newhospitals

ციკლოფოსფანი 0.2გ ფლ

ციკლოფოსფანი 0.2გ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4255ნახვა
[code]

ციკლოფოსფანი-კმპ

გენერიული დასახელება:
Cyclophosphamide.

შემადგენლობა: თითოეული ფლაკონი შეიცავს 0.1გ ან 0.2გ ციკლოფოსფამიდს.

აღწერილობა: თეთრი ფერის უსუნო კრისტალური ფხვნილია, იხსნება წყალში და 96% სპირტში.

ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაალკილირებელი მოქმედების ანტიბლასტომური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ციკლოფოსფანი წარმოადგენს მაალკილირებელ პრეპარატს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ციტოტოქსიური, სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნოდეპრესიული აქტივობით.
ციკლოფოსფანი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში მიკროსომული ოქსიდაზური სისტემის მეშვეობით და წარმოქმნის აქტიურ მაალკილირებელ მეტაბოლიტებს (4-OH ციკლოფოსფამიდსა და ალდოფოსფამიდს), რომელთა ერთი ნაწილი ექვემდებარება შემდგომ ტრანსფორმაციას არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, ნაწილი კი ტრანსპორტირდება უჯრედებში, სადაც ფოსფატაზის მეშვეობით გარდაიქმნება ციტოტოქსიური მოქმედების მეტაბოლიტებად. პრეპარატის მოქმედების სავარაუდო მექანიზმი ითვალისწინებს, დნმ-სა და რნმ-ს ძაფებს შორის განივი კავშირის წარმოქმნას და აგრეთვე ცილების სინთეზის ინჰიბირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პარენტერალური შეყვანისას, მისი აქტიური ციტოტოქსიური მეტაბოლიტების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღწევს 2-3 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი მცირე რაოდენობით უკავშირდება სისხლის ცილებს.

ჩვენება:
ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, სათესლეების კიბო, რეტიკულოსარკომა, ლიმფოსარკომა, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი, ქრონიკული ლიმფოლეიკოზი, მრავლობითი მიელომა, ვილმსის სიმსივნე, იუნგის სიმსივნე, ძვლის რეტიკულოსარკომა, ანგიოსარკომა.
ციკლოფოსფან-კმპ ენიშნებათ აგრეთვე რევმატოიდული ართრიტების, სისტემური წითელი მგლურას, არასპეციფიკური აორტოარტერიტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად წვეთოვანი ან ინფუზიის სახით, კუნთებში, ინტრაპლევრალურად და ინტრაპერიტონეალურად.
გამოყენების წინ ფლაკონის შიგთავსს 0.1გ-ს ან 0.2გ-ს უმატებენ შესაბამისად 5მლ ან 10მლ საინექციო წყალს და შეანჯღრევენ. საინექციო წყალში ერთი ფლაკონის შიგთავსის გახსნის დრო შეადგენს არა უმეტეს 4წთ-ს.
იყენებენ მკურნალობის სხვადასხვა სქემებს:
200მგ (3მგკგ) ყოველდღიურად ან 400მგ (6მგკგ) დღეგამოშვებით-ვენაში ან კუნთებში; 1გ (15მგკგ) 1-ჯერ 5 დღე ვენაში; 2-3გ (30-40მგკგ) 1-ჯერ 2-3 კვირა ვენაში; ყველა ამ სქემის მიხედვით დოზის მთლიანი კურსი შეადგენს 6-14გ-ს. შემდგომ ენიშნებათ შემანარჩუნებელი თერაპია-2-ჯერ კვირაში 0.1-0.2გ კუნთებში ან ვენაში.
როგორც იმუნოდეპრესანტი იყენებენ 1.0-1.5მგკგ (50-100მგ-ს დღეღამეში), ხოლო კარგი ამტანიანობის შემთხვევაში-3-4მგკგ-მდე.
აუცილებლობის შემთხვევაში, როგორც ვენაში ინექციების დამატების სახით, შეჰყავთ მუცლის ან პლევრალურ ღრუში 0.4-1.0გ ყოველი პუნქციის დროს.
ციკლოფოსფანის სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციის დროს შესაძლოა ამ უკანასკნელისა და სხვა პრეპარატების დოზის შემცირება.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მკვეთრად გამოხატული ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კახექსია, დაავადებების ტერმინალური სტადიები, გული, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:
სისხლწარმომშობი სისტემების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. Eეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიური ეფექტები, ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისთანავე. L
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა (ამ მოვლენების შესამცირებლად იყენებენ ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს, კუნთებში შეჰყავთ 0.05გ პირიდოქსინი). კანისა და კანის დანამატების მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმის ზრდა იწყება პრეპარატით მკურნალობის დამთავრების შემდეგ ან მკურნალობის გაგრძელებისას, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, დიზურიული მოვლენები (როგორც წესი გაივლის 4-5 დღის შემდეგ), ჰემატურია, ოსალგიები (გრძელდება 2-3 კვირამდე), შემცივნება, ციების სინდრომი, ამენორეა, ასპერმია.

ჭარბი დოზირება:
პანციტოპენია, დილატაციური კარდიომიოპათიის სინდრომი, დაუცხრომელი პირღებინება, ჰემორაგიული ცისტიტი. ამ დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შემცირება და ჰემომასტიმულირებელი და სიმპტომატური თერაპიული მკურნალობის ჩატარება.

სიფრთხილე და სიფრთხილის ზომები: პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება ქვემოთჩამოთვლილი ტოქსიკური ეფექტების შესაძლო გამოვლენის გამო:
ლეიკოპენია;
თრომბოციტოპენია;
ძვლის ტვინის სიმსივნური უჯრედებით ინფილტრაცია;
ადრე ჩატარებული რენტგენოთერაპია;
სხვა ციტოტოქსიურ აგენტებთან კომბინაციაში ჩატარებული ადრეული თერაპია;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა რეგულარულად სისხლისა და შარდის ანალიზის ჩატარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციკლოფოსფანი ზრდის რუბრომიცინის და ადრიამიცინის კარდიოტოქსიურობას. პრეპარატის მოქმედების ეფექტს აძლიერებენ ბარბიტურატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ამინაზინი, თეოფილინი, ხინგამინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; ეფექტურობას აქვეითებენ-გლუკოკორტიკოიდები და ქლორამფენიკოლი. ალოპურინოლი აძლიერებს პრეპარატის მიელოდეპრესიას.

გამოშვების ფორმა:
0.1გ და 0.2გ ფლაკონებში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 10°C ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს “კიევმედპრეპარატი”
უკრაინა

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.