დაკარბაზინი 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ტრიაზინების ქიმიური ჯგუფის სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც თავისი სტრუქტურით, თვისებებითა და მაალკილირებელი მოქმედებით ნიტროზოშარდოვანას წარმოებულების მსგავსია. იგი განიცდის აქტივაციას ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად - ვარაუდობენ, რომ დაკარბაზინის მოქმედების მექანიზმი რეალიზდება სამი გზით: მისი მაალკილირებელი მოქმედებით, ურინების სინთეზის ინჰიბირებით და SH - ჯგუფებთან ურთიერთქმედებით. ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაციის პიკი პლაზმაში აღინიშნება სწრაფად. ცილებთან პრეპარატის შეკავშირების ხარისხი ძალიან დაბალია (დაახლოებით 5%). დაკარბაზინი ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. არ მოიპოვება მონაცემები პლაცენტაში და დედის რძეში დაკარბაზინის შეღწევის შესახებ. ორგანიზმიდან იგი გამოიყოფა ორფაზიანი სახით, საწყისი ნახევრადგამოყოფის პერიოდით, რომელიც შეადგენს 20 წუთს, ხოლო ტერმინალური კი - დაახლოებით 5 საათს. ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებლები შეადგენს დაახლოებით 55 წუთს და 7 საათს შესაბამისად.
პრეპარატი განიცდის დიმეთილირებას ღვიძლის მიკროსომული ფერმენტებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება CO2 (რომელიც გამოიყოფა ამონასუნთქ ჰაერთან ერთად) და ამინოიმიდაზოლკარბოქსამიდთან, რომელიც ელიმინირდება შარდით. დაკარბაზინის 40% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, ძირითადად ფილტრაციის ხარჯზე. ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის, ლიმფოგრანულემატოზის, რბილი ქსოვილების სარკომის სამკურნალოდ.
არსებობს მონაცემები დაკარბაზინის ეფექტური კომბინირების შესახებ სხვა ციტოსტატურ საშუალებებთან, რომლებიც გამოიყენება ოსტეო გენური სარკომის, საშვილოსნოს სარკომის, კაპოშის სარკომის, ნეირობლასტომის, ცნს-ის სიმსივნეების სამკურნალოდ. დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი შეჰყავთ ვენაში 1-2 წუთის განმავლობაში.
დაკარბაზინი მონოთერაპიის დროს გამოიყენება 45 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად დოზით 200-250 მგ/კვ.მ.
განმეორებითი კურსი შესაძლებელია ჩატარდეს 3 კვირიანი შესვენების შემდეგ.
დაკარბაზინი სხვა ციტოსტატურ საშუალებებთან კომბინაციაში ინიშნება 4-5 დღის განმავლობაში დოზით 100-150 მგ/კვ.მ. მკურნალობის კურსებს შორის ინტერვალი შეადგენს 4 კვირას. პრეპარატის შეყვანამდე ამ უკანასკნელს ხსნიან საინექციო წყალში 10 მგ/ლ კონცენტრაციის მიღწევამდე. გვერდითი მოვლენები:
სისხლმბადი სისტემების მხრივ: მიელოპოეზის დათრგუნვა წარმოადგენს დოზის შემზღუდველ გვერდით მოვლენას და ატარებს გამოხატულ ხასიათს. ლეიკოპენია ჩვეულებრივ აღინიშნება მე-14 დღეს, თრომბოციტოპენია კი - მკურნალობის დამთავრებიდან მე-18 დღეს და გრძელდება საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში. არსებობს მონაცემები სისხლმბადი სისტემების ნაადრევი (10-12 დღე) და გვიანი (მკურნალობიდან 30-ე დღეს) დათრგუნვის შესახებ. სისხლის მაჩვენებლების აღდგენა ხდება მეოთხე დღეს. იშვიათად ვითარდება ანემია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შედარებით ხშირ გართულებას წარმოადგენს გულისრევა და ღებინება, რომლებიც ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში და რომლებიც კარგად განიცდიან კუპირებას ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება ფაღარათი. ერთეულ შემთხვევებში კი - სტომატიტი. ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილას ვენის ირგლივ აღინიშნება ტკივილი. კანზე პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას ადგილი აქვს ტკივილის შეგრძნებას და დაზიანებული უბნის ირგვლივ ქსოვილის ნეკროზს. სხვადასხვა: 3-5% შემთხვევაში აღინიშნება გრიპის მსგავსი სინდრომი (სხეულის ტემპერატურის 39 გრადუსამდე მომატება, გამოხატული მიალგია და სისუსტე), ღვიძლის ფერმენტების დონის შექცევადი მომატება სისხლის შრატში, თავის ტკივილი, პარესთეზიები. ცალკეულ პაციენტებში - კანზე გამონაყარი, ალოპეცია, ფლებიტები, სახის სიწითლე. უკუჩვენებები:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, აგრეთვე მიელოსუპრესიის შემთხვევაში.
დაკარბაზინის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატი შეჰყავთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
♦ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის მაჩვენებლების სისტემატურ შემოწმებას.
♦ კომბინირებული თერაპიის დროს დაკარბაზინს უპირველეს ყოვლისა იყენებენ ბლეომიცინთან, ცისპლატინთან, 5-ფტორურაცილთან, ვინკრისტინთან და პრედნიზოლონთან ერთად.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა და გასტროინტესტინალური სისტემის მხრივ ტოქსიკური ზემოქმედების გაძლიერება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, (ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენიტოინი) ერთდროული მიღების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაკარბაზინის ტოქსიკური მოქმედების პოტენცირება.
დაკარბაზინს 6-მერკაპტოპურინთან, აზათიოპრინთან და ალოპურინოლთან ურთიერთქმედებისას შესწევს უნარი გააძლიეროს მათი მოქმედება და ასევე გაზარდოს ტოქსიკურობა.