newhospitals

დეპრექსი ლეჩივა

დეპრექსი ლეჩივა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12567ნახვა

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაციაში მოყვანილი სრული ინფორმაცია:

- შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა. - დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. - ეს პრეპარატი დაგინიშნეს თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი ჩივილები აქვთ. - რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.

 

ანოტაციაში იხილავთ:

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი დეპრექსი.

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, პრეპარატ დეპრექსის მიღების დაწყებისას.

3. როგორ გამოიყენება პრეპარატი დეპრექსი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.

5. როგორ ინახება პრეპარატი დეპრექსი. 6. დამატებითი ინფორმაცია.

 

1. რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება პრეპარატი დეპრექსი: დეპრექსი განკუთვნილია ზრდასრული პაციენტებისათვის. დეპრექსი წარმოადგენს III თაობის ანტიდეპრესანტს. გამოიყენება დეპრესიული დაავადებების, შფოთვასთან დაკავშირებული დეპრესიული დაავადებების, მანიაკალური მდგომარეობის, ბულიმია ნერვოზას (იმპულსური მანიაკალური ზედმეტი ჭამა სასაქმებელი საშუალებების გამოყენებით), პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევების (მაგ.: ფსიქიკური დაძაბულობა, გამაღიზიანებლობა, ტკივილი მუცლისა და მკერდის არეში, თავის ტკივილი მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე) სამკურნალოდ. დეპრექსის გამოყენება თანდათანობით იწვევს ნივთიერების (სეროტონინის) ნაკლებობის შედეგების გამოსწორებას, რომელიც მნიშვნელოვანია ნორმალური განწყობილების შესანარჩუნებლად. გამოსწორება მიიღწევა თანდათან, 5-დან 20-მდე დღის განმავლობაში, ამიტომაც დეპრესიის ნიშნები გაივლის, როგორც წესი, სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებიდან 1-3 კვირის შემდეგ.

 

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატი დეპრექსის მიღების დაწყებისას არ მიიღოთ პრეპარატი დეპრექსი: - თუ გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინზე ან სამკურნალო საშუალების შემადგენელ სხვა ნაწილებზე. - თუ ამჟამად იყენებთ ან გასული 2 კვირის განმავლობაში იყენებდით დეპრესიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს მაო-ინჰიბიტორების ჯგუფიდან. არანაკლებ 5 კვირა უნდა გავიდეს დეპრექსის მიღების დამთავრებასა და მაო-ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებამდე.


