newhospitals

დექსამეტაზონი 0.5მგ #50ტ

დექსამეტაზონი 0.5მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
21352ნახვა

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Dexamethasone; (9-ფტორ-11β,17,21-ტრიჰიდროქსი-16α-მეთილპრეგნა-1,4-დიენ-3,20-დიონი);

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ტაბლეტები;

 

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს დექსამეტაზონს - 0.0005 გ;

 

დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა.

 

გამოშვების ფორმა: 
ტაბლეტები.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. როგორც გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატს, დექსამეტაზონს გააჩნია ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი, ანტიტოქსიკური მოქმედება. ამცირებს სისხლში ეოზინოფილების, ლიმფოციტების, ნეიტროფილების შემცველობას. თრგუნავს შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას და ჰიალურონიდაზას აქტივობას, ამცირებს კაპილარების გამტარობას. პრაქტიკულად არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში, სუსტად მოქმედებს ელექტროლიტების ცვლაზე. ეფექტურობით დექსამეტაზონის 0.5 მგ უდრის დაახლოებით 3.5 მგ პრედნიზოლონს, 15 მგ ჰიდროკორტიზონს, 17.5 მგ კორტიზონს, ე.ი. პრეპარატი 7-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე პრედნიზოლონი და 35-ჯერ, ვიდრე კორტიზონი.
ფამაკოკინეტიკა. დექსამეტაზონი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. განაწილების მოცულობა ერთნაირია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ავადმყოფებში. დექსამეტაზონი ღვიძლში მეტაბოლიზირდება. დექსამეტაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3.5 საათს. მოქმედება გრძელდება 72 საათი. გამოიყოფა თირკმელებით, ძალიან მცირე რაოდენობა - ნაღვლის წვენთან ერთად მეტაბოლიტების სახით.

 

გამოყენების ჩვენებები:
დექსამეტაზონი ინიშნება რევმატოიდული და სხვა ართრიტების, პერიართრიტების, ანკილოზირებადი სპონდილოართრიტის, სხვადასხვა დერმატიტების, დერმატოზების, მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვ.), ადისონის დაავადების, ნეფროზული სინდრომის, ლიმფოგრანულემატოზის, სისხლის დაავადებების (მწვავე ლიმფობლასტური და მიელობლასტური ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი), თვალის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, ინფექციური დაავადებების დროს, შოკის პროფილაქტიკისათვის, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის დროს (იმუნოდეპრესიული მოქმედება) და სხვ.

 

გამოყენების წესი და დოზები: 
დექსამეტაზონი ინიშნება შიგნით ჭამის დროს ან მის შემდეგ. დღე-ღამის ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0.002-0.003 გ (2-3 მგ), ხოლო მძიმე შემთხვევებში - 0.004-0.006 გ-მდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ დოზა თანდათან მცირდება და ხდება შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა - 0.0005-0.001 გ (0.5-1 მგ) დღეში. დღის დოზა ინიშნება 2-3 მიღებად. ბავშვებში, ასაკის მიხედვით, პედიატრის შეხედულებისამებრ და კონტროლის ქვეშ ინიშნება 0.00025 გ-დან (0.25 მგ, ე.ი. 1/2 ტაბლეტი) 0.002 გ-მდე (2 მგ, ე.ი. 4 ტაბლეტი). დღე-ღამის დოზა მიიღება 3-4 მიღებად.

 

გვერდითი მოქმედება: 
დექსამეტაზონი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ დიდი დოზებისას და მის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები: იცენკო-კუშინგის სიმპტომოკომპლექსი, ჰიპერგლიკემია, კალციუმის გამოყოფის გაძლიერება და ოსტეოპოროზი, რეგენერაციის პროცესების შენელება, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, არადიაგნოსტირებული წყლულის პერფორაცია, ჰემორაგიული პანკრეატიტი, ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება, სისხლის შედედების მომატება, ფერიმჭამელების გაჩენა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უძილობა, აგზნებადობა, ეიფორია, ეპილეფსიის მსგავსი კრუნჩხვები. ხანგრძლივი გამოყენებისას უაცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის შესაძლებლობა ჰორმონების ბიოსინთეზის დათრგუნვით.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერტონული დაავადების მძიმე ფორმები, იცენკო-კუშინგის დაავადება, ორსულობა, სისხლის მიმოქცევის III ხარისხის უკმარისობა, მწვავე ენდოკარდიტი, ფსიქოზები, ნეფრიტი, ოსტეოპოროზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სიფილისი, აქტიური ტუბერკულოზი (სპეციფიური მკურნალობის არ არსებობის დროს), შაქრიანი დიაბეტი, ალერგიული რეაქციები დექსამეტაზონზე ანამნეზში, ვირუსული ინფექციები.

 

ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

გამოყენების განსაკუთრებულობანი:
დექსამეტაზონით მკურნალობა ხორციელდება აუცილებელი ჩვენებების არსებობისას და ექიმის კონტროლის ქვეშ შესაძლო უკუჩვენებებისა და გართულებების გათვალისწინებით. მკურნალობა თანდათან წყდება, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტა იწვევს პათილოგიური პროცესის გართულებას. მკურნალობის ბოლოს მიზანშეწონილია კორტიკოტროპინის რამოდენიმე ინექციის დანიშვნა (10-20 ერთ. დღე-ღამეში). აუცილებელია არტერიული წნევის, სისხლში გლუკოზას შემცველობის, სისხლის შედედების, დიურეზისა და სხეულის წონის მუდმივი კონტროლი.

შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული და ამებური ინფექციის, თრომბოემბოლიების, გულისა და თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატი ძალიან ფრთხილად გამოიყენება და იმ პირობით, რომ შეიძლება ძირითადი დაავადების ადეკვატური მკურნალობის ერთდროული ჩატარება. თუ ანამნეზში არის მითითება ფსიქოზზე, თერაპია ტარდება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით. დექსამეტაზონით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
საგულე გლიკოზიდები. მათი მოქმედების გაძლიერება კალიუმის დეფიციტის გამო.
სალურეზულები. კალიუმის გამოყოფის გაძლიერება.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები. ჰიპოგლიკემიური აქტივობის დაქვეითება.
კუმარინის წარმოებულები. ანტიკოაგულანტური აქტივობის დაქვეითება.
ბარბიტურატები, რიფამპიცინი. კორტიკოიდული აქტივობის დაქვეითება.
სალიცილატები, ბუტადიონი. კუჭის წყლულის განვითარების შესაძლებლობის გაზრდა.
ანტიბიოტიკები. ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის დაქვეითება.
ანტიჰისტამინური პრეპარატები, ბუტადიონი. დექსამეტაზონის აქტივობის დაქვეითება.
დიურეზულები, ცნს-ს სტიმულატორები. სპეციფიური ეფექტების გაძლიერება.

 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა - 3 წელი.

 

გაცემის პირობები:
რეცეპტით.

 

შეფუთვა:
50 ტაბლეტი პენალებში ან კონტურულ დანაყოფებიან კოლოფში.

 

მწარმოებელიშპს "საცდელი ქარხანა "სსსსც"-ს ფილიალი.

 

მისამართიუკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.