დემოტონი-T 10მლ #1ა
დემოტონი-T
Demoton-T
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 75 მგ
ვიტამინი B2 10 მგ
ვიტამინი B6 25 მგ
ვიტამინი B12 750 მკგ
ვიტამინი A 15 000 ს.ე
ვიტამინი D 1 000 ს.ე
ვიტამინი E 10 მგ
ნიკოტინამიდი 125 მგ
დექსაპანთენოლი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, გენტიზინის მჟავა ეთანოლამიდი, პოლისორბატი 80 (Tween 80), საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინების კომპლექსი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დემოტონი-T წარმოადგენს წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომბინაციას. ცხიმში ხსნადი ვიტამინების ხსნადობა პრეპარატში განაპირობებს უფრო უკეთეს აბსორბციას და ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას.
ვიტამინი B1 -(თიამინის ჰიდროქლორიდი) –ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს კარდიომიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვითი ფუნქციების გაუმჯობესებას.
ვიტამინი B2 -(რიბოფლავინი) - უჯრედული სუნთქვითი პროცესებისა და მხედველობითი აღქმის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორია. იგი არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, დნმ-ის წარმოქმნაში ასევე ჰემოგლობინის სინთეზში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში (მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციაში), ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.
ვიტამინი B6 -(პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP)- ნიკოტინამიდადენინნუკლეოტიდი (ნად-ი) და მისი ფოსფატი შედიან მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის, გლიკოლიზისა და ცხიმების სინთეზისათვის აუცილებელი პროტეიდების სინთეზში.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისათვის, ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინის სინთეზს. ვიტამინი B12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის. B ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის.
ვიტამინი D -პარათჰორმონთან და კალციტონინთან ერთად ორგანიზმში არეგულირებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლას. ხელს უშლის რაქიტის განვითარებას ბავშვებში და ოსტეომალაციას მოზრდილებში.
ვიტამინი E -აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ცილების ბიოსინთეზში, მონაწილეობს ქსოვილთა მეტაბოლიზმსა და სუნთქვით პროცესებში. ამცირებს ერითროციტების ჰემოლიზს, ზრდის კაპილარების გამავლობასა და ელასტიურობას. დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვულ და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციებზე.
ვიტამინი A -მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. არეგულირებს ცილების სინთეზსს დიდ როლს თამაშობს კბილებისა და ძვლების ფორმირებაში. აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისთვის, ანელებს დაბერების პროცესებს, მონაწილეობს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის სინთეზში. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ჩვენება:
-ჰიპო- და ავიტამინოზები;
-რეკონვალესცენციის პერიოდი ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში;
-პრე- და პოსტოპერაციული პერიოდი;
-გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, რევმოკარდიტი, მიოკარდიოდისტროფია, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება, თრომბოზი, არითმია, მეტაბოლური აციდოზი, გულის უკმარისობა;
-საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანების დროს ვიტამინების შეწოვის დაქვეითება: დისბაქტერიოზი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი;
-ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება: ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
-ანემია;
-სხივური დაავადება;
-ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატომალაცია;
-ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათია, პერიფერიული ტრავმები;
-დიაბეტური და ალკოჰოლური ენცეფალოპათია;
-უშვილობა;
-ასთენია;
-ჰიპერთირეოზი;
-ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე. არაა რეკომენდებული ახალშობილებში, განსაკუთრებით დღენაკლ ბავშვებში (პრეპარატში არსებული ბენზილის სპირტის გამო). დექსპანთენოლი უკუნაჩვენებია ჰემოფილიისა და მექანიკური ობსტრუქციით გამოწვეული გაუვალობის დროს.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივი დოზების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. B ჯგუფის ვიტამინების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ძალიან მაღალ დოზებში არსებობს A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის შესაძლებლობა.
მიღების წესი და დოზირება:
1 ამპულა 1-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.
დემოტონი T-ს 1 ამპულა წინასწარ ზავდება 0,9%-იან ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში, პრეპარატი შეიყვანება ი/ვ, წვეთოვანი გზით, ინფუზიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30წთ და არაუმეტეს 6-სთ.
გამოშვების ფორმა:
10 მლ საინექციო ხსნარი #1 ამპულა.
შენახვის პირობები:
ინახება 25°C –ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
18 თვე.
გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით
მწარმოებელი:
Demo S.A
21St.Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802