newhospitals

ციპროფლოქსაცინი 0.2% 200მლ პ/ფ

ციპროფლოქსაცინი 0.2% 200მლ პ/ფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4836ნახვა
სარეგისტრაციო ნომერი: 6071 23.03.2006

 

სავაჭრო დასახელება: ციპროფლოქსაცინი.
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება: ციპროფლოქსაცინი
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი 0,2%.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება - ციპროფლოქსაცინ ჰიდროქლორიდი 2,22 გრ (2 გრ ციპროფლოქსაცინის ექვივალენტურია); დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 9 გრ; რძის მჟავა - 0,64 გრ; საინიექციო წყალი - 1 -მდე.
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო ელფერით გამჭვირვალე სითხე.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული
საშუალება, ფტორქინოლონი.
კოდი ATC - J01MA02

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციპროფლოქსაცინი __ ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. არის რა დნმ-გირაზას ინჰიბიტორი ციპროფლოქსაცინი თრგუნავს ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციას, რომელიც ცილების სინთეზისათვის არის საჭირო. პრეპარატი ბაქტერიციდულად მოქმედებს უმეტესობა გრამუარყოფითი და ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, ასევე სხვა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმების მიმართაც. ციპროფლოქსაცინის მიმართ in vitro მგრძნობიარეა შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: ენტერობაქტერიები E.coli, Shigella spp., Salmonella spp., Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis და vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.; სხვა გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები (Aeromonas spp., Plesiomonas shigeloides, Pasteure;;a multocida, Haemophilus spp., Campylobacter jejuni, Pseudomonas aeruginosa, Neisseria spp., Moraxella (Branhamella) catarrhalis); ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევი (Legionella pneumophilla, tuberculosis; Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium და intracellulare). გრამდადებით ბაქტერიებს შორის დამტკიცებულია მგრძნობელობა in vitro: Streptococcus spp. (S. Pyogenes, S. pneumoniae, S. agalaciae) Staphylococcus spp. (S. aureus, S. haemolyticus, S. hominis, S. aprophyticus. Streptococcus faecalis-ის მგრძნობელობა ზომიერია.
Corinebacterium spp., Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia
და maltophillia, Ureaplasma urealyticum, Clostridium dificile, nocardia asteroides, streptococcus faecium და Treponema palidum-ის ჯგუფის ბაქტერიები მდგრადია ციპროფლოქსაცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა.
მიღებული დოზის 40% გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში და დაახლოებით 15% - მეტაბოლიტების სახით. თირკმლების კლირენსი__ 3-5 მლ/წთ/კგ; საერთო კლირენსი შეადგენს 8-10 მლ/წთ/კგ-. ნახევრად დაშლის პერიოდია 3-5 საათი. თირკმლების ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია ამ მაჩვენებლის 12 საათამდე გაზრდა.

 

ჩვენებები:
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები:
-
შარდგამომყოფი გზების ინფექციები: შარდგამომყოფი სისტემის ქვედა და ზედა ნაწილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები;
-
სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია (პნევმოკოკურის გარდა), მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიები, კისტოზური ფიბროზი;
-
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები, შუა ყურის მწვავე ოტიტი, გარე ოტიტი, სინუსიტი, მასტოიდიტი;
-
მენჯის ორგანოების ინფექციები: ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები (სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულარული აბსცესი და მენჯის პერიტონიტი);
-
აბდომინალური და ჰეპატობილიარული ინფექციები: პერიტონიტი, მუცლის აბსცესები, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
-
ძვლებისა და სახსრების ინფექციები: ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი;
-
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ინფიცირებული ჭრილობები, აბსცესები, ცელულიტი, ინფიცირებული დამწვრობები;
-
მძიმე სისტემური ინფექციები: სეფსისი, ინფექციები ავადმყოფებში ნეიტროპენიით (კომბინაციაში სხვა ანტიბიოტიკებთან);
- S. Typhi
და სხვა სალმონელების ბაცილომტარებლების მკურნალობა;
-
ინფექციური ფაღარათი;
-
ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრზნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და სხვა ქინოლონების მიმართ; ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
ხანგრძლივი ფაღარათის განვითარებისას უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა შარდის მჟავიანობის კონტროლი. თავი უნდა მოვარიდოთ მზის სხივების მოხვედრას.

