newhospitals

დიმექსიდ-ლუგალი

დიმექსიდ-ლუგალი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8149ნახვა

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Dimethyl sulfoxide, დიმეთილსულფოქსიდი;


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

გამჭვირვალე, უფერო სითხე ან უფერო კრისტალები, უსუნო ან სუსტი სპეციფიური სუნით;

 

შემცველობა:

დიმეთილსულფოქსიდი არანაკლებ 99,0%;

 

გამოშვების ფორმა:

სითხე გარეგანი გამოყენებისათვის.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

საშუალებები, რომლებიც ადგილობრივად გამოიყენება სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. კოდი ATC: M02A X03.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიმექსიდ-ლუგალი კარგად აღწევს ბიოლოგიურ მემბრანებში, მათ შორის კანში, და ავლენს ტრანსპორტის თვისებებს, რითიც სამკურნალო საშუალებებს ხელს უწყობს კანში და ლორწოვან გარსებში შეღწევაში. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტისეპტიკური და ფიბრინოლიზური მოქმედება. პრეპარატს შეუძლია აღადგინოს ანტიბიოტიკების ანტიმიკრობული აქტივობა მათ მიმართ რეზისტენტული ან სუსტად მგრძნობიარე ბატქრიების შტამების მიმართ.


ფარმაკოკინეტიკა:

დიმეთილსულფოქსიდის (90%) ხსნარის კანზე აპლიკაციის დროს, სისხლში იგი ვლინდება 5 წუთის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით 4-6 საათში თითქმის უცვლელი დონის შენარჩუნებით 1.5-3 დღე-ღამის განმავლობაში. დიმეთილსულფოქსიდი გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად როგორც უცვლელი სახით, ისევე დიმეთილსულფონის სახით.

 

გამოყენების ჩვენებები:

დიმექსიდ-ლუგალი ინიშნება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ართროპათიები, კვანძების დაჭიმვა), დაჟეჟილობის, ტრავმატული ინფილტრატების, ანთებითი შეშუპებების, ჩირქიანი ჭრილობების, აბსცესების, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტების, კვანძოვანი ერითემის მკურნალობის, სტრეპტოდერმიის დროს. დიმექსიდ-ლუგალის გამოყენება შეიძლება შეუთავსდეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში, კომბინაციაში ადგილობრივი ტიპის მოქმედების ანტიმიკრობულ საშუალებებთან (სინტომიცინის ლინიმენტი) - სკლეროდერმიის, აკნეს, ფურუნკულოზის, ფოლიკულიტებისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ჰეპარინთან შეთანხმებით - თრომბოფლებიტების დროს.

 

გამოყენების წესი და დოზები:

დიმექსიდ-ლუგალი გამოიყენება გარეგანად აპლიკაციებისა და ჩამორეცხვების სახით, ძირითადად წყლის ხსნარების (30-50%) სახით ტამპონებისათვის, კომპრესებისათვის. კომპრესი იდება დაზიანებულ მონაკვეთზე, მიმდებარე კანის საფარების მოცვით. დიმექსიდ-ლუგალის ხსნარით სველდება მარლის საფენები, რომლებიც დაიდება დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში ერთხელ 20-30 წუთით. საფენზე ზემოდან დაიფინება პოლიეთილენის ნაჭერი და ბამბის ქსოვილი. მკურნალობის კურსი - 10-15 დღე. ტროფიკული წყლულის მკურნალობის დროს პრეპარატი გამოიყენება 30-50% წყლის ხსნარის სახით 50-100 მლ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. ეგზემის, დიფუზური სტრეპტოდერმიების დროს რეკომენდებულია კომპრესები დიმექსიდ-ლუგალის 40-90% ხსნარით. კანის ჩირქიანი დაავადებების დროს გამოიყენება 40% ხსნარი. ადგილობრივი გაყუჩებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის 25-50% ხსნარი კომპრესებისათვის 100-150 მლ 2-3-ჯერ დღე-ღამეში. ღრმა დამწვრობების სამკურნალოდ გამოიყენება სახვევები დიმექსიდ-ლუგალის 20-30% ხსნარით (საჭიროების შემთხვევაში დოზით - 500 მლ-მდე). კან-პლასტიკურ ქირურგიაში გამოიყენება სახვევები პრეპარატის 20-30% ხსნარით აუტო- და ჰიმოტრანსპლანტატებზე უშუალოდ ოპერაციის შემდეგ და შემდგომ დღეებში ტრანსპლანტატის კარგად მიხორცებამდე. როგორც კანის ჰომოტრანსპლანტატების შესანახი მაკონსერვირებელი გარემო გამოიყენება დიმექსიდ-ლუგალის 5% ხსნარი რინგერის ხსნარში. პოსტოპერაციული ჩირქიანი გართულებების დროს, გამოწვეულის სტაფილოკოკითა და ლურჯჩირქოვანი ჩხირით, პრეპარატი დაიდება დაჩირქებულ ჭრილობებსა და ინფილტრატებზე.

