ცინაბსინი - ტაბლეტები

ცინაბსინი - ტაბლეტები
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
21878ნახვა
შემადგენლობა აქტიური ნივთიერებები:
Cinnabaris (ვერცხლისწყლის გოგირდოვანი ნაერთი) trit D3 25 მგ,
Echinacea (ექინაცეა)trit D1 25 მგ,
Hydrastis (ძირყვითელა)trit D3 25 მგ,
Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit D3 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. ათქ კოდი: R05X.

ჩვენებები: ცხვირის დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება (სინუსიტი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.
განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ცინაბსინის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ცინაბსინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
2 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისთვის ცინაბსინის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
დოზირების რეჟიმი და მიღების გზები
სხვა მითითებათა არარსებობისას ცინაბსინის მიღება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს: 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), გაუმჯობესების დადგომამდე აძლევენ; შემდეგ, აღნიშნული ასაკის პაციენტები 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე იღებენ. მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა 1 ტაბლეტი ყოველ საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ინიშნება.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25° ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1960 წლიდან ცინაბარის პენტაკრანი®
საქართველოში იყიდება რეგისტრაციის გარეშე 2011 წლიდან ცინაბსინი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.