newhospitals

დექსამეტაზ(ვიზიდექსი)0.1% 10მლ

დექსამეტაზ(ვიზიდექსი)0.1% 10მლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3978ნახვა
 

ვიზიდექსი

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება:
DEXSAMETHASONE: 9-ფლუორო -11 B, 17-დიჰიდროქსი-16ა-მეთილ-3.20-დიოქსპრეგნა-1.4-დიენ-21-ილ დინატრიუმის ფოსფატი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე , უფერო სითხე, სუნის გარეშე:

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს (უწყლო, ეთანოლისაგან თავისუფალ ნივთიერებაზე გადანგარიშებით) 1 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი 10-წყლიანი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

 

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ოფთალმოლოგიაში გამოყენებული საშუალებები. კორტიკოსტეროიდები. კოდი ATC S01BA01

 


ფრმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:
სინთეზური ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდი ხანგრძლივი მოქმედებით. თვალის კონიუქტივაზე წასმისას თრგუნავს ანთებით რეაქციას, რომელიც გამოწვეულია მექანიკური, ქიმიური ან იმუნური ზემოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი სხვა ფტორირებული გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური მოქმედების ანალოგიურია. ვიზიდექსი-დარნიცა ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, აფერხებს ფიბრინის წარმოქმნას, ლეიკოციტების და ფაგოციტების მიგრაციას ანთების კერაში , ახდენს იმუნოსუპრესულ მოქმედებას, აფერხებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და კოლაგენის წარმოქმნას. ადგილობრივი გამოყენებისას შეუძლია შეამციროს სითხის დენა და გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რითაც ხელს შეუწყობს ღიაკუთხოვანი გლაუკომის გამწვავებას.

ფარმაკოკინეტიკა:
კონიუქტივალურ ტომარაში ჩაწვეთების შემდეგ საერთო რეზობრციული
მოქმედება არ არის არსებითი და მოქმედი დოზების გათვალისწინებით შესაძლებელია მათი
უგულვებელყოფა. ვიზიდექსი-დარნიცა აღწევს რქოვანაში წინა კამერამდე. თვალის ქსოვილების ანთებისას ან ლორწოვანი გარსისა და რქოვანას დაზიანებისას პრეპარატის შეწოვის ინტენსივობა ძლიერდება.

 

ჩვენებები:
თვალის მწვავე და ქროკინული არაჩირქოვანი ანთებითი და ალერგიული დაავადებები: კონიუქტივიტი, კერატოკონიუქტივიტი, კერატიტი ეპითელიუმის დაზიანების გარეშე, ირიტი, ირიდოციკლიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი და სხვა; თვალის ტრავმის ან ოპერაციული ჩარევების , თერმული ან ქიმიური დამწვრობის შემდეგ ნაწიბურიანი ქსოვილის წარმოქმნის პროფილაქტიკა( გვიანდელ ეტაპზე);

 

მიღების წესი და დოზები:
ფლაკონის გასახსნელად საჭიროა თავსახურის ბოლომდე ჩახრახნა, ამასთანავე, მის შიდა ზედაპირზე მყოფმა საჩხვლეტმა უნდა გახვრიტოს ფლაკონის საწვეთური. მოზრდილებსა და ბავშვებს უწვეთებენ დაზიანებული თვალის კონიუქტივალურ ტომარაში ფლაკონის კედლებზე მსუბუქი დაჭერით 1-20 წვეთს დღეში 3-4 ჯერ.. მწვავე ანთებითი და ალერგიული მდგომარეობისას იწვეთებენ 1-2 წვეთს ყოველ 1-2 საათში, მწვავე ანთებითი სიმპტომების შესამცირებლად – 1-2 წვეთი ყოველ 4-6 საათში. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ შეადგენს 7-10 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 2-4 კვირამდე. ტრავმების ან ოპერაციების შემდგომ, ოპერაციის მე-8 დღიდან დაწყებული ან ტრავმის მომენტიდან , იწვეთებენ 1-2 წვეთს 2-4-ჯერ დღეE- ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში. გლაუკომის საწინააღმდეგო ფილტრირებული ოპერაციის შემდეგ პრეპარატს იღებენ ოპერაციის დღეს ან მომდევნო დღეს.

 

გვერდითი მოვლენები :
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება . რქოვანას განლევისას არსებობს მისი პერფორაციის საშიშროება.

 

უკუჩვენებები :
თვალის ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები; რქოვანას დაავადებები ეპითელიუმის დეფექტით; თვალის ჰიპერტენზია, გლაუკომა; პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

ჭარბი დოზა :
ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან თვალის კონიუქტივიდან შეუძლებელია პრეპარატის რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვა, რამაც შეიძლება განაპირობოს ჭარბი დოზირების მოვლენები. დექსამეთაზონის მაღალი თერაპიული ინდექსი ჭარბ დოზირებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის.

 

გამოყენების თავისებურებანი :
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ (რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად ხანგრძლივმა) შეიძლება გამოიწვიოს სოკოებით ან ვირუსებით გამოწვეული მეორადი ინფექციის განვითარება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია კატარაქტის განვითარება ან მისი დაჩქარება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გლაუკომის განვითარება.
პრეპარატის მიღების დროს აუცილებელია რქოვანას მდგომარეობის გამოკვლევა
(ფლუორესცეინის სინჯის ჩატარება), თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი.
კონტაქტური ლინზები თვალიდან უნდა ამოვიღოთ პრეპარატის მიღებამდე და ჩავდგათ პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.
ვიზიდექსი - დარნიცას გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია , თუ თერაპიის
მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება მკურნალობის პერიოდში.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
არ არის აღწერილი.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას 8 °C-15 °C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:
1 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 28 დღის განმავლობაში.

 

გაცემის წესი:
რეცეპტით.

 

შეფუთვა:
5მლ ან 10მლ პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურიანი თავსახურით და გახსნის კონტროლით.

 

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი ძირტკბილას ფესვის სიროფი


ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო სახელწოდება: Glycyrrhiza glabra;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ყავისფერი ბლანტი სითხე, სპეციფიური სუნით. შენახვის პროცესში დაიშვება ნალექის დალექვა.

შემცველობა: 100 გ სიროფი შეიცავს ძირტკბილას ფესვის ბლანტ ექსტრაქტს 4 გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, გასუფთავებული წყალი, სპირტი 90%.


გამოშვების ფორმა. სიროფი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დაავადებების დროს. ამოსახველებელი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები. ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას კალიუმისა და კალციუმის მარილებს, ფლავონის გლიკოზიდებს (ლიკვირიტინი, ლიკვირიტიგენინი, ლიკვირიტოზიდი). ძირტკბილას პრეპრატების ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების წამწამებიანი ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას.
პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება სასუნთქი გზების გლუვ კუნთებზე განპირობებულია ფლავონური ნაერთების არსებობით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია ლიკვირიტოზიდი, ანთების საწინააღმდეგო (კორტიკოსტეროიდულის მაგვარი) ეფექტი - გლიცირიზინის მჟავას არსებობით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზის დროს.

გამოყენების ჩვენებები. ძირტკბილას ფესვის სიროფი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი გზების დაავადებების დროს (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ტრაქეობრონქიტები, პნევმონიები, ბრონქოექტაზური დაავადება).

გამოყენების წესი და დოზები. ძირტკბილას ფესვის სიროფი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წინ პრეპარატი არ ზავდება, მაგრამ მიღების შემდეგ საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დაყოლება (ჩაი ან თბილი წყალი).
მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზიდან 1 დესერტის კოვზამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის ავადმყოფობის ხასიათის, სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებების, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოქმედება. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიამრთ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და შეშუპება) განვითარება.
ძირტკბილას პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა და შეშუპების განვითარება.

უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფბისათვის შაქრიანი დიაბეტით და პირებისათვის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობით, რომლებსაც შეიცავს წამლის მცენარეული ნედლეული.

ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. ძირტკბილას ფესვის სიროფი შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი რეკომენდებული არ არის ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-15°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.

გაცემის წესი. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 50 გ ან 100 გ შუშის ან პოლიმერის ფლაკონებში, 1 ფლაკონი კოლოფში. 100 გ შუშის ან პოლიმერის ქილებში, 1 ქილა კოლოფში.

მწარმოებელი. დსს სსც "ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა".
მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ., 17.


ფარმაცევტული ფირმა ” დარნიცა”
უკრაინა ,02093, ქ. კიევი, ბორისპოსკაიას ქ. 13

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.