დემოტონი-B12 5მლ #5ა

დემოტონი-B12 5მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
21978ნახვა

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B1 250 მგ.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი - ვიტამინი B6 250 მგ.
ციანკობალამინი - ვიტამინი B12 1500 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბიკარბონატი, ბენზილის სპირტი, გენტიზინის მჟავა ეთანოლამიდი, საინექციო წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
B -ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დემოტონი-B12 წარმოადგენს მაღალი დოზებით ნეიროტროპული ვიტამინების B1 ,B B6 და B12-ის კომბინაციას.
ასეთ კომბინაციას უფრო დიდი ფარმაკოდინამიკური სინერგიზმი ახასიათებს, ვიდრე იგივე ვიტამინების ცალ-ცალკე გამოყენებით მიიღწევა. მაღალი დოზები ასევე უზრუნველყოფს პრეპარატის ანალგეზიურ მოქმედებასა და სისხლწარმოქმნის პროცესების გაძლიერებას. დემოტონ- B12-ში ვიტამინების ასეთი კომბინაცია ასტიმულირებს ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებს და არეგულირებს ბევრ ფერმენტულ რეაქციას.
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) -ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისათვის. ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინის სინთეზს. ვიტამინი B12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის.

 

ჩვენება:
-ჰიპო- და ავიტამინოზები: B1, B6 და B12 ვიტამინების.
-ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული დამბლა და პარეზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის დამბლა, გვერდითი ამოიტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების დამბლა.
-ანემია.
-ენცეფალოფათია (დიაბეტური, ალკოჰოლური). ათეროსკლეროზის, ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის დროს კომბინიებული თერაპიის სახით.
-იზონიაზიდის ჯგუფის ანტიტუბერკულოზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გამოყენებისას.
-სისხლძარღვთა დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის რომელიმე აქტიური კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
2 წლამდე ასაკი.

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე.

 

ჭარბი დოზირება:
მაღალი დოზებით (2-3 გ დღეში) ვიტამინ B6-ის ან მისი შემცველი პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზიები.

 

მიღების წესი და დოზირება:
დემოტონი-B12 შეიყვანება ღრმად კუნთებში 1-ჯერ დღეში, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ან ნაკლებად მძიმე შემთხვევებში: 1 ამპულა ყოველ 2-3 დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ვიტამინი B6 ააქტივებს პერიფერიულ დოფა-დეკარბოქსილაზას. ამიტომ, ლევოდოფასთან ერთად ვიტამინ B6-ის გამოყენება არ შეიძლება. ანტაციდები ამცირებენ ვიტამინ B1-ის შეწოვას.
ვიტამინ B6 ამცირებს ფენობარბიტალისა და ფენიტოინის თერაპიულ ეფექტს.
იზონიაზიდი, ციკლოსერინი, პენიცილამინი, ჰიდრალაზინი და ანტიკოაგულანტები ზრდიან ვიტამინ B12-ზე ორგანიზმის მოთხოვნილებას.

 

გამოშვების ფორმა:
5 მლ საინექციო ხსნარი #5 ამპულა.

 

შენახვის პირობები:
ინახება 25°C -ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
18 თვე.

 

გაცემის წესი:
აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
Demo S.A
21 St. Km National Road Athens-Lamia
14568 ათენი, საბერძნეთი
ტელ: + 30 210 8161802

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.