დექსამეტაზონი - ანოტაციის აღწერა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Dexamethasone; (9-ფტორ-11β,17,21-ტრიჰიდროქსი-16α-მეთილპრეგნა-1,4-დიენ-3,20-დიონი); აღწერა:
თეთრი ფერის ტაბლეტები; შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს დექსამეტაზონს - 0.0005 გ დაშემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: შაქარი, კარტოფილის სახამებელი და სტეარინის მჟავა. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდები. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. დექსამეტაზონით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. დექსამეტაზონი ინიშნება:
კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა - 3 წელი. გაცემის პირობები:
რეცეპტით. შეფუთვა:
50 ტაბლეტი პენალებში ან კონტურულ დანაყოფებიან კოლოფში. მწარმოებელი: შპს "საცდელი ქარხანა "სსსსც"-ს ფილიალი. მისამართი: უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8.

- გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი, ანტიტოქსიკური მოქმედება;
- ამცირებს სისხლში ეოზინოფილების, ლიმფოციტების, ნეიტროფილების შემცველობას;
- თრგუნავს შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას და ჰიალურონიდაზას აქტივობას, ამცირებს კაპილარების გამტარობას;
- პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში, სუსტად მოქმედებს ელექტროლიტების ცვლაზე;
- პრეპარატი 7-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე პრედნიზოლონი და 35-ჯერ, ვიდრე კორტიზონი;
- კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. განაწილების მოცულობა ერთნაირია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ავადმყოფებში;
- დექსამეტაზონი ღვიძლში მეტაბოლიზირდება;
- ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 3.5 საათს შეადგენს;
- მოქმედება 72 საათი გრძელდება;
- გამოიყოფა თირკმელებით, ძალიან მცირე რაოდენობა - ნაღვლის წვენთან ერთად მეტაბოლიტების სახით.
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. დექსამეტაზონით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. დექსამეტაზონი ინიშნება:
- რევმატოიდული და სხვა ართრიტების;
- პერიართრიტების;
- ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის;
- სხვადასხვა დერმატიტების;
- დერმატოზების;
- მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვ.);
- ადისონის დაავადების;
- ნეფროზული სინდრომის;
- ლიმფოგრანულემატოზის;
- სისხლის დაავადებების (მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი);
- თვალის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ;
- ინფექციური დაავადებების დროს;
- შოკის პროფილაქტიკისათვის;
- ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის დროს (იმუნოდეპრესიული მოქმედება) და სხვ.
კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- იცენკო-კუშინგის სიმპტომოკომპლექსი;
- ჰიპერგლიკემია;
- კალციუმის გამოყოფის გაძლიერება და ოსტეოპოროზი;
- რეგენერაციის პროცესების შენელება;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
- არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია;
- ჰემორაგიული პანკრეატიტი;
- ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება;
- სისხლის შედედების მომატება;
- ფერიმჭამელების გაჩენა;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- უძილობა;
- აგზნებადობა;
- ეიფორია;
- ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები.
- ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმები;
- იცენკო-კუშინგის დაავადება;
- სისხლის მიმოქცევის III ხარისხის უკმარისობა;
- მწვავე ენდოკარდიტი;
- ფსიქოზები;
- ნეფრიტი;
- ოსტეოპოროზი;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- სიფილისი;
- აქტიური ტუბერკულოზი (სპეციფიური მკურნალობის არ არსებობის დროს);
- შაქრიანი დიაბეტი;
- ალერგიული რეაქციები დექსამეტაზონზე ანამნეზში;
- ვირუსული ინფექციები.
- საგულე გლიკოზიდებთან ერთად მათი მოქმედების გაძლიერებულია კალიუმის დეფიციტის გამო;
- სალურეზულებთან ერთად კალიუმის გამოყოფა გაძლიერებულია;
- დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად ჰიპოგლიკემიური აქტივობა დაქვეითებულია;
- კუმარინის წარმოებულებთან ერთად ანტიკოაგულანტური აქტივობა დაქვეითებულია;
- ბარბიტურატებსა და რიფამპიცინთან ერთად კორტიკოიდული აქტივობა დაქვეითებულია;
- სალიცილატებისა დაბუტადიონთან ერთად კუჭის წყლულის განვითარების შესაძლებლობა გაზრდილია;
- ანტიბიოტიკებთან ერთად ინფექციების მიმართ წინააღმდეგობა დაქვეითებულია;
- ანტიჰისტამინური პრეპარატებსა დაბუტადიონთან ერთად დექსამეტაზონის აქტივობის დაქვეითებულია;
- დიურეზულებსა და ცნს-ს სტიმულატორებთან ერთად სპეციფიური ეფექტება გაძლიერებულია.