newhospitals

ციკლოდერმი

ციკლოდერმი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9171ნახვა
კრემი სოკოვანი და ან ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული კანის ანთებითი პროცესის ადგილობრივი მკურნალობისთვის.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: კლობეტაზონის ბუტირატი 0.05%, ციკლოპიროქს ოლამინი 1%, გენტამიცინის სულფატი 0.1%.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება.

ჩვენება:
სოკოვანი და ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას.
მიღების წესი და დოზირება : პრეპარატის დოზირება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით. რეკომენდებულია ციკლოდერმი-C კრემის წასმა დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება. თუ რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით, განსაკუთრებით ჰაერგაუმტარი სამოსის (საფენის) ქვეშ.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ვირუსული ინფექციები ( მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა). ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის

რეკომენდებული:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ ადგილას, არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 3 წელი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.