newhospitals

დიაზეპამი 10მგ #20ტ (ბათფ)

დიაზეპამი 10მგ #20ტ (ბათფ)
ანოტაციის მომწოდებელია
3.3
1
რეკომენდაცია
2შეფასება
45495ნახვა
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Diazepam
სამკურნალო ფორმა.
ტაბლეტები.
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი - 10 მგ დიაზეპამი.
ათქ კოდი. N05BA01.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტრანკვილიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. დიაზეპამი ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორია. პრეპარატი ახდენს დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ახდენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, მიორელაქსანტურ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას, არ იწვევს ექსპირამიდულ მოშლას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას დიაზეპამი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 30-90 წთ შემდეგ.
პრეპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი (98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზაციას. დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ პლაცენტარულ ბარიერში და ხვდებიან დედის რძეში.
პრეპარატის ნახევრადდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს 3სთ.
დიაზეპამი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და ნაწლავიდან. დიაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 48 სთ-ია. დიაზეპამის საშუალო კლირენსი შეადგენს 20-30მლ/წთ.
Т½ იზრდება ახალშობილებში, ხანდაზმულ ავადმყოფებში, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას.

ჩვენებები:
- პრემედიკაცია ქირურგიული და სამკურნალო დიაგნოსტიკური ჩარევების წინ (ენდოსკოპია, კარდიოვერსია, გულის კათეტერიზაცია, მცირე ქირურგიული მანიპულაციები, ძვლების ჩაწყობა ამოვარდნილობისა და მოტეხილობების დროს, ბიოფსია, შეხვევების შეცვლა დამწვრობებისას);
- ფსიქიური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს მოუსვენრობა, აღგზნებადობა, შიშები, განგაში;
- ენდოგენური ფსიქოზები (როგორც დამხმარე საშუალება);
- ყველა სახის ნევროზები, განსაკუთრებით განგაშის სინდრომთან ერთობლიობაში;
- ნერვული დაძაბულობა ფსიქოსომატური დაავადებებისას;
- ნევროზული მოშლილობისას პედიატრიულ პრაქტიკაში (თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ენურეზი, ჯინიანობა, მავნე ჩვევები);
- ეპილეფსია (როგორც დამხმარე საშუალება);
- რეფრექტორული კუნთოვანი კრუნჩხვების შესამცირებლად ტრამვების, დაზიანებების, ანთებების დროს.
- კუნთოვანი ტონუსის შესამცირებლად გამავალი გზების დაზიანებებისას ზურგის ტვინის დონეზე (მათ შორის სპასტიურობა, პოლიომიელიტი, პარაპლეგია, ჰიპერკინეზი).

მიღების წესი და დოზები:
დოზირება ინდივიდუალურია, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. მოზრდილებს ენიშნებათ 5-20მგ. იწყებენ დოზით 0,0025გ_0,005გ 1-2 ჯერ დღეში, შემდეგ დოზებს ზრდიან თანდათანობით.
ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,005-0,01გ (5-10მგ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 0,06გ (60მგ) 2-3 მიღებაზე.
მისუსტებულ და ხანდაზმულ ავადმყოფებს ენიშნებათ შემცირებული დოზები: 0,0025გ (1/2 ტაბლეტი) 1-2 ჯერ დღეში.
ბავშვებს ენიშნებათ შემდეგი დოზები:

წლოვანება დოზა დოზირება
6 თვიდან - 2 წლამდე 1.25-5 მგ 1/4 ტ 1-4 ჯერ დღეში
3 წლიდან - 6 წლამდე 2.5-7.5 მგ 1/2 ტ 1-3 ჯერ დღეში
7 - 14 წლამდე 5-15 მგ 1 ტ 1-3 ჯერ დღეში


გვერდითი მოვლენები:
მოთენთილობა, ძილიანობა; მეტყველების, მხედველობის, მახსოვრობის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, თავბრუხვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები; გულისრევა, პირის სიმშრალე ან ჰიპერსალივაცია; არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია; შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის ატონია, კანკალი.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ქრონიკული ჰიპერკაპნია, მძიმე მიასთენია, გლაუკომა, ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაცია, ბავშვები 6 თვემდე.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა განხორციელდეს დოზების თანდათანობით შემცირებით.
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის უკმარისობის დროს.
აკრძალულია ავტომანქანის მართვა და ტექნიკის მომსახურება დიაზეპამის მიღებიდან 12სთ-ის განმავლობაში.
აკრძალულია ალკოჰოლის მიღება დიაზეპამთან ერთად.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: დეპრესია, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, ფსიქიური აშლილობა, ცნობიერების დაბინდვა, იშვიათ შემთხვევებში - პარადოქსალური აღგზნებადობა. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში-კომა, რეფლექსების, სუნთქვითი და გულსისხლძარღვთა სისტემების დათრგუნვა, აპნოე.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია, ზომების გატარება, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის ამაღლებაზე. ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სპეციფიურ ანტაგონისტად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფლუმაზენილი. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთდროულად მიღებისას დიაზეპამის მოქმედების ეფექტი იზრდება.
ციმეტიდინი და ომეპრაზოლი ამცირებენ დიაზეპამის კლირენსს. პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის ფერმენტების ინდუქციას, მათ შორის ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებმა (კარბამაზეპინი, ფენითიონი), შეიძლება დააჩქარონ დიაზეპამის გამოყოფა.

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან (ბლისტერი). 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

გაცემის წესი: 
რეცეპტით

მწარმოებელი: 
ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა
შპს "ბათფარმა"
6007, საქართველო. ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65

პახმელია
2015-10-26
პახმელიაზე მისწრებააა :)
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
გოჩა კვირჭიშვილი
2019-04-02

ძალიან კარგად იმოქმედა ეპილეფსიური შეტევების დროს ...

ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.