newhospitals

დიკლაკი ჟელე 5% 50გ ტუბ

დიკლაკი ჟელე 5% 50გ ტუბ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4243ნახვა

 


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი 5% ტუბში, 1გ შეიცავს 50მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ფენილძმარმჟავას წარმოებული

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება, პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ამის შედეგად ანთების და შეშუპების შემცირებას, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას სახსრებში.

 

 

ჩვენებები: რევმატიული ართრიტი, ოსტეოართრიტი, სპონდილიტი, პოდაგრა, ნევრალგია, მიალგია.

 

დოზირება: გარეგან სახმარად იყენებენ 2-4გ გელს დაზიანებულ ადგილზე შესაზელად 3-4-ჯერ დღეში

 

გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გამოყენებისას გამოხატული არ არის, იშვიათად ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სიწითლე, წვა)

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ

 

შენახვის ვადა: 1 წელი

 

მწარმოებელი: გერმანია, HEXAL

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.