 

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, ფაღარათი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის, ბილირუბინის დონის მომატება;
ცნს: თავბრუ, თავის ტკივილი, დაღლილობა, მხედველობის, გემოს და სმენის დარღვევა, შფოთვა, ფობია, დეპრესია, კრუნჩხვები, ქალაშიდა წნევის მომატება, ტოქსიკური ფსიქოზი და ჰალუცინაციები.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, სახის, კისრის შეშუპება, კონიუქტივიტი, ეოზინოფილია, ფოტომგრძნობელობა, ჰიპერპიგმენტაცია და ანაფილაქტოიდური რეაქცია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემა, ჰიპერტენზია, პაროქსიზმალური ტაქიკარდია, სტენოკარდიის შეტევები, სუნთქვის გაჩერება, თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზი.
სხვა: ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, ტენდინიტი, მყესების გახლეჩვა, ადგილობრივი რეაქციები ინიექციის ადგილას, კრისტალურია, მხედველობის დარღვევა, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, უსიამოვნო შეგრძნება პირში.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლებელია შრატის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ბილირუბინის დონეების შექცევადი მომატება, განსაკუთრებით ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით; ჰემოგლობინის დაქვეითება, ანემია, პანციტოპენია, ჰიპოგლიკემია.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:
თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება რეკომენდებულია შემდეგი დოზები:

  

ჩვენებები

დოზები უფროსებისათვის
(
მგ ციპროფლოქსაცინი)

სასუნთქი გზების ინფექციები
შარდგამომყოფი გზების ინფექციები
მწვავე, გაურთულებელი
ცისტიტი ქალებში
გართულებული
გონორეა
მწვავე, გაურთულებელი
ფაღარათი
სხვა ინფექციები
სტრეპტოკოკული პნევმონია
განმეორებადი ინფექციები ფიბროკისტოზური დეგენერაციის დროს
ძვლებისა და სახსრების სეპტიცემია
პერიტონიტი

2 x 200 __ 400 
2 x 100
ერთჯერადად, 100
2 x 200

ერთჯერადად, 250
2 x 200
2 x 200 __ 400
3 x 40

ვენაში შეყვანის საუკეთესო მეთოდია ხანმოკლე ინფუზია 30 წუთის განმავლობაში, დოზით 100 და 200 მგ, ან 60 წუთის განმავლობაში 400 მგ-ისათვის.

 

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ჰიდრატაციას და შარდის სიმჟავეს (ხელს უშლის კრისტალიზაციას)
ჭარბი დოზირებისას ჰემოდიალიზი უეფექტოა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ან კოფეინის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში თეოფილინის ან კოფეინის კონცენტრაციის მომატება. ავადმყოფებში, რომლებიც ციპროფლოქსაცინთან ერთად ანტაციდურ საშუალებებს (ალუმინის, მაგნიუმისა და კალციუმის შემცველი) ღებულობენ, მცირდება ციპროფლოქსაცინის შეწოვა; ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ანტაციდური საშუალებების ან სუკრალფატის მიღებამდე 4 საათით ადრე ან მიღებიდან 4 საათის შემდეგ. თუთიის ან რკინის შემცველი პრეპარატები ამცირებენ ციპროფლოქსაცინის შეწოვას.
ციპროფლოქსაცინისა და ანტიკოაგულანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაახანგრძლივოს სისხლდენა, რის გამოც რეკომენდებულია პროთრომბინული დროის კონტროლი.
ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნა ზრდის ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობას. ამიტომ აუცილებელია შრატის კრეატინინის მაჩვენებლის ხშირი კონტროლი.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინისა და გლიბენკლამიდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს უკანასკნელის მოქმედება (ჰიპოგლიკემია).
მეთოკლოპრამიდი (ცერუკალი) აჩქარებს პრეპარატის აბსორბციას, რის შედეგადაც მცირდება პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო. 
ციპროფლოქსაცინისა და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ციპროფლოქსაცინის მოქმედება.

 

განსაკუთრებული მითითებანი:
ალერგიული რეაქციის ნებისმიერი ნიშნის გამოვლენისთანავე პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ხანდაზმულებში, ავადმყოფებში ცნს- დარღვევებით (ეპილეფსია, დაქვეითებული კრუნჩხვითი ზღურბლი, კრუნჩხვები ანამნეზში, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, აპოპლექსია, ფსიქიკური დაავადებები), ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევებით, თირკმლის ყველა ფორმის უკმარისობებით, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით.
პრეპარატი ზეგავლენას ახდენს რეაქციების სისწრაფეზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი მას ალკოჰოლთან ერთად ღებულობს.

 

ვარგისიანობის ვადა:
2
წელი.

 

შენახვა:
ოთახის ტემპერატურაზე. პრეპარატი ფოტომგრძნობიარეა; პაკეტი შეფუთვიდან მხოლოდ გამოყენების წინ უნდა ამოვიღოთ.

 

გამოშვების ფორმა:
პვქ პლასტიკურ პაკეტებში. 200 მლ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით

/ "ლიქვორი", სასომხეთი
375078,
ერევანი, მარქარიანის 6
ტელ/ფაქსი: 37410 34 49 53
ელ. ფოსტა: liqvor@web.am
www.liqvor.com

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.