პრეპარატი დეპრექსის გამოყენებისას მისაღები საჭირო განსაკუთრებული ზომები: შეატყობინეთ თქვენს ექიმს, - თუ გაქვთ ან გქონდათ შეტევა - თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევები - თუ გაქვთ დიაბეტი თუ მკურნალობის მანძილზე გამოგაჩნდებათ გამონაყარი, სახის შეშუპება, სუნთქვის გართულება, კრუნჩხვები ან ღებინება, მიმართეთ ექიმს. [u]გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე სასაკის მოზარდებში[/u] დეპრექსი ჩვეულებრივ არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. აგრეთვე უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ამ ჯგუფის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატით, აქვთ არასასურველი გვერდითი მოვლენების წარმოშობის მომატებული რისკი, როგორიცაა თვითმკვლელობის მცდელობა, ფიქრები თვითმკვლელობაზე და მტრული დამოკიდებულება (მეტწილად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი საქციელი და მრისხანება). მიუხედავად ამისა თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაუნიშნოს დეპრექსი 18 წლამდე ასაკის პაციენტს, თუ გადაწყვეტს, რომ ეს მის ინტერესშია. თუ დეპრექსი დაენიშნა 18 წლამდე ასაკის პაციენტს და გსურთ ამის თაობაზე კონსულტაცია, გთხოვთ კიდევ ერთხელ მიაკითხოთ ექიმს. თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტს, რომელიც დეპრექსით მკურნალობდა, განუვითარდება ან გაუუარესდება რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს. ამასთან, დეპრექსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გრძელვადიანი შედეგები შემდგომ ზრდაზე, მომწიფებასა და შემეცნებით თუ ქცევით განვითარებაზე ამ ასაკობრივ ჯგუფში აქამდე არ იყო შესწავლილი. [u]ფიქრები თვითმკვლელობაზე და თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გამოვლინებების გაუარესება[/u] დეპრესიული დაავადების ხშირ გამოვლინებას წარმოადგენს ფიქრები თვითმკვლელობაზე, რომლებიც შესაძლოა შენარჩუნდეს დაავადების რემისიამდე. საჭიროების შემთხვევაში არ მოგერიდოთ მიმათოთ ექიმს. თუ გაწუხებს დეპრესია ან შფოთვის გამოვლინებები, შესაძლოა ხანდახან იფიქროთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე ან სიცოცხლის დასრულებაზე. ასეთი ფიქრები უფრო ხშირად ვლინდება ანტიდეპრესანტის გამოყენების დასაწყისში, რადგანაც სამკურნალო საშუალებების მოქმედების დაწყებისათვის უნდა გავიდეს გარკვეული დრო. მომატებული რისკი გეხებათ იმ შემთხვევაში: - თუ მანამდეც გქონიათ თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრები - თუ ხართ მცირეწლოვანი. ინფორმაცია კლინიკური კვლევებიდან მიუთითებს თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილებაზე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულებში ფსიქიატრიული დაავადებებით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით. თუ როდესმე გაგიჩნდებათ ფიქრები თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებისათვის ჯანდაცვის უახლოეს დაწესებულებას. შესაძლოა სასარგებლოდ ჩათვალოთ თქვენი ახლო მეგობრებისათვის და ნათესავებისათვის იმის თქმა, რომ გაწუხებთ დეპრესია ან შფოთვის გამოვლინებები და მათ სთხოვოთ, რომ წაგიკითხონ ეს ანოტაცია. შეგიძლიათ მათ სთხოვოთ, რომ შეგატყობინონ, თუ იფიქრებენ, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა მწვავდება ან თუ აღელდებიან თქვენი საქციელის ცვლილებების გამო.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან: გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს, თუ იყენებთ ან დაიწყებთ შემდეგი წამლების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. პრეპარატი დეპრექსისა და სხვა მასთან ერთად მიღებული სამკურნალო პრეპარატების შედეგებმა შესაძლოა იქონიოს ერთმანეთზე გავლენა. ამისათვის საჭიროა თქვენმა ექიმმა იცოდეს, იყენებთ თუ არა ამჟამად რაიმე სამკურნალო პრეპარატს ან იწყებთ მის გამოყენებას იმის მიუხედავად, რეცეპტით გაიცემიან ისინი თუ არა. თუ პრეპარატი დეპრექსის მოხმარებისას დაიწყებთ თავისუფალ გაყიდვაში არსებული სამკურნალო საშუალების მოხმარებას, გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. მაო-ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთდროულად ან უშუალოდ მათი გამოყენების შემდეგ მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, ლითიუმის შემცველ პრეპარატებთან ერთობლივი გამოყენებისას შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა, ოფლიანობა, დიარეა. დეპრექსი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ინსულინისა და პერორალური ანტიდიაბეტიკების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების) მოქმედებას. ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფლუოქსეტინისა და ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ჰალოპერიდოლის, კლოზაპინის, დიაზეპამის ან ალპრაზოლამის მოქმედებაზე. ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სისხლის შედედების მკაცრი კონტროლი.

 

პრეპარატი დეპრექსის მიღება საჭმელსა და სასმელთან ერთად: პრეპარატი დეპრექსი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად, კაფსულა იყლაპება მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხესთან (მაგ.: ჭიქა წყალთან) ერთად.

 

ფეხმძიმობა და ლაქტაცია: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ კონსულტაცია მიიღეთ თქვენი ექიმის ან აფთიაქარისაგან. პრეპარატი დეპრექსი შეიძლება დაენიშნოს ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს მხოლოდ იშვიათად, გარკვეულ შემთხვევებში. პრეპარატი დეპრექსით მკურნალობის განმავლობაში დაგეგმილი ფეხმძიმობის შემთხვევაში კონსულტაცია მიიღეთ თქვენი მკურნალი ექიმისაგან.

 

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: დეპრექსის გამოყენების დროს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე გაესაუბრეთ ექიმს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ დეპრექსის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ: პრეპარატი დეპრექსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. გააფრთხილეთ ექიმი, თუ ვერ ამუშავებთ რომელიმე შაქარს. სამკურნალო საშუალება შეიცავს აზორუბინს, რომელმაც მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

 

3. როგორ გამოიყენება პრეპარატი დეპრექსი: ზუსტ დოზირებას ყოველთვის წყვეტს ექიმი. დეპრესიისა და მანიაკალური მდგომარეობისას ზრდასრული და უფროსი ასაკის პაციენტები იყენებენ, როგორც წესი, დღეში 20 მგ (1 კაფსულა) დილით. მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა არის 80 მგ (4 კაფსულა დღეში). ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორექცია პაციენტის მდგომარეობისა და რეაქციის მიხედვით. ბულიმია ნევროზას დროს ზრდასრულები იყენებენ, როგორც წესი, დღეში 60 მგ (3 კაფსულა), რომელსაც ჩვეულებრივ ექიმები სამ მიღებად ყოფენ. პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევების დროს რეკომენდირებული დოზაა 20 მგ (1 კაფსულა) დღეში. ავადმყოფებს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღევევებით შესაძლოა ექიმმა დოზა შეუმციროს. მკურნალობა ჩვეულებრივ ხანგრძლივია.

