ცისპლატინი “ებევე”

ცისპლატინი “ებევე”
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
21330ნახვა

ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება


გამოშვების ფორმა:

10 მგ/20 მლ; 25 მგ/50 მლ; 50 მგ/100მლ

 

მწარმოებელი ფირმა:

ებევე არცნაიმიტელი, ავსტრია

 

წამლის ფორმა:

საინფუზიო კონცენტრატი. აქტიური ნივთიერება - ცისპლატინი (ცის-დიამინდიქლორპლატინი-II). 20 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეიცავს 10 მგ ცისპლატინს, რომელიც განზავებულია 20 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. 50 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეიცავს 25 მგ ცისპლატინს, რომელიც განზავებულია 50 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. 100 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეიცავს 50 მგ ცისპლატინს, რომელიც განზავებულია 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცისპლატინი მიეკუთვნება პლატინის შემცველ მაალკილირებელი ნაერთების ჯგუფს. ცისპლატინი წარმოადგენს ორფუძიანი პლატინის კომპლექსურ ნაერთს, რომელიც ხასიათდება ციტოსტატური აქტივობით. Mსიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია მხოლოდ ცის-იზომერს. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-ის ძაფების ბიფუნქციური ალკილირებით, რის შედეგადაც ითრგუნება ნუკლეინის მჟავების სინთეზი. ცისპლატინი მცირე ხარისხით აინჰიბირებს ცილებისა და რნმ-ის სინთეზს. ცისპლატინი იწვევს პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზების რეგრესიას.

 

ჩვენებები:

ცისპლატინი გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე სხვა სიმსივნის საწინააღმდგო საშუალებებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენებიან შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეები, საკვერცხის კიბო, თავისა და ყელის კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, ოსტეოგენური და რბილის ქსოვილების სარკომა, ფილტვის კიბო, პროსტატის კარცინომა, ლიმფოსარკომა და მელანომა.

 

უკუჩვენება:

თირკმელების უკმარისობა; - სმენის დაქვეითება; ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; - ორსულობის (შესაძლებლია ემბრიოტოქსიკურობა და ტერატოგენული ეფექტი) პერიოდი; - პრეპარატში შემავალი და/ან პლატინის შემცველი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
დოზირების რეჟიმი: არსებობს ცისპლატინით მკურნალობის სხვადასხვა სქემა, მათ შორის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბონაციაში. ცისპლატინი "ებევე" ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი დოზებით: - 50-120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე ერთჯერადად ან - 50 მგ/მ2 მკურნალობის პირველ და/ან 8 დღეს ან - 15-20 მგ/მ2 ერთხელ დღეში ყოველდღე 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 3-4 კვირის შემდეგ. ხსნარი შეჰყავთ ვენაში (ნელა) ან ხანგრძლივი ინფუზიის სახით. ნეფროტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია 2 ლ ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარის შეყვანა.

 

გვერდითი მოვლენები:

ძირითად გვერდით მოვლენებს წარმოადგენს: ნეფროტოქსიკურობა, ოტოტოქსიკურობა, ალერგიული რეაქციები. აგრეთვე შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, ნეიროტოქსიკურობა. ძალიან იშვიათად აღინიშნება: კარდიოტოქსიკურობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

 

გაფრთხილება:

პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და ყურადღების კონცენტრაციაზე.

 

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დასაწყისსა და მის პერიოდში აუცილებელია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის, სისხლის ფორმიანი ელემენტებისა და პლაზმაში ელექტროლიტების დონის, აგრეთვე აუდიომეტრიისა და ნევროლოგიური სტატუსის სისტემატური კონტროლი. ანაფილაქტოიდური რეაქცია შესაძლებლია განვითარდეს ინფუზიიდან რამოდენიმე წუთში იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ცისპლატინს. აღნიშნული მოვლენების კუპირება წარმოებს კორტიკოსტეროიდული და ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენების შემდეგ. მკურნალობა ტარდება ექიმის მიერ საგულდაგულო დაკვირვებით.


გამოშვების ფორმა:

10მგ/20 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეფუთვაში 25 მგ/50 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეფუთვაში 50 მგ/100 მლ-ის მოცულობის ერთი ფლაკონი შეფუთვაში

 

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 25C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.


მწარმოებელი ფირმა:

"Ebewe" (Austria)

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.