newhospitals

დერმაზოლონი მალამო 5გ

დერმაზოლონი მალამო 5გ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
8515ნახვა
[code]
დერმოზოლონი
DERMOSOLON

საერთაშორისო დასახელება - clioquinol, prednisolone


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ბაქტერიების, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბი 5 გ

1 ტუბი (5 გ) შეიცავს 25 მგ პრედნიზოლონს. 150 მგ იოდის ქლოროქსიქინოლინს მალამოს ჰიდროფილურ ფუძეში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს პრედნიზოლონს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება. ასევე შეიცავს ბაქტერიოციდულ და ანტიმიკოზურ კომპონენტებს. პრეპარატი ეფექტურად მოქმედებს ალერგოდერმიისა და დერმატიტების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებითა და შერეული სოკოვანი ინფექციებით.

ჩვენებები
კოკოგენური და მიკოგენური ეგზემები, დისჰიდროზი, ეგზემის ბაქტერიული სუპერინფექცია, ანოგენიტალური მიდამოს ქავილი და ეგზემა, წვივის წყლული. ასევე ზედაპირული, შეზღუდული ინფექციები, რომლებიც განვითარებულია მგრძნობიარე კანის ზედაპირზე, რომელთა ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური პრეპარატებით მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური.

მიღების წესები და დოზები

მალამო თხელ ფენად დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში.

უკუჩვენება

იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები

არა უმეტეს 15-30°C, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის ვადა: 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი

უნგრეთი
[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.