დექსატობრომი
0.1%-იანი დექსამეტაზონის სუსპენზია, და 0.3%-იანი ტიბრამიცინი
აქტიური ნივთიერება:დექსატობრომი თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს აქტიური ნივთიერების სახით დექსამეტაზონს 1მგ/მლ და ტობრამიცინს 3მგ/მლ-ს. სხვა კომპონენტები:
ანტიმიკრობული კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.010გ - ნატირუმის ედეტატის დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის სულფატი უწყლო, ტილოქსაპოლი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, გოგირდმჟავა, გასუფთავებული წყალი 100მლ სუსპენზიისათვის. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გრძნობათა ორგანოები. ოფთალმოლოგიური პრეპარატები. სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება კომბინირებული ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებასთან. კოდი: АТС: S01CA01 თერაპიული ჩვენებები:
კატარაქტით განპირობებული ოპერაციის შემდგომ ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგოდა ანტიმიკრობული მკურნალობა (ტობრამიცინის მიართ მგრძნობიარე ბაქტერიების მიმართ) აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს თვალის ზედაპირული ინფექციის შეჭრის რისკი. უკუჩვენები:
პრეპარატის გამოყენება იკრძალება შემდეგ შემთხვევებში - პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში - ეპითელური ჰერპესული დენდრიტული კერატიტი, მიკოზური კერატიტი, ადრეული სტადიის ეპიდერმული ვირუსული კერატოკონიუქტივიტი - იმ შემთხვევაში თუ იღებთ მედიკამენტებს, რომელთაც გააჩნიათ გვერდითი მოვლენები "torsades de pointes"-ის სახით (მძიმე ფორმის წინაგულოვანი არითმია, როდესაც პულსი ვარირებს 200-250 დარტყმამდე წუთში, ეკგ-ზე QT-ინტერვალის სპეციფიური ცვლილებებით). ასეთ პრეპარატებს განეკუთვნება: ასთემიზოლი, ბეპრიდილი, ერითრომიცინი IV, გალოფანტრინი, პენტამიდინი, სპარფლოქსაცინი, სულტოპრიდი, ტერფენადინი, ვინკამინი. - თუ ავადმყოფი იღებს სხვა ანტიბიოტიკებს: ამინოზიდები, პოლიმიქსინები (ინექცია), ბოტულიზმის ტოქსინი. - ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში - ჩვილ ბავშვებში გაფრთხილებანი:
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოუსადეგარი იყოს ზოგიერთი კატეგორიის პაციენტთათვის დეკსატობრომის გამოყენების დროს რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. აუცილებელია მკურნალი ექიმი ინფორმირებული იყოს შემდეგი სახის მონაცემების შესახებ: - სუსპენზიის ხანგრძლივმა ან დიდ დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანთების საწინააღმდეგო კორტიკოიდის სისხლის მიმოქცევაში გადასვლა და აგრეთვე თვალის ჰიპერტენზია. - ხანგრძლივი დროის მანძილზე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რქოვანისა და ბროლის დაავადებების განვითარება, ამიტომ რეკომენდირებულია ოფთალმოლოგიური დაკვირვება პრეპარატის გამოყენების პერიოდში. - დეკსატობრომის სუსპენზიაში დექსამეტაზონის შემცველობამ შეიძლება განაპირობოს ანტიდოპინგური ანალიზების დროს ცრუ დადებითი პასუხის მიღება. - მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების არარსებობის ან იმ შემთხვევაში თუ არსებობს ჩვენება მკურნალობის ხანგრძლივი კურსის ჩასატარებლად, რეკომენდირებულია ექიმის პერიოდული დაკვირვება, რათა გამოვლინდეს ბაქტერიული რეზისტენტობა და დროულად მოხდეს პრეპარატის შეცვლა. - დექსატობრომი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, ანტიმიკრობულ კონსერვანტს, რომელიც შეიძლება დაგროვდეს რბილ საკონტაქტო ლინზებში, ამიტომ დექსატობრომის გამოყენებამდე აუცილებალდ მიმართეთ მკურნალ ექიმს. - ხსნარის გამოყენება არ შეიძლება ლინზების ტარების პერიოდში. პრეპარატის თავლში ჩაწვეთებამდე საჭიროა ლინზების მოხსნა, ჩაწვეთების შემდეგ ლინზების გაკეთება შეიძლება არანაკლებ 15 წუთის გასვლის შემდეგ. აუცილებელია ექიმს შეატყობინოთ ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ (თვლის წვეთების ჩათვლით) ან რომლის მიღებასაც აპირებთ, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით. მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე ექიმის დანიშნულებაშია მითითებული. კანზე გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისთანავე შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვმებლივ შეატყობინეთ აღნიშნულის შესახებ მკურნალ ექიმს. ავტომობილის მართვისა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობის შესაძლებლობა:
ინსტილაციის შემდეგ შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს მხედველობის მსუბუქი დარღვევა მცირე დორის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დარღვევები გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ ავტომობილის მართვა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობა არ არის რეკონედირებული; დექსატობრომის გამოყენების წესი:
- გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ - პრეპარატი მოწოდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის თვალის დონეზე ინსტილაციის გზით, არ შეიყვანოთ სუბკონიუქტივალურად და თვალის წინა კამერაში, არ გადაყლაპოთ. - დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. - მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს დანიშნულების მიხედვით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატის ინსტილაცია მოახდინეთ რაც შეიძლება სწრაფად. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მოახდინოთ ორმაგი დოზის ინსტილირება. - თუ ეჭვი გაქვთ, რომ პრეპარატის გამოყენების შედეგად ვითარდება ალერგიული რეაქციები, (ქავილი, პალპებრალური ედემა, კონიუქტივალური ერითემა) დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. - დოზირება მოზრდილებში: თითო წვეთი 4-6ჯერ დღეში - ექიმთან კონსულტაციის გარეშე მკურნალობის გახანგრძლივება არ შეიძლება. - დექსატობრომის სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენების დროს აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის დაიცვათ ინტერვალი არანაკლებ 15 წუთისა. - დოზის თვითნებური შეცვლა დაუშვებელია, თუ აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა აღნიშნულის შესახებ აუცილებლად დაეკითხეთ მკურნალ ექიმს. - გამოყენებამდე საჭიროა ხელების საგულდაგულოდ დაბანა - გამოყენების დროს საწვეთურით არ შეეხოთ თვალს ან თვალის ირგვლივ არეს, ვინაიდან საწვეთურზე არსებულ ბაქტერიებმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის მეორადი ინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის მძიმე დაზიანება, მხედველობის დაკარგვაც კი. დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით იკრძალება საწვეთურით ნებისმიერ ზედაპირთან შეხება. - გამოყენების შემდეგ ფლაკონი მჭიდროდ დახურეთ.
გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს არასასურველი მოვლენები, რომლებიც ყოველთვის არ ვლინდება, მათი გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია. - ინსტილაციის შემდეგ ვლინდება მხედველობის მსუბუქი დაბინდვა. - შექცევადი ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები - ქავილი, პალპებრალური ერითემა ან კონიუქტივალური ერითემა. არსებობს კანისა და კონიუქტივალური ჰიპემგრძნობელობის განვითარების რისკი. - ხანგრძილივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კორტიკოიდის არსებობის გამო თვალის ჰიპერტენზია, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანება, ბროილს დაბინდვა, ზედაპირული კერატიტი, სუბკაფსულარული უკანა კატარაქტა. აგრეთვე არსებობს მეროდაი ინფექციის განვითარების რისკი, განსაკუთრებით სოკოვანი ინფექციის. - რქოვანას ან სკლერის წყლულების განვითარების შემთხვევაში, კორტიკოიდმა შეიძლება შეაფერხოს შეხორცების პროცესი და ხელი შეუწყოს მეორადი ინფექციის განვითარებას. მიუხედავდ იმისა, რომ სისტემური აბსორბცია მინიმალურია, შეიძლება განვითარდეს რიგ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება, რაც ეხება როგორც დექსამეტაზონს, ასევე ტობრამიცინს. - სამკურნალო საშუალებები, რომელთა ზემოქმედებითაც ვითარდება "torsades de pointes"-ეფექტი, ანტიარითმიული საშუალებების ჩათვლით (ამიოდარონი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, ქინიდინის წარმოებულები, სოტალოლი). აუცილებელია ანტიაარითმიული პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა "torsades de pointes"-ეფექტის განვითარების შემთხვევაში. ურთიერთქმედების განვითარებას ხელს უწყობს ჰიპოკალიემია. - ჰიპოკალიემიური სამკურნალო საშუალებები (ჰიპოკალიემიური შარდმდენები, სასაქმებელი საშუალებები, ამფოტერცინ B) -შესაძლებელი გამოვლინდეს გამოხატული ჰიპოკალიემია - ტოქსიურობის მატება ჰიპოკალიემიის გამო - ასპირინი, სალიცილატები, ჰიპოგლიკემიური დანიშნულება, იზონიაზიდი, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ინტერფერონ-ალფა, პრაზიკვანტელი - დექსატობრომთან კომბინაციაში ჩამოთვლილი მედიკამენტების ეფექტურობა ქვეითდება - პერორალური ან საინექციო ანტიკოაგულანტები -არსებობს სისიხლდენების განვითარების რისკი, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დონეზე, ან კაპილარების მტვრევადობის გამო. - ენზიმური ინდუქტორები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი)აქვეითებენ კორტიკოიდის ეფექტურობას. - ამინოგლუტეტიმიდი აქვეითებს დექსამეტაზონის ეფექტურობას. - საინექციო ამინოზიდები და პოლიმიქსინები, ბოტულინოტოქსინი, ცეფალოტინი, დიურეტიკები (ბუმეტანიდი, ფუროსემიდი), ამფოტერცინ B, ორგანოლეპტიური შემადგენლები ზრდიან ნეფრო-ოტოტოქსიურობის გამოვლენის რისკს. - ცოცხალი ვაქცინები ზრდიან დაავადების განვითარების რისკს, შესაძლოა ლეტალური გამოსავალიც. რეკომენდირებულია დეზაქტივირებული ვაქცინების (პოლიომიელიტი) საჭირო რაოდენობით გამოყენება. შენახვის პირობები:
არ გამოიყენოთ შეფუთავზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ შეინახეთ 250ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას, თავისსავე შესაფუთში ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი არ გამოყენოთ 28 დღის გასვლის შემდეგ. შენახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას მწარმოებელი:
რომფარმი