newhospitals

დავიკოლი 10მლ თვ/წვეთები

დავიკოლი 10მლ თვ/წვეთები
ანოტაციის მომწოდებელია
0
2
რეკომენდაცია
0შეფასება
4259ნახვა
ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება
შემადგენლობა:
თაფლი - 100.0 გ, ასკორბინის მჟავა_ 0.05 გ, ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი 100მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება. წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს. ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესებს და თვალის ქსოვილების რეგენერაციას. ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.

ჩვენება:

> თვალის ტრავმები და დამწვრობები;
> კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
> "მონიტორული" კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
> ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
> ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
> თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
> ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
> სხვადასხვა გენეზის რქოვანის და ბადურის დისტროფიები;

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:
10, 15 მლ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მოხრახნილი სახურავით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
1 წელი.

შენახვის წესი:
8-15°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.