მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, რომელნიც თრგუნავენ იმუნიტეტს, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას ამის შესახებ, რათა მოერიდონ კონტაქტს წითელათი და წითურათი დაავადებულებთან.
მწვავე ტუბერკულოზის დროს კორტიკოსტეროიდული თერაპია უნდა დაინიშნოს მხოლოდ სწრაფად მიმდინარე და დისიმინირებული ტუბერკულოზის შემთხვევაში, კომბინირებულად ანტიტუბერკულოზურ თერაპიასთან ერთად.
პრეპარატით გამოწვეული მეორადი ადრენოკორტიკოიდული უკმარისობა შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღების სწრაფი შეწყვეტის დროს, ამიტომ საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება.
კორტიკოსტეროიდული ეფექტი შეიძლება გაუძლიერდეთ ციროზით შეპყრობილ და ჰიპერთირეოიდიზმით დაავადებულ პაციენტებს.
კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს შესაძლებელია ფსიქიკის დარღვევა. ავადმყოფებს აღენიშნებათ ემოციური არასტაბილურობა ან მიდრეკილება ფსიქოზისადმი.
კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით ინიშნება თვალის მარტივი ჰერპესის დროს. კორტიკოსტეროიდები აგრეთვე სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს:
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- დივერტიკულიტი;
- ლატენტურად და კლინიკური სიმპტომატიკით მიმდინარე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ჰიპერტონია;
- ოსტეოპოროზი;
- მძიმე მიასთენია;
ვინაიდან კორტიკოსტეროიდული თერაპია ხელს უშლის ზრდას და ამცირებს კორტიკოსტეროიდების ენდოგენურ გამოყოფას ახალშობილებში და ბავშვებში, საჭიროა ექიმის კონტროლი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ხანგრძლივ კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები:
საშიშია იმ შემთხვევებში, როდესაც გამოყენებულია ძალიან დიდი დოზები რამოდენიმე დღის განმავლობაში.
მკურნალობა:
სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის დიპროსპანთან კომბინირებისას შესაძლებელია კორტიკოსტეროიდის მეტაბოლიზმის გაძლიერება და მისი თერაპიული აქტივობის დაქვეითება.
კორტიკოსტეროიდების და ესტროგენის კომბინირებისას აუცილებელია პაციენტების შემოწმება შესაძლო ეფექტების გამოსავლენად.
კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს კალიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალიემია. კორტიკოსტეროიდების და დიურეზული საშუალებების კომბინირებამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს არითმიების და საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობის გამოვლენას, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან. კორტიკოსტეროიდებს შეუძლიათ გააძლიერონ კალიუმის გამოყოფა გამოწვეული ამფოტერიცინ B-თი.
კორტიკოსტეროიდების და კუმარინული ჯგუფის ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ანტიკოაგულანტური ეფექტი.
კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამცირონ სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. აცეტილსალიცილის მჟავა სიფრთხილით ინიშნება კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში ჰიპოპროთრომბინემიის დროს.
გლუკოკორტიკოიდების და სომატოტროპინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სომატოტროპინის აბსორბციის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 2-25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა:
ბელგია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.