newhospitals

ციპროდექსი 500

ციპროდექსი 500
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
13062ნახვა

შემადგენლობა:

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ციფროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ბრ.ფ - 500 მგ; ციპროფლოქსაცინის ექვივალენტური შემავსებლები საკმარისი რაოდენობით.

 

ფერი:

ტიტანის დიოქსიდი

 

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

ფტორქინოლონური ანტიბიოტიკი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს სწრაფი ანტიმიკრობული მოქმედება ბაქტერიული მიკროორგანიზმების დნმ-ის როგორც A ისე B ფრაქციის ინჰიბირებით. იგი აქტიურია გრამ-უარყოფითი და გრამ-დადებითი ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ. მაღალეფექტურია გონოკოკებისა და თითქმის ყველა პათოგენის მიმართ,რომელიც საშარდე გზების ინფექციებს იწვევს. ეფექტურია enterobaqteriaceae, staphilococci-ს მიმართ, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ნაკლებ ეფექტურია ps.aeruqinosa-ს და strptococci-ს უმრავლესი შტამის მიმართ.თითქმის არაეფექტურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ.

 

ფარმაკოკინეტიკა:

კუჭ - ნაწლავიდან სწრაფად შეიწოვება. Cmax შეადგენს 1,5-2,0 მგ/ლ, ხოლო Tmax დაახლოებით 60-75 წუთს. ფართო განაწილებაახასიათებს ორგანიზმის ყველა სითხესა და ქსოვილში ცერებროსპინალური სითხის გარდა. მეტაბოლიზდება ღვიძლში და ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 საათს აღწევს ნაყოფის სისხლში და ლაქტაციისას გამოიყოფა დედის რძეში.

 

ჩვენება:

სასუნთქი ტრაქტის ინფექციები, კისტოზური ფიბროზის ჩათვლით: საშარდე ტრაქტის ინფექციები. გონორეა; კანის ინფექციები, ძვლების და რბილი ქსოვილების ინფექციები; მუცლის ტიფი; ნეიტროპენიით დაავადებულ ავადმყოფებში ინფექციის პროფილაქტიკა.

 

დოზირება:

პეროლალურად 250-750 მგ 2-ჯერ დღეში. (ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუმცა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე ინფექციებისას: 5-10 მგ/კგ/ დღეშიორჯერადი მიღებით.) მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღე. თირკმლის ფუნქციის დარღვევისასაუცილებელია დოზირების კორექცია.

 

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. ხანდახან შესაძლებელია დიარეა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, გულის წასვლა, კრუნჩხვები, კანის გამონაყარი, ფოტოდერმატოზები; იშვიათად ართრალგია, შრატის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება,გულისცემის გახშირება, არტერიული ჰიპერტონია., ტკივილი გულმკერდის არეში, მხედველობის დარღვევა, ანაფილაქსიური რეაქციები, იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა და ფსევდომემბრანული კოლიტი.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან სხვა ქინოლინების მიმართ, ეპილეფსია, 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ციპროფლოქსაცინმა შეიძლება გაზარდოს თეოფილინის კონცენტრაცია სისხლის შრატში და გაახანგრძლივოს მისი ნახევარდასლის პერიოდი ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას. პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს პროთრომბინის დრო კუმარინის რიგის არაპირდაპირ ანტიკუაგულანტებთან მისი ერთდროული დანიშვნისას. ანტაციდებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს და ან ალუმინს, შეიძლება შეაფერხონ ციპროფლოქსაცინის აბსორბცია. ანტაციდების და ციპროფლოქსაცინის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 1-2 საათს.

 

უსაფრთხოების ზომები:

ცნს-ის ისეთი დარღვევის მქონე პაციენტებში როგორიცაა ეპილეფსია, ცერებრული ათეროსკლეროზი, თირკმლის მხრივ დარღვევები.

 

გამოშვების ფორმა:

10X10

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25c ტემპერატურაზე,სინესტისაგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა:

3 წელი

 

გაცემის წესი:

რეცეპტით მწარმოებელი: ნაბროს ფარმა პვტ. ლტდ ნაშნელ ჰაივეი,N8 ქჰედა 387411 ინდოეთი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.