ცინკოლი
ZINCI SULFAS , NAPHAZOLINI NITRAS Warsaw pharmaceutical works POLFA, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი: S01XA20 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 2 ფლაკონი 1 მლ თუთიის სულფატი შვიდწყლიანი -2,5 მგ ნაფაზოლინის ნიტრატი - 1მგ დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, ტროლამინი, განზავებული მარილმჟავა (პH-ის კორექციისათვის), გასუფთავებული წყალი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: Aანტისეპტიკური და სისხლძარღვთაშემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფტალმოლოგიაში ფარმაკოლოგიური თვისებები: ცინკოლი რთული პრეპარატია, რომელიც შეიცავს თუთიის სულფატსა და ნაფაზოლინის ნიტრატს. თუთიის სულფატს გააჩნია შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და სუსტი ანტისეპტიკური მოქმედება. ნაფაზოლინი - იმიდაზოლინის წარმოებული, ავიწროვებს სისხლძარღვებს, ხსნის ჰიპერემიასა და კონიუნქტივის შეშუპებას. ჩვენებები: წამალი მიიღება ადგილობრივად, სასწრაფოდ, სხვადასხვა ეტიოლოგიისა და ზომიერი ინტენსივობის მწვავე და ქრონიკული კონიუნქტივიტის დროს. დოზირების რეჟიმი: პრეპარატი ცინკოლი მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია კვლავ მიმართოთ ექიმს. პრეპარატი განკუთვნილია თვალში გამოსაყენებლად. ჩაწვეთება ხდება თითო წვეთით თვალების (თვალის) კონიუნქტივალურ პარკში დღეში 4-ჯერ. ყურადღება: ექიმთან შეთანხმების გარეშე წამალს ნუ გამოიყენებთ 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ მიგაჩნიათ, რომ პრეპარატ ცინკოლის მოქმედება ზედმეტად ძლიერია ან სუსტია, მიმართეთ ექიმს. გამოყენების წესი: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის - ადგილობრივად კონიუნქტივალურ პარკში. არ შეიძლება საწვეთურის ბოლოსთან შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფლაკონის შიგთავსის დაბინძურება. წამლის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. მოხსენით თავსახური და ჩაიწვეთეთ წამალი თვალში (თვალებში). თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, უნდა ჩაიწვეთოთ მომდევნო წვეთი. ფრთხილად დახუჭეთ თვალი, ნუ გაახელთ მას დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, რათა წამალმა მოასწროს შთანთქმა. შემდეგ დაიბანეთ ხელები, წამლის შესაძლო ნარჩენების მოსაშორებლად და დაახურეთ ფლაკონს. პრეპარატ ცინკოლის დოზის გამოტოვების შემთხვევაში ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად გვერდითი მოვლენები: სხვა წამლების მსგავსად, ცინკოლმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. შეიძლება განვითარდეს: გარდამავალი ჰიპერემია და კონიუნქტივის გაღიზიანება. იშვიათად: ძილიანობა, თავბრუ, თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, აღგზნებადობა, ჭარბი ოფლიანობა. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ეპითელიუმის დაზიანება. პრეპარატ ცინკოლის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება სხვა არასასურველი მოვლენები განვითარდეს, რის შესახებაც გთხოვთ აცნობით ექიმს. უკუჩვენებები: - ჰიპერმგრძნობელობა წამლის კომპონენტების ან ადრენომიმეტური საშუალებების მიმართ; - მახვილკუთხოვანი გლაუკომა; - "მშრალი თვალის" სინდრომი; - არტერიული ჰიპერტენზია; - ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია; - არ შეიძლება გამოყენება 2 თვემდე ასაკის ბავშვებში. განსაკუთრებული მითითებები: წამალი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, ამიტომ, პირებმა, რომლებიც სუსტ (ჰიდროფილურ) კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, წამლის ჩაწვეთებამდე ლინზები უნდა მოიხსნან. მათი კვლავ ჩადგმა შესაძლებელია 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გააღიზიანოს თვალი და შეცვალოს კონტაქტური ლინზების შეფერილობა. განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ცინკოლის დანიშვნისას ბავშვებში და ხანდაზმულებში - პრეპარატის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ნაფაზოლინის არასასურველი ეფექტები გამოიწვიოს მთელ ორგანიზმში. ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: წამალმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, ამიტომ მისი გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭესთან დაჯდომის ან მექანიზმებთა მუშაობის დაწყების წინ. ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ორსულებში წამლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ჩათვლის, რომ სარგებელი დედისათვის აღემატება რისკს ნაყოფისათვის. მეძუძურ დედებში წამლის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ჭარბი დოზირება: კონიუნქტივალურ პარკში შეყვანის, ასევე შემთხვევითი შთანთქმის შემდეგ, აქტიური ნივთიერების დაბალი შემცველობის გამო, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. წამლის დიდი რაოდენობით თვალში ჩაწვეთების შემთხვევაში, ჭარბი რაოდენობა შეიძლება მოცილდეს 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული გადადუღებული წყლით თვალის გამოვლებით. წამლის ხანგრძლივი ან ძალიან ხშირი გამოყენებისას პატარა ბავშვებში შეიძლება მოხდეს ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოთერმია, კომა. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ექიმს უნდა აცნობოთ ყველა წამლის შესახებ, რომლებსაც ბოლო დროს ღებულობდით, ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით. პრეპარატ ცინკოლის გამოყენება არ შეიძლება მონოამინოოქსიდაზა ინჰიბიტორებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთად. პრეპარატ ცინკოლისა და თვალის სხვა საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია 15 წუთიანი ინტერვალის დაცვა ორ მომდევნო წამალს შორის. შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა - 18 თვე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით Warsaw pharmaceutical works POLFA