newhospitals

დიანე-35 #21დრ

დიანე-35  #21დრ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6920ნახვა
[code]

დიანე-35
(Сyproterone+Ethinylestradiol)

ჩვენება: კონტრაცეპცია ქალებში ანდროგენიზაციის მოვლენებით; ანდროგენდამოკიდებული ჰიპერანდროგენული დაავადებები ქალებში (მათ შორის იუვენილური ფერიმჭამელები თანმხლები სებორეით, ანთებითი მოვლენებით და კვანძების წარმოქმნით (Acne papulopustulosa, Acne nodulocystika); ანდროგენეტიკური ალოპეცია და ჰირსუტიზმის მსუბუქი ფორმები.

ფარმაკოლოგიური თვისება: პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ესტროგენეთინილესტდრადიოლს და ანტიანდროგენო-ციპროტერონის აცეტატს. ეთინილესტრადიოლი აძლიერებს ციპროტერონის აცეტატის ცენტრალურ და პერიფერიულ ზეგავლენას ოვულაციაზე და ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის ლორწოს მაღალი სიბლანტის შენარჩუნებას, რაც აძნელებს სპერმატოზოიდების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და უზრუნველყოფს საიმედო კონტრაცეპტიულ ეფექტს. ციპროტერონის აცეტატს გააჩნია სამიზნე ორგანოების ანდროგენულ რეცეპტორებთან კონკურენტული შეკავშირების უნარი (ცხიმოვანი ჯირკვლები, თმის ფოლიკულები), რომლებიც წარმოადგენენ ანდროგენდამოკიდებულ წარმონაქმნებს, ანუ ანდროგენების დონის მომატებისას ძლიერდება მათი ფუნქცია (ჰირსუტიზმი ქალებში, თავის მიდამოში თმის ცვენის ერთდროული გაძლიერებით - ანდროგენეტიკური ალოპეცია). ციპროტერონის აცეტატი ამცირებს ქალებში ანდროგენიზაციის მოვლენებს სამიზნე ორგანოებში ანდროგენული რეცეპტორების ბლოკირების შედეგად. მკურნალობის ფონზე მცირდება გამონაყარი, ფერიმჭამელების წარმოქმნა, ცხიმის გამოყოფა თავის თმიანი ნაწილიდან და სახის კანზე. ანტიანდროგენულ თვისებებთან ერთად ციპროტერონის აცეტატს გააჩნია გესტაგენური თვისებები. იგი თრგუნავს ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების გამოყოფას და ოვულაციას, რაც განაპირობებს მის კონტრაცეპტიულ ეფექტს. პრეპარატი ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან მე-14 დღისათვის და შენარჩუნებულია მისი გამოყენებისას 7 დღიანი პაუზის დროს.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის მიღებისას ციპროტერონის აცეტატი მთლიანად აბსორბირდება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შეადგენს 88 %-ს. ციპროტერონის აცეტატი პრაქტიკულად მთლიანად უკავშირდება პლაზმის ციელებს. დედის რძეში გამოიყოფა მისი 0,2%. იგი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში ჰიდროქსილირების და კონიუგირების გზით. ელიმინირდება ძირითადად მეტაბოლიტების სახით შარდის და ნაღვლის მეშვეობით შეფარდებით 3:7 -თან, ხოლო უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღვლის საშუალებით. პრეპარატის პერორალური მიღებისას ეთინილესტრადიოლი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ჰიდროლიზს განიცდის ნაწლავის კედელში აბსორბციის დროს და ექვემდებარება ”პირველი გავლის” ეფექტს, რაც განაპირობებს მის დაბალ აბსოლუტურ ბიო-შეღწევადობას და მნიშვნელოვან ინდივიდუალურ ვარიაბელობას. პლაზმის ცილებ-თან (ალბუმინებთან) შეკავშირების ხარისხი მაღალია (2% იმყოფება პლაზმაში თავისუფალ მდგომარეობაში). დედის რძეში გამოიყოფა ეთინილესტრადიოლის 0,02%. იგი გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად მეტაბოლიტების სახით - 40% - შარდით, 60% - ნაღველით.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატს იღებენ პერორალურად ერთხელ დღეში. დრაჟეს იღებენ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. მიღების დროს არა აქვს მნიშვნელობა, თუმცა იგი უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე საათებში, უმჯობესია საუზმის ან ვახშმის შემდეგ. პრეპარატის მიღებას იწყებენ ციკლის I დღეს, რომლის დროსაც იყენებენ კვირის შესაბამისი დღის დრაჟეს კალენდარული შეფუთვიდან. პრეპარატის ყოველდღიურ მიღებას აწარმოებენ დრაჟეს გამოყენებით კალენდარული შეფუთვიდან თანმიმდევრულად ფოლგაზე აღნიშნული ისრის მიმართულებით, სანამ არ იქნება გამოყენებული ყველა დრაჟე. მთლიანად 21 დრაჟეს გამოყენების შემდეგ კალენდარული შეფუთვიდან პრეპარატის მიღება წყდება 7 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც ადგილი აქვს მენსტრუაციის მსგავს სისხლდენას. პრეპარატის მიღებიდან 28 დღის შემდეგ (21 დღე მისი გამოყენება და 7 დღე შესვენება) ანუ კვირის იმავე დღეს, როგორც მკურნალობის კურსის დასაწყისში, აგრძელებენ პრეპარატის მიღებას შემდეგი შეფუთვიდან. თუ პაციენტი ღებულობდა სხვა კონტრაცეპციულ საშუალებას, მაშინ პრეპარატის მიღება დაწყებულ უნდა იქნას წინამორბედი პრეპარატის ბოლო დრაჟეს მიღებიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არა უგვიანეს შემდგომი დღისა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (პრეპარატებისათვის, რომლებიც შეიცავენ 21 დრაჟეს), ხოლო შემდგომში ზემოთ აღწერილი სქემით. თუ პაციენტი ღებულობს წინამორბედ კონტრაცეპტივს ყოველდღიურად 28 დღის განმავლობაში, პრეპარატის მიღება საჭიროა დაწყებულ იქნას ბოლო არააქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ. თუ ქალმა გამოიყენა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (”მინი პილი”), პრეპარატიის მიღებაზე გადასვლა შესაძლებელია შესვენების გარეშე. კონტრაცეპტივების საინექციო ფორმების გამოყენებისას პრეპარატის გამოყენებას იწყებენ იმ დღეს, როდესაც უნდა იქნას გაკეთებული შემდეგი ინექცია. ყველა შემთხვევაში საჭიროა გამოყენებულ იქნას დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში. აბორტის შემდეგ ორსულობის I ტრიმესტრში პაციენტს შეუძლია დაიწყოს პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება. მშობიარობის ან აბორტის შემდეგ ორსულობის II ტრიმესტრში პრეპარატის მიღება საჭიროა დაწყებულ იქნას 21-28-ე დღეს თუ იგი მიღებულ იქნება უფრო გვიან, მაშინ აუცილებელია დამატებით კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდის გამოყენება დრაჟეს გამოყენების პირველი 7 დღის განმავლობაში. თუ ქალს ჰქონდა სქესობრივი კავშირი პერიოდში მშობიარობას ან აბორტს და პრეპარატის მიღების დაწყებას შორის, თავდაპირველად უნდა გამოირიცხოს ორსულობა, ან იგი უნდა დაელოდოს პირველ მენსტრუაციას. თუ რაღაც მიზეზის გამო, პაციენტმა არ მიიღო დრაჟე ჩვეულებრივ დროს და დადგენილი დროის მომენტიდან გასულია 12 სთ-ზე ნაკლები, პრეპარატის კონტრაცეპციული მოქმედება კიდევ გრძელდება და საჭიროა გამოტოვებული დრაჟეს რაც შეიძლება სწრაფად მიღება, ხოლო შემდეგი დრაჟე საჭიროა მიღებულ იქნას დადგენილ დროს. ამგვარად დღეღამის განმავლობაში შესაძლებელია 2 დრაჟეს მიღება. როდესაც დადგენილი დროის მომენტიდან გასულია 12 სთ-ზე მეტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გამოტოვებული დრაჟეს მიღება, ხოლო შემდგომში კურსი გრძელდება ჩვეულებრისამებრ. ამასთან ერთად საჭიროა დამატებითი კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდების გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში, ვინაიდან ამ დროს კლებულობს პრეპარატის კონტრაცეპციული ეფექტი. თუ შეფუთვაში დარჩა 7 დრაჟეზე ნაკლები, პრეპარატის მიღება შემდეგი შეფუთვიდან წარმოებს შეუსვენებლივ. დიანე 35-ის მიღება რეკომენდებულია გაგრძელდეს მინიმუმ დაავადების სიმპტომების გაქრობამდე და დამატებით 3-4 ციკლი სიმპტომების ნიველირების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გამოყენება აკნეს ან სებორეის მძიმე ფორმების სამკურნალოდ, ან 12 თვის განმავლობაში ალოპეციის და ჰირსუტიზმის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური, შესაძლებელია პრეპარატის მკურნალობას დაემატოს ანტიანდროგენური პრეპარატი.