 

გვერდითი მოქმედება:

დიმექსიდ-ლუგალი ჩვეულებრივ კარგად აიტანება, მაგრამ პაციენტთა ნაწილში შესაძლებელია წარმოიშვას ერითემა, ქავილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ადინამია, დერმატიტის, დიარეა. ზოგიერთ შემთხვევაში დიმექსიდ-ლუგალის ცუდად აღქმის დროს აღინიშნება ღებინება, გულისრევის შეგრძნება, ბრონქოსპაზმი.

 

უკუჩვენებები:

დიმექსიდ-ლუგალი უკუნაჩვენებია გამოხატული გულ-სისხლძარღვების უკმარისობის და ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, ინსულტის, კომატოზური მდგომარეობების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ორსულობის, გლაუკომის, კატარაქტის დროს. ფრთხილად ინიშნება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, 7-9 წლის ასაკის ბავშვებისათვის. ჭარბი დოზა. გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება.

 

გამოყენების განსაკუთრებულობანი:

დიმეთილსულფოქსიდის ინდივიდუალური აუტანლობისას პრეპარატის გამოყენების არიდების მიზნით რეკომენდებულია ამტანობაზე სინჯის გაკეთება: დიმექსიდ-ლუგალით დასველებული ბამბის ტამპონით წაისმევა კანზე. მკვეთრი ჰიპერემია და ქავილი წარმოადგენს უკუჩვენებას პრეპარატის გამოსაყენებლად. 18C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შესაძლებელია დიმექსიდ-ლუგალის კრისტალიზირება. ეს არ მოქმედებს პრეპარატის ხარისხსა და თვისებებზე. კრისტალების გალღვობა შეიძლება პრეპარატით ფლაკონის ფრთხილად შეთბობით წყლის ორთქლზე (წყლის ტემპერატურა დაახლოებით 60C).

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დიმექსიდ-ლუგალი აძლიერებს ეთანოლის (ალკოჰოლი ამუხრუჭებს პრეპარატის შეყვანას) და ინსულინის (პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში ინსულინის დოზა მცირდება), აცეტილსალიცილის მჟავას, ბუტადიონის, დიგიტალისი პრეპარატების, ქინიდინის, ნიტროგლიცერინის, ანტიბიოტიკების (სტრეპტომიცინი, მინომიცინი და სხვ.) მოქმედებას, ახდენს ორგანიზმის სენსიბილიზირებას ნარკოზის საშუალებების მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი აძლიერებს სამკურნალო საშუალებების როგორც სპეციფიურ აქტივობას, ასევე მათ ტოქსიკურობას.

 

შენახვის პირობები და ვადები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა:

50 მლ, 100 მლ ფლაკონებში.

 

მწარმოებელი:

ღსს "ლუგანსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა".

 

მისამართი:

91019, უკრაინა, ქ. ლუგანსკი, კიროვის ქ., 17.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.