newhospitals

დიპოლკრომი

დიპოლკრომი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2571ნახვა

NATRII CROMOGLICAS Warsaw pharmaceutical works POLFA, პოლონეთი

ათქ კლასიფიკაციის კოდი: S01GX01

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 2 ფლაკონი 1 მლ ნატრიუმის კრომოგლიკატი - 20 მგ დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი ერთწყლიანი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, პოლისორბატი 80, გამოხდილი წყალი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო პრეპატრატი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: წარმოადგენს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ნატრიუმის კრომოგლიკატს. პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ჰისტამინისა და ალერგიული რეაქციების სხვა მედიატორების გამოდევნის შეკავება, რის შედეგადაც აღარ ვლინდება ალერგიული რეაქცია. დიპოლკრომი გადაიტანება ძალიან კარგად, ვინაიდან წვეთების რეაქცია (პH-ის მნიშვნელობა) იგივეა, როგორიც ცრემლის.

 

ჩვენებები: დიპოლკრომი გამოიყენება ალერგიული კერატოკონიუნქტივიტის დროს (მათ შორის საგაზაფხულო და სეზონური).


დოზირების რეჟიმი: 1-2 წვეთი დღე-ღამეში 4-ჯერ კონიუნქტივალურ ტომარაში დროის თანაბარი ინტერვალებით. პრეპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს უსიმპტომო პერიოდში ალერგენებთან კონტაქტამდე და უნდა გაგრძელდეს მთელ სეზონზე. პრეპარატის სისტემატური გამოყენება აუცილებელია საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

გამოყენების წესი: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის - ადგილობრივად კონიუნქტივალურ ტომარაში. არ შეეხოთ საწვეთურის წვერს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შემცველობის დაბინძურება: - პრეპარატის ჩაწვეთებამდე კარგად დაიბანეთ ხელები - მოხსენით ხუფი და ჩაიწვეთეთ ერთ ან ორივე თვალში (სარკის წინ), თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, სცადეთ კიდევ ერთხელ. - ფრთხილად დახუჭეთ თვალები, არ ახამხამოთ და არ გააღოთ დაახლოებით 2 წუთი, რათა კარგად მოხდეს პრეპარატის შეწოვა. - შემდეგ დაიბანეთ ხელები პრეპარატის ნარჩენების მოსაცილებლად და დახურეთ ფლაკონი. იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ, რომ დიპოლკრომის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.

 

დიპოლკრომის დოზის გამოტოვებისას: პრეპარატის დოზის გამოტოვებისას, აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ მიღება. თუ ახლოვდება მორიგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და განაგრძეთ პრეპარატის გამოყენება ჩვეულებრივი სქემით. დაუშვებელია გამოტოვებული დოზის ნაცვლად ორმაგი დოზის ჩაწვეთება.


გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა პრეპარატმა, დიპოლკრომმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. შეიძლება განვითარდეს კონიუნქტივის წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. სხვა ადგილობრივი დაინფიცირების სიმპტომები იშვიათად აღინიშნება. პრეპარატის გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები. სხვა ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

 

უკუჩვენებები: დიპოლკრომი არ გამოიყენება კრომოგლიკატ ნატრიუმის ან პრეპარატის სხვა ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

 

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის შემადგენლობაში ბენზალკონიუმის ქლორიდის არსებობის გამო, იმ პირებმა, რომლებიც ატარებენ რბილ (ჰიდროფილურ) კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ უნდა გაიკეთონ ლინზები. კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ პრეპარატის ჩაწვეთებამდე და მისი კვლავ გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: კრომოგლიკატ ნატრიუმის ზემოქმედების გვერდითი ეფექტები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიკური დანადგარების მომსახურების უნარზე არ გამოვლენილა. როგორც სხვა თვალის წვეთების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გარდამავალი ხასიათის მხედველობის დარღვევა.

 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. პრეპარატი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. ცნობილი არ არის აღწევს თუ არა კრომოგლიკატ ნატრიუმი დედის რძეში. თუმცა, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებსავარაუდოა პრეპარატის დედის რძეში შეღწევა და ჩვილში გვერდითი ეფექტის გამოწვევა.

 

ჭარბი დოზირება: არ არის აუცილებელი სხვა ღონისძიების ჩატარება, გარდა კლინიკური დაკვირვებისა.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ნატრიუმის კრომოგლიკატის ურთიერთქმედება კონიუნქტივალურ ტომარაში შესაყვან სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა.

 

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით Warsaw pharmaceutical works POLFA

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.