დიკლოფარდი
საერთაშორისო დასახელება:
DICLOFENAC
მწარმოებელი: ფარმა მედიტერანია, ს.ლ., ესპანეთი კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი მოქმედი ნივთიერება: დიკლოფენაკ ნატრიუმი კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები: გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც მოთავსებულია 5 მლ მოცულობის პლასტმასის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით დიკლოფარდის 0,1% 5 მლ თვალის წვეთები, საწვეთურიანი ფლაკონი #1 1 მლ ნატრიუმის დიკლოფენაკი ......... 1 მგ დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, L-ლიზინ მონოჰიდრატი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ჰემოფორ RH40, IM ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან IM მარილმჟავა, გამოხდილი წყალი ფარმაკოლოგიური თვისებები: დიკლოფარდის თვალის წვეთები შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმის - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია. დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივილის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს. ჩვენებები: • მიოზის ინჰიბირება კატარაქტის გამო ჩატარებული ოპერაციის წინ ან შემდგომ პერიოდში; • თვალის წინა სეგმენტზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული ანთებითი დაავადებების მკურნალობა • თვალის წინა კამერის არაინფექციური ბუნების ანთებითი პროცესები (ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი) • ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და ხელოვნური ინტრაოკულური ლინზის იმპლანტაციასთან; მიღების წესი და დოზირების მეთოდი: • ოპერაციის წინ მიოზის განვითარების პროფილაქტიკისათვის: 1 წვეთი დიკლოფარდი 3-5-ჯერ 3 საათის განმავლობაში ოპერაციის წინ, რაც შეადგენს მაქსიმალურ დოზას 5 წვეთს • ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში: 1 წვეთი დიკლოფარდი 3-ჯერ ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1-2 წვეთი დიკლოფარდი 3-5-ჯერ დღეში მკურნალობისათვის საჭირო დროის განმავლობაში, რაც შეადგენს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 10 წვეთს • სხვა ჩვენებები: 1-2 წვეთი დიკლოფარდი 3-4 -ჯერ დღეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, რაც შეადგენს მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას 8 წვეთს არ შეწყვიტოთ მკურნალობის კურსი ექიმთან შეთანხმების გარეშე გამოყენების წესი: • თავი უკან გადაწიეთ. სუფთა თითით ქვედა ქუთუთო ქვემოთ დაწიეთ, რათა შეიქმნას ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის. ამ ჯიბეში უნდა მოხვდეს წვეთი. • მიიტანეთ ფლაკონის საწვეთური თვალთან. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ სარკე. • არ შეახოთ საწვეთურის წვერი თვალს ან ქუთუთოს ან თვალის გარშემო კანს. ამან შეიძლება წვეთების ინფიცირება გამოიწვიოს. • ფლაკონის ძირს ხელი მსუბუქად მოუჭირეთ ისე რომ დიკლოფარდის ერთი წვეთი გადმოედინოს. • ყოველი გამოყენების შემდგომ კარგად დაახურეთ თავსახური ფლაკონს • მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ გაანადგურეთ ფლაკონი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფლაკონი ბოლომდე არ არის დაცლილი გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე. რომელიმე აღნიშნული გვერდითი მოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. უკუჩვენებები: • ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ. • 3 წლამდე ასაკის ბავშვები ორსულობა და ლაქტაცია: ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებული მითითებები: • ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში დიკლოფარდთან კომბინაციაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად ანტიბიოტიკებით) • დიკლოფარდის თვალის წვეთების შემადგენლობაში არსებული ბენზალკონიუმი ცვლის რბილი კონტაქტური ლინზების ფერს. გამოყენებამდე აუცილებელია კონტაქტური ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა გაკეთება ჩაწვეთებიდან მხოლოდ 30 წუთის გასვლის შემდეგ. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: დიკლოფარდის თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დროებით დაქვეითდეს, ამიტომ მანქანის ტარება ან მექანიზმებთან მუშაობა 10-15 წუთის განმავლობაში დიკლოფარდის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებული არ არის. დიკლოფარდის ჭარბი დოზირებისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. დიკლოფარდის დოზის გამოტოვებისას ჩაიწვეთეთ წვეთები რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგ დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: საჭიროების შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება დიკლოფარდის თვალის წვეთების კომბინირება გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ თვალის წვეთებთან. დიკლოფარდის პარალელურად სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლები 5 წუთისა. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე . ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში. აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი