ცინკონეტ C
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს:
√ თუთიის სულფატი 10 მგ. √ ვიტამინი C 50 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში, ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას და იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან. თუთია აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის გართულებები და შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამონთავისუფლებას და სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას და მისი დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. თუთია ძლიერი ანტიოქსიდანტია, აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის და მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი C აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, ძლიერი ანტიოქსიდანტია და აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუთია და ვიტამინი C აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში.
ჩვენება:
* მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა (რეჰიდრატაციულ ხსნარებთან კომბინაციაში)
* ელექტროლიტების ჭარბი დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად (ქრონიკული დიარეა რომელიც დაკავშირებული მალაბსორბციასთან ან საფაღარათო საშუალებების გამოყენებასთან)
* თუთიას დეფიციტი, აკროდერმატიტი
* ვილსონის დაავადება
* აკნე
* რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი
* იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მათ შორის რეციდივული ინფექციები დაუნის სინდრომით დაავადებულებში.
* ზედა სასუნთქი გზების ინფექციური გენეზის ანთებითი დაავადებებით ხშირი ავადობა
* ინტენსიური ზრდის პერიოდი ბავშვებში
* ზრდა-განვითარების დეფექტები, სქესობრივი ინფანტილიზმი
* რეკონვალესცენციის პერიოდი
* ხელოვნური კვება, კვების დეფიციტი ბავშვებში
* ანორექსია
* მალაბსორბციის სინდრომი
* მხედველობის დეფექტი (ღამის სიბრმავე)
* სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა
* აქტიური ფიზიკური დატვირთვა (სპორტი)
უკუჩვენება: არ გააჩნია
დოზირება და მიღების წესი:
დიარეის დროს:
ბავშვები 0-6 თვე: დღეში 5მლ.(10 მგ. სუფთა თუთია)
ბავშვები 6 თვე – 3 წელი: დღეში 10მლ.(20 მგ. სუფთა თუთია)
ბავშვები 3 – 12 წელი: დღეში15 მლ.(30 მგ. სუფთა თუთია)
მოზარდები12 წლის ზევით: დღეში 20 მლ.(40 მგ. სუფთა თუთია)
თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები:
ბავშვები 10კგ-ზე ნაკლები წონით: დღეში10მლ (20 მგ თუთია)
ბავშვები 10-30კგ: 10მლ (20მგ თუთია), 1-3 ჯერ დღეში.
ბავშვები 30 კგ-ზე ზევით და მოზრდილები: 20მლ (40მგ თუთია), 1-2 ჯერ დღეში.
ცინკონეტ C-ეს დღიური დოზა იყოფა ორ მიღებაზე !
ცინკონეტ C მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ !
გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კონპონენტის მიმართ. იშვიათად დისკომფორტი და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება რომლიც მაშინვე იხსნება თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ცინკონეტ C -ს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ !
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ C მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ !
გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ, მინის ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.