newhospitals

დეკარისი 50მგ #2ტ

დეკარისი  50მგ #2ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6752ნახვა
შემადგენლობა:
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 50 მგ ლევამიზოლს.
 

დამხმარე ნივთიერება:
Ariavit Sunset ყვითელი, მაგნიუმის სტეარატი, გარგარის არომატი, ტალკი, პოვიდონი, საქარინი, სიმინდის სახამებელი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ლაქტაციის პერიოდში, ხოლო ორსულობისას პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობისას ექიმის რეკომენდაციით.
დეკარისისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს დეკარისის მოქმედების ცვლილებას.

 

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მისი მიღება მიზანშეწონილია ჭამის შემდეგ მცირეოდენი წყლის მიყოლებით საღამოს.
პრეპარატი მიიღება შემდეგი სქემის მიხედვით, თუკი იგი არ არის დანიშნული ექიმის მიერ:
10 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში დეკარისი-50 მიიღება ნახევარი ტაბლეტის ოდენობით;
10-დან 20 კგ სხეულის წონის პაციენტებში - ერთი ან ნახევარი ტაბლეტი;
20-დან 30 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში - ერთი ან ერთნახევარი ტაბლეტის ოდენობით;
30-დან 40 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში - ერთნახევარი ან 2 ტაბლეტი.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
საფაღარათო სამკურნალო საშუალებების ან სპეციალური დიეტის დაცვა არ არის საჭირო. ჭიების გამოსადევნად საკმარისია ერთი ტაბლეტი. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

 

სიფრთხილეა საჭირო:
პრეპარატის მიღებამდე ან მის შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპირტიანი სასმელის გამოყენება.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში ტკივილი, ფაღარათი, თავის ტკივილი.
პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თუკი აღინიშნება თავის ტკივილი, კიდურების სისუსტე, დაღლილობა ან მეხსიერების დარღვევა, ამის შესახებ უნდა შევატყობინოთ ექიმს.
იშვიათად აღინიშნება უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რითმის გახშირება, კრუნჩხვები.

 

შენახვის პირობები:
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

 

შენახვის ვადა:
5 წელი
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.

 

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 50 მგ

 

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი:
ს.ს. "გედეონ რიხტერი", უნგრეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.