newhospitals

დიკლობერლ N 75მგ/3მლ #5ა

დიკლობერლ N 75მგ/3მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6880ნახვა
საერთაშორისო დასახელება - diclofenac sodium
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: 3 მლ (75 მგ) ამპ. 5 ც.

 

საინექციო ხსნარის 3 მლ მოცულობის ერთი ამპულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: დიკოფენაკი-ნატრიუმი - 75 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, აცეტილცისტეინი, მანიტოლი, 1 ნ. ნატრიუმის ჰიდროზეჟანგის ხსნარი, საინექციო წყალი, აზოტი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიკლოფენაკი განეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას). ახდენს ანთების საწინააღმდეგო, გამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. დიკლოფენაკის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტალგანდინებისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა ფაქტორების სინთეზის დათრგუნვასთან.
სახსრისმიერი სინდრომის დროს დიკლოფენაკი ასუსტებს და აკუპირებს ანთებასა და ტკივილს, ამცირებს სახსრების დილის მოძრაობის შეზღუდვას და შესიებას.

 

ჩვენებები:
დიკლობერლი ® N 75 - საინექციო ხსნარი გამოიყენება მწვავე, ძლიერი ტკივილის სინდრომების განვითარებისას შემდეგ შემთხვევებში:
- სხვადასხვა გენეზის მწვავე ართრიტები (მათ შორის პოდაგრის დროს),
- ქრონიკული ართრიტები, განსაკუთრებით რევმატიული ართრიტები (ქრონიკული პოლიართრიტები),
- ანკილოზირებადი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება) და ხერხემლის სხვა ანთებითი-რევმატიული დაავადებები,
- ართროზები და სპონდილოართროზები (ანთებითი მდგომარეობები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს),
- მტკივნეული შეშუპებები ან ანთებები ტრავმების ან ოპერაციების შემდეგ.

 

მიღების წესები და დოზები:
მკურნალობის დოზირება და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებისა და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. დიკლობერლი ® N 75-ს კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარი ჩვეულებრივ გამოიყენება მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადად დოზით 75 მგ (1 ამპულა) ან მაქსიმალურად 150 მგ (2 ამპულა) დღეში მხოლოდ მოზრდილებში და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია სწრაფი თერაპიული ეფექტი. ჩვეულებრივ პრეპარატის ინექციები 1-5 დღის განმავლობაში ინიშნება. თერაპიის გაგრძელების აუცილებლობისას ხდება ტაბლეტებზე, კაფსულებზე ან სუპოზიტორებზე გადასვლა. კუნთში შესაყვანი ინექციები შეიძლება შეუთავსდეს პრეპარატის შიგნით ან რექტალურად მიღებას, ამ დროს სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 150 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს

 

გვერდითი მოვლენები:
წარმოქმნილი გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, გამოყენებული დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ყველაზე ხშირია ღებინება, გულსირევა, დიარეა, მათ შორის, უმნიშვნელო სისხლდენებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, რომლებსაც შეიძლება ახლდესწყლულების წარმოქმნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევებში იწვევს სისხლის გაჩენას განავალში.
ცენტრალური ნერვული სისტემა: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დაღლილობის შეგრძნება, აგზნებულობა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა.
კანი: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციის ადგილებში ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი მოქმედება (წვის შეგრძნება). ერთეულ შემთხვევებში გამოვლინდა კანის მხრივ რეაქციების მძიმე შემთხვევები (სტივენს-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).
თირკმელები: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა თირკმლის ფუნქციის დარღვევები, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლი: ზოგჯერ ვლინდება შრატში ტრანსამინაზას დონის მომატება. ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. არსებობს ცალკეული შეტყობინებები კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტის) განვითარების შესახებ.
სისხლი: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სისხლის წარმოქმნის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). დიკლოფენაკი ანელებს თრომბოციტების აგრეგაციას. ამიტომ ავადმყოფებს სისხლის შედედების დარღვევებით ესაჭიროებათ მუდმივი კონტროლი.
იმუნური სისტემა: შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები დიკლოფენაკის მიმართ სახის, ენის, ყელის შეშუპების, ასთმის შეტევამდეც კი სუნთქვის გაძნელების სახით; გულის ფრიალი, სისხლის წნევის აწევა.

 

უკუჩვენება:
დიკლობერლი ® N 75 - ს გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების - დიკლოფენაკის ან სხვა ასას-ს მიმართ,
- სისხლის წარმომქმნელი სისტემის ფუქნციის გაურკვეველი დარღვევები,
- კუჭის და/ან ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
- ორსულობის დროს ბოლო ტრიმესტრის მიმდინარეობისას, ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
დიკლობერლი ® N 75 -ს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ "სარგებელი/რისკის" შეფარდების კარგად შეფასების შემთხვევაში შემდეგ მდგომარეობებში:
- ინდუცირებული პორფირია,
- სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები,
- ორსულობის I და II ტრიმესტრები,
- ლაქტაციის პერიოდი.
ექიმის განსაკუთრებული კონტროლი საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და / ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი-წყლულოვანი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში,
- ავადმყოფებში, დაზიანებული თირკმელებით,
- მაღალი წნევა და / ან გულის უკმარისობა,
- ხანდაზმული პაციენტები,
- უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
დიდი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ დიკლობერლი ® N 75-s გამოყენება შეიძლება ავადმყოფებში, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, ალერგიული სურდო, ცხვირის ლორწოვანას პოლიპები, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციების დროს, ავადმყოფებში ჰიპერმგრძნობელობით ასას-ს მიმართ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების ან ჭინჭრის ციების განვითარების საშიშროების გამო.
გაფრთხილება:
იმის გამო, რომ დიკლობერლი®N75- ს მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორებიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება, ცალკეულ შემთხვევებში ირღვევა ავტომობილის მართვის უნარი. ეს მოვლენები ძლიერდება ალკოჰოლთან ერთად მიღებისას.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კლინიკური სურათი განისაზღვრება დარღვევებით ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებულობა, ჰიპერვენტილაციის მოვლენები მომატებული კრუნჩხვითი აქტივობით, ბავშვებში - მიოკლონური კრუნჩხვები) და დარღვევებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ტკივილები მუცლის არეში, ღებინება, გულსირევა). შესაძლოა განვითარდეს სისხლდინება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და / ან ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა. მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზის შემთხვევაში აუცილებელია ინტენსიური სამედიცინო მკურნალობა. დიკლოფენაკის შიგნით მიღებისას ხდება გულისრევის გამოწვევა, ინიშნება ანტაციდები და აქტივირებული ნახშირი. მედიკამენტოზური მკურნალობა სიმპტომატურია.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დიკლობერლი® N 75-სა და შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენებისას:
- დიგოქსინთან, ფენიტოინთან ან ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების შემცველობა შეიძლება შემცირდეს;
- დიურეზულებთან და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას ამ პრეპარატების მოქმედება შეიძლება შესუსტდეს;
- კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერკალიემია;
- სხვა ასას-თან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
- აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გამოყენებისას დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე სისხლში მცირდება;
- დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპო- და ჰიპერკალიემია. საშუალებათა ამ კომბინაციისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
- მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას მის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიკური მოქმედება;
- ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი

 

შენახვის პირობები და ვადები:
3 წელი.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება სინათლისაგან და გაყინვისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.