DHA-მედი ჩვილებსა და ბავშვებისათვის
DHA -med for INFANTS and CHILDREN) DOCOSAHEXAENOIC ACID Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Z O.O., პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი: V06C
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: მოსახრახნი კაფსულები: შეფუთვაში 30 ც. 1 კაფს. DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა - 150 მგ წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან მიღებული) დამხმარე ნივთიერებები: მაღალ-ოლეატის შემცველობის მზესუმზირას ზეთი; მზესუმზირას ლეციტინი; ანტიოქსიდანტები: ტოკოფეროლები და ასკორბილ პალმიტატი, ჟელატინი, ტენის შემნახველი ნივთიერება: გლიცეროლი, ჟელატინი, საღებავი: რკინის წითელი ოქსიდი, ლიმონის არომატიზატორი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი სამკურნალო გამოყენებისათვის ჩვილებსა და ბავშვებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: DHA - დოკოზაჰექსანის მჟავა ომეგა-3-ის ოჯახიდან წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, კარგად ცნობილ და ყველაზე ფართოდ გამოკვლეულ საკვებ ნივთიერებას. DHA-მედი შეიცავს სუფთა მცენარეული წარმოშობის დოკოზაჰექსანის მჟავას. იგი მიღებულია წყალმცენარე შცჰიზოცჰყტრიუმ სპ.-დან ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რითაც განსხვავდება თევზისაგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებისაგან. DHA მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანოების, სისტემებისა და ქსოვილების ნორმალური ზრდისა და მომწიფებისათვის, ძირითადად თავის ტვინის და თვალებისათვის. ჩვილების ორგანიზმში არ სინთეზირდება DHA საჭირო რაოდენობა, ამიტომ ის საკვებთან ერთად უნდა მიიღონ, რათა უზრუნველყონ მხედველობისა და კოგნიტიური ფუნქციების ნორმალური განვითარება. დამტკიცებულია, რომ DHA-ს ადექვატური მარაგი ჩვილებსა და ბავშვებში ხელს უწყობს: - კოგნიტიურ განვითარებას; - ფსიქომოტორულ განვითარებას; - მხედველობის სიმახვილეს; - ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. DHA-მედი თავისუფალია სიცოცხლისათვის საშიში მეტალების დაბინძურების რისკისაგან (ვერცხლისწყალი, კადმიუმი, ტყვია, დარიშხანი ან სპილენძი), რომლებიც განსაკუთრებით საშიშია ჩვილების, ბავშვებისა და ორსულებისათვის (რისკი განვითარებადი ნაყოფისათვის). DHA-მედის უსაფრთხოება დამტკიცებულია FDA-ს მიერ გაცემული GღAშ სერტიფიკატით.
ჩვენებები: ძუძუთი კვებიდან გადასვლის შემდეგ, ანუ სიცოცხლის მეექვსე თვიდან, ბავშვმა უნდა მიიღოს DHA საკვებთან ერთად.
დოზირების რეჟიმი: რეკომენდებულია DHA -ს შემდეგი დოზებით გამოყენება: - 6 თვეზე უფროსი ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები - 150 მგ (1 კაფსულის შიგთავსი) დღეში, - 2 წელს ზემოთ ბავშვები - 300 მგ (2 კაფსულის შიგთავსი) დღეში. DHA-მედი შეიცავს დოკოზაჰექსანის მჟავას დოზებში, რომლებიც შეესაბამებიან ყველაზე თანამედროვე სამეცნიერო საფუძვლებს. ინდივიდუალური დოზები შეიძლება გამოყენებულ იქნეს უსაფრთხო და მოხერხებული გზით მოსახრახნი კაფსულების საშუალებით. DHA-მედის დოზის დადგენისას გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი, კვება. წონისა და ინდივიდუალური მოთხოვნილებების საფუძველზე ექიმს შეუძლია დანიშნოს შესაფერისი დოზა. მიღების წესი კაფსულის თავი უნდა მოიგრიხოს და მოიხსნას. ამის შემდეგ შიგთავსი უნდა გადმოტანილ იქნეს კოვზე ან დაემატოს საკვებს. პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ბავშვმა არ გადაყლაპოს კაფსულა. DHA-მედი მიიღება საკვებთან ერთად. პრეპარატის სუფთა ფორმა საშუალებას აძლევს ექიმს დანიშნოს ინდივიდუალური DHA დოზა დამყარებული ჩვილისა თუ ბავშვის კვებაზე.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობით და არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის. სუნი და გემო DHA-მედი ჩვილებისა და ბავშევისათვის შეიცავს მცენარეული წარმოშობის სუფთა DHA-ს, რომელიც უზრუნველჰყოფს საუკეთესო სუნსა და გემოს. პრეპარატის ბუნებრივი წარმოშობის გამო, ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამო, პრეპარატი შეიძლება დაილექოს. ეს პროცესი არ ცვლის პრეპარატის ხარისხს. მცენარეული წარმოშობის DHA ზეთი, რომელიც გამოიყენება DHA-მედის პროდუქტებში, შეესაბამება ხარისხისა და უსაფრთხოების ყველაზე მკაცრ ნორმებს. ჭარბი დოზირება: პრეპარატი შეიცავს ერთ აქტიურ ნივთიერებას, ანუ DHA-ს. ამრიგად, განსხვავებით მრავალკომპონენტიანი პრეპარატებისა, არ არსებობს სხვა ინგრედიენტების ჭარბი რაოდენობის მოხმარების რისკი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებსა და ბავშვებისათვის. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 1.5 წელი. Pharmaceutical Company SEQUOIA Sp.Zo. o.