newhospitals

დიაზეპამი ABC

დიაზეპამი ABC
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
6429ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: დიაზეპამი ABC

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): diazepam

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები → ბენზოდიაზეპინები

 

მწარმოებელი: ABC PHARMACEUTICI

 

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

 

გამოშვების ფორმა: 5მგ/მლ 20მლ პერორალური წვეთები, ხსნარი ფლაკონი №1

 

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი (გაიცემა ფორმა N1 რეცეპტით)

 

ინსტრუქცია

შემადგენლობა: დიაზეპამი 5 მგ/მლ წვეთები

 

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, გლიცერინი, საქარინი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის ხსნადი ესენცია, ლიმნის ხსნადი ესენცია, ერითროზინი (E127), გასუფთავებული წყალი.

 

მოქმედების მექანიზმი:
დიაზეპამი-ბენზოდიაზეპინების ჯგუფის წარმომადგენელი ტრანკვილიზატორებიდან, გააჩნია ანქსიოლიზური, სედატიური, მიორელაქსაციური და ანტიკონვულსიური თვისებები.

 

ფარმაკოკინეტიკა:

დიაზეპამის წვეთები სწრაფად და სრულად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, შიგნით მიღებიდან სისხლში პიკურ კონცენტრაციას აღწევს 30-90 წთ-ის შემდეგ.

დიაზეპამის წვეთები გამოიყენება: ფსიქონევროზულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შფოთვის, აგზნების, დაძაბულობის და დროებითი სიტუაციური აშლილობის სიმპტომური მკურნალობისთვის; როგორც დამხმარე საშუალება შფოთვის კომპონენტით მიმდინარე ფსიქოლოგიური და ორგანული გადახრების მკურნალობაში.

ოპერაციის წინ პრემედიკაციის სახით: მშფოთვარე და დაძაბულ პაციენტებში.

ანტიკონვულსური მოქმედება: ეპილეფსიური სტატუსის და სხვა კრუნჩხვითი

მდგომარეობების მკურნალობა (ტეტანუსის ჩათვლით).

გინეკოლოგია და მეანობა: ეკლამფსიის მკურნალობა, მშობიარობის გაადვილება ზოგიერთ, დიდი სიფრთხილით შერჩეულ შემთხვევაში

საშუალო დოზა მოზრდილი პაციენტებისათვის:

2 მგ (2 მგ შეესაბამება 10 წვეთს) დღეში 2-3-ჯერ 5 მგ-მდე (5 მგ შეესაბამება 25 წვეთს) დღეში 1-2-ჯერ.

ხანდაზმული პაციენტები ან ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები 2 მგ 2-ჯერ დღეში (2 მგ არის 10 წვეთის ექვივალენტი).

აგზნების ჩივილების ჰოსპიტალური მკურნალობა: 10-20 მგ დღეში სამჯერ.

ბავშვები: 3 წლამდე, 1-6 მგ (5-30 წვეთი დღეში).

4-დან 14 წლამდე ასაკის პაციენტები, 4-12 მგ დღეში (20-60 წვეთი დღეში).

წვეთები უნდა განზავდეს წყალში ან სხვა სასმელში.

 

დიაზეპამი ABC 1 მგ შეესაბამება -5 წვეთს

დიაზეპამი ABC 2 მგ შეესაბამება -10 წვეთს

დიაზეპამი ABC 3 მგ შეესაბამება -15 წვეთს

დიაზეპამი ABC 4 მგ შეესაბამება- 20 წვეთს

დიაზეპამი ABC 5 მგ შეესაბამება -25 წვეთს

 

მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად ხანმოკლე უნდა იყოს და
2-3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს დოზის თანდათანობით შემცირების პერიოდის ჩათვლით.

 

შეფუთვა:
წვეთები 5მგ/მლ ფლაკონში 20 მლ

 

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები:

EXP: ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადა ვრცელდება დაუზიანებელ, გაუხსნელ შეფუთვაში სათანადოდ შენახულ პრეპარატზე.

გაფრთხილება: არ გამოიყენება კოლოფზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ არის 3 თვე. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი უნდა განადგურდეს.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.