დიოქსიდინი 1% 10მლ #10ა
გენერიული დასახელება:
დიოქსიდინი
ხსნარი შემადგენლობა:
1 ლ ხსნარი შეიცავს 10 გ დიოქსიდინს.
დამხმარე ნივთიერება:
საინექციო წყალი. ფარმაკოლოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიოქსიდინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ პრეპარატს. იგი აქტიურია იმ ინფექციების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია ვულგარული პროტეით, ლურჯ-მწვანე ჩხირით, ფრიდლენდერის ჩხირით, ნაწლავის ან დიზენტერიის ჩხირებით, სალმონელათი, სტაფილოკოკებით, სტრეპტოკოკებით, პათოგენური ანაერობებით, მათ შორის აიროვანი განგრენის გამომწვევის ჩათვლით. ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. დიოქსიდინი გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს მაგალითად, ჩირქოვანი პლევრიტის, პლევრის ემპიემის, ფილტვის აბსცესის, პერიტონიტის, ცისტიტის, ღრმა ჭრილობების, რბილი ქსოვილების აბსცესების, ფლეგმონას, შარდისა და ნაღვლის გამომყოფი გზების ოპერაციის შემდგომი ჭრილობების სამკურნალოდ, აგრეთვე ოპერაციის შემდეგ შარდის ბუშტის კათეტერიზაციის შედეგად გამოწვეული ინფექციური გართულებების სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, გრეთვე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია, ისევე როგორც ანამნეზში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის შემთხვევაში. სიფრთხილეა საჭირო:
დიოქსიდინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. არ შეიძლება დიოქსიდინის გამოყენება ექიმის რეკომენდეციის გარეშე. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის აღწერილი. მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მხოლოდ მოზრდილებში. იგი გამოიყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებში და ადგილობრივად ჭრილობის ზედაპირზე 1% ხსნარში დანამული ნახვევის დაფიქსირების მეშვეობით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის ეფექტზე. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, ქავილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები კანის სიწითლე, ქავილი. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. გამოშვების ფორმა:
ხსნარი 10 მლ ამპულებში, N10 ამპულა შეფუთვაში. შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმტეს +25° C ტემპერატურაზე.