დიფენინი 0.117გ #10ტ (კიევი)
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: Phenytoin; 5,5-დიფენილჰიდანტოინი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტებიშემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
დიფენინი (ფენიტოინი) 0,117გ;
დამხმარე საშუალებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიარითმული საშუალება ფორმა:
ტაბლეტები ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიფენინი წარმოადგენს ჰიდანტოინის წარმოებულს, მას გააჩნია კრუნჩხვების საწიანააღმდეგო ეფექტი გამოხატული საძილე მოქმედების გარეშე. ასევე - ანტიარითმული და მიორელაქსაციური მოქმედება.
პრეპარატის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია ნეირონების, აქსონების, სინაფსების მემბრანების სტაბილიზაციით, აგზნების გავრცელების და ეპილეფსიური აქტივობის შეზღუდვით.
დიფენინის ანტიარითმული მოქმედება განპირობებულია პურკინეას ბოჭკოების უჯრედებში მისი მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობით.
პრეპარატის მიორელაქსაციური მოქმედება წააგავს კრუნჩხვების საწინააღდმეგო მოქმედებას. მემბრანომასტაბილიზებელი აქტივობით მოძრაობის დარღვევის დროს პრეპარატი ასუსტებს ხანგრძლივ განმეორებით მუხტებს და მათ პოტენცირებას ნერვულ და კუნთოვან უჯრედებში. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პერორალური მიღების დროს დიფენილჰიდანტოინის კონცენტრაციის პიკი სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3-12 საათის განმავლობაში. მისი შეწოვის შემდეგ განაწილება ხორციელდება ქსოვილებში, ზურგ-ტვინის სითხეში, სპერმაში, კუჭის, ნაწლავების წვენში და ნაღველში გადასვლით. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ამ დროს პრეპარატის კონცენტრაცია დედის და ნაყოფის სისხლის პლაზმაში თანაბარია. იგი გადადის დედის რძეში.
დიფენინის 70-95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით არააქტიურ მეტაბოლიტებამდე. მისი 5% ელიმინირდება უცვლელი სახით თირკმელებით. დიფენინი ასევე გამოიყოფა შარდით და ნერწყვით. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს, თუმცა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და მის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს იგი სრულად ქრება პლაზმიდან მისი მიღების შეწყვეტიდან 3 დღის შემდეგ. ჩვენება:
ეპილეფსიის მკურნალობა, განსაკუთრებით დიდი ეპილეფსიური გულყრების, როდესაც აღინიშნება ცნობიერების დაკარგვა, უნებლიე შარდვა, ტონური კრუნჩხვები, რომლებიც გადადის კლონურში.
ამის გარდა პრეპარატი ინიშნება არითმიების დროს, რომლებიც გამოწვეულია საგულე გლიკოზიდების ჭარბი დოზირებით, მენიერის სინდრომის ზოგიერთი ფორმები დროს (ვესტიბულური რეფლექსების დათრგუნვა). წინააღმდეგჩვენება:
ადამს-სტოქსის სინდრომი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II-III ხარისხის, სინოატრიული ბლოკადა, სინუსური ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კახექსია, პორფირია, მომატებული მგრძნობელობა ჰიდანტოინების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. გვერდითი მოვლენები:
დიფენინი იწვევს ცნობიერების დარღვევას და დაკარგვას, აგზნებას, სუნთქვის გაძნელებას, ტრემორს, ატაქსიას, ნისტაგმს, კოორდინაციის დარღვევას, კუნთების სისუსტეს, გულისრევას, ღებინებას, ტოქსიკურ ჰეპატიტს, ღრძილების ჰიპერპლაზიას (ხშირად ავადმყოფებში 23 წლამდე ასაკის), კანის ალერგიულ რეაქციებს, ციებას, ჰირსუტიზმის მოვლენებს, ლიმფადენოპათიას, შემაერთებელი ქსოვილის ცვლილებას (სახის ნაკვთების გაუხეშება, დიუპუიტრენის კონტრაქტურა). ერთეულ შემთხვევაში აღინიშნება პერიფერიული ნეიროპათია, სისხლის სურათის ცვლილება: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, მეგალობლასტური ანემია, პეირონის დაავადება. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის განვითარება. გამოხატული გვერდითი მოვლენების განვითარებისას ამცირებენ პრეპარატის დოზას, ან წყვეტენ მის მიღებას. დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის დროს, ან მის შემდგომ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს ½1/2-1 ტაბლეტს 2-3 ჯერ დღეში. ჩვენების მიხედვით ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევისას, შესაძლებელია დღეღამური დოზის გაზრდა 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის: ერთჯერადი - 3 ტაბლეტი, დღეღამური - 8 ტაბლეტი.
ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის - ¼1/4 ¼ტაბლეტი 2 ჯერ დღეში, 5-8 წლის ასაკის - 1/4 ¼ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში, 8 წლის ასაკის ზევით - ½1/2-1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში.
არითმიის დროს (ექსტრასისტოლები და მორეციდივე პაროქსიზმული ტაქიკარდია) პრეპარატი ინიშნება დოზით 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დიფენინის ერთდროული დანიშვნა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ საშუალებებთან იწვევს დეპრესიის განვითარებას. პრეპარატის თერაპიული მოქმედების გაძლიერება და გვერდითი მოვლენების განვითარება შესაძლებელია გამოიწვიოს სალიცილატებმა, იზონიაზიდმა და მისმა წარმოებულებმა, ლევომიცეტინმა, H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებმა, სოკოს საწინააღდმეგო საშუალებებმა, ესტროგენებმა, სუქცინატებმა, სულფონამიდებმა, დიაზეპამმა, ამიოდარონმა, დიკუმარინმა, დისულფირამმა, ჰალოტანმა, ომეპრაზოლმა, ფენილბუტაზონმა, რეზერპინმა, ტოლბუტამიდმა, მეთილფენიდატმა.
დიფენინის თერაპიული ეფექტის შემცირება შესაძლებელია გამოიწვიოს კარბამაზეპინმა, ფოლის მჟავამ, რეზერპინმა, სუკრალფატმა, ვიგაბატრინმა.
დიფენინის ბიოტრანსფორმაციაზე (მისი კონცენტრაციის მომატება, ან შემცირება სისხლის პლაზმაში) მოქმედებენ მათი ერთდროული გამოყენებისას შემდეგი პრეპარატები: ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტაციდები.
პრეპარატები, რომელთა თერაპიული მოქმედება იცვლება დიფენინთან ერთდროული გამოყემნებისას: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, ესტროგენები, ორალური კონტრაცეპტივები, კლოზაპინი, გლუკოკორტიკოიდული საშუალებები, დიკუმარინი, დიგიტოქსინი, დოქსიციკლინი, ფუროსემიდი, რიფამპიცინი, თეოფილინი, ვიტამინი D. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აღინიშნება გვერდითი მოვლენების გაძლიერება. საჭიროა პრეპარატის მოხსნა, ან ექიმის კონსულტაცია.
დახმარება სტაციონარში მოთავსებამდე: კუჭის ამორეცხვა ადსორბენტების დამატებით (გააქტივებული ნახშირი). გამოყენების თავისებურება:
პრეპარატის გამოყენების დროს აღინიშნება ფსიქომოტორული რეაქციების შენელება, რაც გასათვალისწინებელია ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში.
ეპილეფსიით შეპყრობილ პირებში პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება. თუ პრეპარატის უეცარი მოხსნა აუცილებელია (მაგალითად, ალერგიული რეაქციების განვითარების, ან მომატებული მგრძნობელობის დროს), ხდება მისი ჩანაცვლება ჰიდანტოინის წარმოებულის კრუნჩხვების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატით.
პრეპარატით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, რეკომენდებულია ულტრაიისფერი დასხივება, ასევე ვიტამინი D-თი მდიდარი დიეტა.
პრეპარატის არასაკმარისი ეფექტურობის დროს რეკომენდებულია ერთდროულად დაინიშნოს ფენობარბიტალი, ან სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 4 წელი. აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით შეფუთვა:
10 ცალი ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. მწარმოებელი და მისი მისამართი:
კიევის ვიტამინების ქარხანა
უკრაინა
ბენდელიანი ნინო
2019-02-27
საუკეთესო წამალია დიფენინი მას ვერცერთი ხვა პრეპარატი ვერ შეედრება. სამწუხაროდ ზოგიერთი არაფროფესიონალი ექიმი არ იყინებს მას. სამცუხაროა რომ საქართველოში დეფიციტია. როცა ჩვენ მეზობელ ერევანში იწარმოება ეს წამალი.
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება