დიფლუკანი 50მგ #7კაფს
გენერიული დასახელება: Fluconazole შემადგენლობა: კაფსულები
აქტიური ნივთიერება:
ფლუკონაზოლი-50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი. ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ტიტანის დიოქსიდი, ქსანტანის ფისი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი და ფორთოხლის ნატურალური შემავსებელი. დიფლუკანის საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერება:
ნატრიუმის ქლორიდი ფორმა: კაფსულები 50მგ; 100მგ; 150მგ, 200მგ
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად საინფუზიო ხსნარი ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება ჩვენება:
დიფლუკანს იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების მეტად ხშირ გამომწვევს წარმოადგენს საფუარის მსგავსი კანდიდას ჯგუფის სოკო.
პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: კანდიდოზური სტომატიტი ან პირის ღრუსა და ხორხის რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია). რძიანას ძირითადად იწვევს კანდიდას ჯგუფის სოკო. ფილტვების, შარდგამომყოფი სისტემის და კანის კანდიდოზური ინფექციები. პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები კბილების პროთეზის მქონე პირებში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების წყლულები, რაც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან). კანის ინფექციები, მაგ, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილის ინფექციები. კანდიდას ჯგუფის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგ, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში. კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკური ინფექციები.
დიფლუკანის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კრიპტოკოკით გამოწვეული მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციები, მაგ, ვაგინალური კანდიდოზი, აგრეთვე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში). კანდიდოზური ბალანიტი (ასოს თავის ანთება დაან ჩუჩის ანთება).
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით იმუნური სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში.
დიფლუკანს იყენებენ აგრეთვე ისეთი იშვიათი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი. წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.
დიფლუკანის კომბინაცია ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის. სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს როგორიცაა:
არსებული ან დაგეგმილი ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; თირკმელების დაავადებები. გვერდითი მოვლენები:
დიფლუკანი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანიანობით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის პროცესში წარმოიქმნება გამონაყარი, რომელიც დაკავშირებულია დიფლუკანის მიღებასთან, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიურისისტემური ინფექციების მკურნალობის პროცესში გამონაყარის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ზოგჯერ შესაძლებელია ტავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. დიფლუკანის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია აგრეთვე ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციის, შარდის ან ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო კონტროლი. ფლუკონაზოლით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში ვითარდება კანის მხრივ ექსფოლიატიური რეაქციები. შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი სხვადასხვა პრეპარატებზე. იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები დიფლუკანის მიმართ: მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში; ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება; კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები; მთელი სხეულის ქავილი.
აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი. მიღების წესი და დოზირება:
დიფლუკანის კაფსულები და დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად. კაფსულებს იღებენ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელ ფხვნილით სავსე ფლაკონს ანჯღრევენ და უმატებენ 24მლ წყალს. ფლაკონის შენჯღრევა წარმოებს უშუალოდ გამოყენების წინ. კაფსულების და სუსპენზიის მიღება ხდება ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება შესაძლებელია როგორც საკვების მიღების დროს, აგრეთვე მისი მიღების შორის ინტერვალში. ფლუკონაზოლის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში არა უმეტეს 10მლწთ-ში სიჩქარით. იმ ავადმყოფებს, რომელთაც ეზღუდებათ ნატრიუმის მიღება, საჭიროა მათი ინფორმირება დიფლუკანის საინექციო ხსნარში არსებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის არსებობის შესახებ.
მოზრდილებში: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ხორხის კანდიდოზური ინფექციები-50-100მგ ერთხელ დღეღამეში 7-14 დღის განმავლობაში და მეტი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციები კბილების პროთეზის მქონე ავადმყოფებში-50მგ ერთხელ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციის შემთხვევაში). საყლაპავის კანდიდოზური ინფექციები, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, აგრეთვე კანისა და ლორწოვანის კანდიდოზით გამოწვეული მდგომარეობა-50-100მგ ერთხელ დღეღამეში 14-30 დღის განმავლობაში. შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირის ღრუსა და ხორხის განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა- 150მგ კვირაში ერთხელ. სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა-150მგ ერთჯერადად; ვაგინალური კანდიდოზის რეციდივებით შეპყრობილი ქალების მკურნალობა (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში)-150მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში ან მეტი აუცილებლობის შემთხვევაში; კანის მიკოზური ინფექციები-50მგ ერთხელ დღეღამეში 2-4 კვირის განმავლობაში;
ტერფის დერმატომიკოზების დროს შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება (6კვირამდე). მრავალფეროვანი ლიქენის დროს რეკომენდებულ დოზას შეადგენს 300მგ 1-ხელ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია 300მგ პრეპარატის მესამედის გამოყენება კვირაში, მაშინ როდესაც სხვა ავადმყოფებში საკმარისია 300-400მგ დიფლუკანის ერთჯერადად მიღება. მკურნალობის ალტერნატიულ სქემას წარმოადგენს პრეპარატის 50მგ 1-ხელ დღეღამეში 2-4 კვირის განმავლობაში; ონიქომიკოზის დროს-150მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება შესაბამისად 3-6 თვე (ხელებზე) და 6-12 თვე (ფეხებზე); შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები-400მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400მგ ერთხელ დღეღამეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800მგ-მდე დღეღამეში; განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა-50-400მგ ერთხელ დღეღამეში ინფექციის განვითარების მომატებული რისკის პერიოდში; შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკული ინფექციები-400მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400მგ ერთხელ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში და მეტი. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკული ინფექციის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800მგ-მდე დღეღამეში; -შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა-200მგ ერთხელ დღეღამეში განუსაზღვრელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში; კოკციდიომიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის, სპიროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის დროს-200-400მგ ერთხელ დღეღამეში 2 წლის განმავლობაში და მეტი. ბავშვებში 4 კვირიდან 15 წლის ასაკამდე:
ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები-3მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში პირველ დღეს, შემდგომში 6მგკგ წონაზე დღეღამეში; შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ან კრიპტოკოკული ინფექციები-6-12მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში; სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში-3-12მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში.
ახალშობილებს დაბადებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში (მგკგ წონაზე), როგორც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მაგრამ 72სთ-იანი ინტერვალით, ხოლო 2-4 კვირის ახალშობილებში იგივე დოზა შეჰყავთ 48სთ-იანი ინტერვალით.
ხანდაზმულ ავადმყოფებს, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა პრეპარატი ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზებით.
თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექცია. დოზის გადაჭარბება: დიდი რაოდენობით დიფლუკანის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში. შენახვის პირობები:
არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. გაყინვა ნებადართული არ არის.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა:
პრეპარატის მიღება ვადის გასვლის შემდეგ ნებადართული არ არის. შეფუთვა:
N7 50მგ, 100მგ და 200მგ კაფსულები ბლისტერში ან N1 150მგ კაფსულა ბლისტერში.
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონებში 50მგ5მლ-ში ან 200მგ5მლ-ში.
50მლ საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე მინის ფლაკონებში. ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს. მწარმოებელი:
"PFIZER" საფრანგეთი