 

პრეპარატ დეპრექსის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში: ჭარბი რაოდენობით მიღების ყველაზე ხშირი გამოვლინება არის გულისრევა და ღებინება, უფრო იშვიათად შფოთვა და მღელვარება. ჭარბი რაოდენობით მიღების ან შემთხვევით ბავშვის მიერ პრეპარატის მიღების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ დეპრექსის მიღება: თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება ნუ შეეცდებით შემდეგი დოზის კორექციას, არამედ მიღების გამოტოვების შემდეგ გამოიყენეთ სამკურნალო საშუალების ჩვეულებრივი დოზა ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა გამოტოვებული კაფსულის ანაზღაურების მიზნით. თუ შეწყვეტთ პრეპარატ დეპრექსის მიღებას თქვენ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ნუ დაარღვევთ პრეპარატის მიღების რეკომენდირებულ ხანგრძლივობას მაშინაც კი, როდესაც თავს უკეთ იგრძნობთ. მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შესაძლოა კვლავ გაუარესდეს. ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები: სხვა წამლების მსგავსად დეპრექსსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს თუ აღმოგაჩნდებათ: ალერგიული რეაქცია კანის გამონაყარის, სახის შეშუპების ან სუნთქვის გაძნელების სახით ან გაგივითარდებათ გულყრა ან ღებინება. შესაძლო გვერდითი მოვლენები, გაერთიანებული ჯგუფებად სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (აწუხებს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტს): - თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ნერვოზულობა, ოფლიანობა. ხშირი (აწუხებს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს): - მხედველობის დაბინდვა, მთქნარება, პირის სიმშრალე, გემოს შეცვლა, ღებინება, დიარეა, მადის დაკარგვა, გულისრევა, ხშირი შარდვა, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, სისხლძარღვების გაფართოვება, ციება, სქესობრივი ფუნქციების დარღვევები, როგორიცაა ეაკულაციის დაგვიანება ან არარსებობა, პათოლოგიური სიზმრები, კონცენტრაციისა და აზროვნების დარღვევები. ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (აწუხებს 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს): - მოძრაობის (კოორდინაციის) დარღვევა, კუნთების სპაზმები, ტრემორი, გუგების გაფართოვება, ყლაპვის გართულება, შარდვის გართულება, თმის ცვენა, ორგაზმის მიღწევის შეუძლებლობა. იშვიათი გვერდითი მოვლენები (აწუხებს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-10-ს): - მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ანაფილაქტიური რეაქცია (საერთო ალერგიული რეაქცია სახის შეშუპებითა და სუნთქვის გაძნელებით) მცირე სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანი გარსების ლაქების სახის დაზიანებები, უმადობით გამოწვეული წონაში კლება, სისხლძარღვების ანთებითი დაავადება, ფსიქომოტორული აღგზნება. ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (აწუხებს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს): - სეროტონინური სინდრომი (გამოიხატება ტრემორით, კოორდინაციის დარღვევით, შფოთვით, გონების არევით, გულის მუშაობის დარღვევით, სისხლის წნევის მომატებით, ოფლიანობით, დიარეით ან ღებინებით). იდიოპათიური ჰეპატიტის (უცნობი მიზეზის მქონე ღვიძლის დაავადება). უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია): - ანტიდიურეტიკული ჰორმონის არასათანადო რაოდენობით გამოყოფა, გულისცემა, დაღლილობა, ასთენია, შრატის დაავადების მსგავსი რეაქციები (გამოიხატება სახსრების ტკივილით, კანის სიმპტომებით, თირკმლის უკმარისობით), სქესობრივი ლტოლვის შემცირება, სქესობრივი კავშირის შეუძლებლობა, გამრავლების ფუნქციის დარღვევები. რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან აფთიაქარს. 5.

 

როგორ ინახება პრეპარატი დეპრექსი: შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატი დეპრექსის გამოყენება დაუშვებელია იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში. არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ორიგინალი შეფუთვით პრეპარატის ნესტისაგან დასაცავად. დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს აფთიაქარს, თუ როგორ შეიძლება იმ სამკურნალო საშუალებების განადგურება, რომლებიც უკვე აღარ გესაჭიროებათ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.

 

6. დამატებითი ინფორმაცია: პრეპარატ დეპრექსის შემადგენლობა აქტიური ნივთიერება არის 22,4 მგ ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდი (20 მგ ფლუოქსეტინი) ერთ მყარ კაფსულაში. დამხმარე ნივთიერებებს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, აზორუბინი, რკინის შავი ოქსიდი, ინდიგოკარმინი, ტიტანის ოქსიდი, ჟელატინი.

 

პრეპარატ დეპრექსის გარეგნული იერ-სახე და შეფუთვის შემადგენლობა: წარმოადგენს მოთეთრო-მოიისფრო ფერის ჟელატინის გაუმჭვირვალე კაფსულას. შეფუთვა შეიცავს 10 ან 30 კაფსულას. სავალდებულო არ არის ბაზარზე იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

 

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებლები: ზენტივა, კ.ს., პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.