DHA-მედი პრეგნა ორსული და მეძუძური ქალებისათვის
DHA med PREGNA for PREGNANT and LACTATING WOMAN) DOCOSAHEXAENOIC ACID Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Z O.O., პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი: V06D შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მოსახრახნი კაფსულები: შეფუთვაში 60 ც. 1 კაფს. DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა - 250 მგ (წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან მიღებული) არააქტიური სუბსტანციები: მაღალი-ოლეატის შემცველობის მზესუმზირას ზეთი; მზესუმზირას ლეციტინი. ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლები და ასკორბილ პალმიტატი, ტენის შემნახველი ნივთიერება: გლიცეროლი. საღებავი: რკინის წითელი ოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის.ფარმაკოლოგიური თვისებები: DHA-მედი პრეგნა შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, იგი მიღებულია წყალმცენარისაგან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რითაც განსხვავდება თევზისაგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებისაგან. DHA - დოკოზაჰექსანის მჟავა ომეგა-3 ოჯახიდან წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, კარგად ცნობილ და ყველაზე ფართოდ გამოკვლეულ საკვებ ნივთიერებას. დამტკიცებულია, რომ DHA-ს ადექვატური მარაგი ორსულებსა და მეძუძურებში: - ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს; - აუცილებელია ნაყოფის, ჩვილისა და ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის; - ამცირებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას; - დადებითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე; - DHA-ს ადექვატური მარაგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს (გესტაციის 34 კვირამდე ადრე მშობიარობა); - სხვადასხვა ორგანოთა სისტემებისა და ქსოვილების, განსაკუთრებით თავის ტვინისა და თვალების, შესაფერისი განვითარებისათავის, განვითარებად ნაყოფს სჭირდება DHA-ს აუცილებელი რაოდენობა; - DHA-ს გააჩნია სასარგებლო ეფექტი მხედველობის სიმახვილეზე და აუმჯობესებს მშობიარობას; - ბევრი კვლევის მიხედვით DHA-ს მაღალი მარაგი ამცირებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ქვეყნებში, სადაც აღინიშნება DHA-ს დაბალი მოხმარება, მშობიარობის შემდგომი დეპრესია ხშირი მოვლენაა (25%), ხოლო სადაც მოხმარება დიდია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაბალია (<2%); - DHA-ს ადექვატური მიღება უზრუნველჰყოს DHA-ს საჭირო რაოდენობას დედის რძეში. ახალშობილებმა DHA უნდა მიიღონ საჭირო რაოდენობით, რათა უზრუნველყონ შესაფერისი მხედველობითი და კოგნიტიური განვითარება; - დიეტის გაძლიერება DHA-თი სასარგებლოა არა მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობისათვის, არამედ ასევე ორსულთა ჯანმრთელობისათვის. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ განვითარებადი ნაყოფი ყველა საკვებ ნივთიერებას დედისაგან ღებულობს. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ დედის კვებაში გარკვეული საკვები, როგორიცაა DHA არ არსებობს, შეიძლება განვითარდეს მათი დეფიციტი. დოზირების რეჟიმი DHA-მედი შეიცავს დოკოზაჰექსანის მჟავას დოზებში, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლებს და ექსპერტთა რეკომენდაციებს. ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა უნდა მიიღონ 500 მგ DHA დღეში, ანუ 2 კაფსულა DHA-მედი პრეგნა წყალთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობით და არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის. სუნი და გემო DHA-მედი პრეგნა შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო სუნსა და გემოს. პრეპარატის ბუნებრივი წარმოშობის გამო, ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამო, პრეპარატი შეიძლება დაილექოს. ეს პროცესი არ ცვლის პრეპარატის ხარისხს. მცენარეული წარმოშობის DHA ზეთი, რომელიც გამოიყენება DHA-მედ პრეგნა-ს პროდუქტებში, შეესაბამება ხარისხისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებს. ჭარბი დოზირება: პრეპარატი შეიცავს ერთ აქტიურ ნივთიერებას, ანუ DHA-ს. ამრიგად, განსხვავებით მრავალკომპონენტიანი პრეპარატებისა, არ არსებობს სხვა ინგრედიენტების ჭარბი რაოდენობის მოხმარების რისკი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და მეძუძური ქალებისათვის. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 15-25º C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 1.5 წელი. Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Zo. o.