გვერდითი მოვლენები: ენდოკრინული სისტემის მხრივ: სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, მტკივნეულობა და გამონაყოფი მათგან, სხეულის წონის ცვლილება. სასქესო სისტემის მხრივ: მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, საშოს სეკრეტის და ლიბიდოს ცვლილება; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, შაკიკი, გუნება-განწყობის შეცვლა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება. სხვადასხვა: ძალიან იშვიათად - კონტაქტური ლონზების ცუდი ამტანობა, ალერგიული რეაქციები, პიგმენტური ლაქების გაჩენა სახეზე (ქლოაზმა).

უკუჩვენება: ღვიძლის დაავადებები ან მისი ფუნქციის გამოხატული დარღვევა; ღვიძლის სიმსივნეები (მათ შორის ანამნეზში); თრომბოზები და თრომბოემბოლიები (მათ შორის ანამნეზში); მიოკარდიუმის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში); ცერებროვასკულური დარღვევები (მათ შორის ანამნეზში); თრომბოზის წინა მდგომარეობა (მათ შორის ტრანზიტორულ-იშემიური შეტევები, სტენოკარდია, კოაგულოპათიები, ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემია, ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეები (მათ შორის ანამნეზში); შაქრიანი დიაბეტი გართულებული მიკროანგიოპათიებით; გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან; ორსულობა და ლაქტაცია; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. არტერიული და ვენური თრომბოზების ხელშემწყობი მრავალი ფაქტორის არსებობისას პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია: წინააღმდეგნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მიღების წინ და მისი გამოყენებისას ყოველ 6 თვეში. მიზანშეწონილია საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევა (სარძევე ჯირკვლების და ცერვიკალური ლორწოს გამოკვლევის ჩათვლით), ორსულობისა და სისხლის შედედების პროცესის დარღვევის გამოსარიცხად. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით, არტერიული ჰიპერტენზიით, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თირკმელების ფუნქციის დარღვევის, საშვილოსნოს მიომის, ოტოსკლეროზის, შაკიკის, გაფანტული სკლეროზის, ეპილეფსიის, პორფირიის, სისტემური წითელი მგლურას, ჭარბი წონის, ფიბროზულკისტოზური მასტოპათიის, მძიმე ფორმის დეპრესიების დროს ანამნეზში, ოჯახურ ანამნეზში თრომბოემბოლიების არსებობისას, გულის ქრონიკული უკმარისობის, ინსულტების, სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს. არტერიული თრომბოზების რისკი იზრდება ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენებისას 35 წელზე მეტი ასაკის და თამბაქოს მწეველ ქალებში. თრომბოზების წარმოქმნის რისკი იზრდება დამძიმებული ოჯახური ანამნეზის, დისლიპოპროტეინემიის, ადიპოზიტასის, გულის სარქვლოვანი აპარატის, წინაგულების ფიბრილაციის დროს. პრეპარატის მიღება წყდება 6 კვირით ადრე გეგმიური ოპერაციის ჩატარებამდე, აგრეთვე ხანგრძლივი იმობილიზაციის წინ. მის მიღებას განაახლებენ იმობილიზაციიდან 2 კვირის შემდეგ. თრომბოზის განვითარების რისკის გამო. პრეპარატის გამოყენების დროს შაკიკის მაგვარი ტკივილის განვითარებისას მხედველობის და სმენის დარღვევით, თრომბოემბოლიის ან თრომბოფლებიტების ნიშნების წარმოშობისას, არტერიული წნევის მომატების, ჰეპატიტის, გენერალიზებული ქავილის, ეპილეფსიური გულყრების გახშირების, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის დროს, აუცილებელია მისი მიღების შეწყვეტა. პრეპარატიის გამოყენება შესაძლებელია სქესობრივი მომწიფების ხანაში, ვინაიდან იგი ახდენს გავლენას ნორმალური მენსტრუალური ციკლის ფორმირების პროცესზე. პრეპარატის მიღების პირველი 2 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია დამატებით კონტრაცეპციის არაჰორმონული მეთოდების გამოყენება. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ არა აქვს ადგილი მენსტრუაციის მსგავს სისხლდენას, პრეპარატიის მიღების განახლებამდე საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. დიარეის, ღებინების და ზოგიერთი წამლების მიღების დროს კონტრაცეპტიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს. ამ შემთხვევაში პრეპარატიის მიღების შეწყვეტის გარეშე საჭიროა გამოყენებულ იქნას დამატებით კონტრაცეპციის არაჰორმონული მეთოდები. პრეპარატიის ზეგავლენის გამო გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით პრეპარატის მიღების პერიოდში შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების კორექცია. პაციენტებში ქლოაზმის განვითარებისას საჭიროა მზის სხივების ზემოქმედებისაგან თავის დაცვა პრეპარატიის მიღების პერიოდში. ქალებმა, რომლებიც იღებენ ხანმოკლე კურსებით პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ მის ეფექტურობაზე, საჭიროა დროებით გამოიყენონ კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდი აღნიშნული პრეპარატების გამოყენებისას და მათი მიღების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები - გულისრევა, ღებინება, უმნიშვნელო სისხლდენა საშოდან (გოგონებში); მკურნალობა: ტარდება სიმპტომატური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი არ მოიპოვება.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი, ჰიდანტოინი, ტოპირამიტი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი აძლიერებენ პრეპარატიში შემავალი ჰორმონების მეტაბოლიზმს (ეს იწვევს სისხლდენას და კონტრაცეპტული ეფექტის შემცირებას). ზოგიერთ ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (მათ შორის ამპიცილინი, რიფამპიცინი, ტეტრაციკლინი) მცირდება პრეპარატიის კომპონენტების ეფექტური კონცენტრაციები, რაც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებასთან.

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.