ციციშვილის მალამო
შემადგენლობა:
ფიჭვის ფისი 1.0 გ თაფლის სანთელი 10.0 გ მზესუმზირას ზეთი 75.0გ კალციუმის კარბონატი 14.0გ ქაფურის ზეთი 10% 1.0მლ გარეგნული აღწერილობა: მსუბუქი, დამახასიათებელი სუნი. მოყვითალო კრემისფერი მალამო. ფარმაკოლოგიური მოქმედება: გამოიყენება, როგორც ანტისეპტიური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო, კანის მარეგენირებელი საშუალება. ჩვენება: ჩირქოვანი ჭრილობები ტროფიკული წყლულები ნაწოლები ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძები გამოყენების წესი: ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების შემთხვევაში: ავიღოთ ბამბა, ზემოდან დავაფინოთ ორფენა მარლა, მარლაზე თანაბრად დავიტანოთ მალამო და საფენი დავადოთ ჭრილობას, სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ-ში 2-ჯერ (დილას, საღამოს). საფენი დავიმაგროთ ნებისმიერი ჰაერგამტარი მატერიით (დაუშვებელია კომპრესის დადება). ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძების შემთხვევაში: ერთი ჩაის კოვზი მალამო დავიტანოთ ბამბის სქელ ფენაზე, საფენი მივიმაგროთ ჰემოროიდულ კვანძებზე. სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ-ში 2-ჯერ (დილას,საღამოს). გვერდითი მოქმედება: პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.უკუჩვენება: არ აღენიშნება. შენახვის პირობები: სინათლისაგან მოფრთხილებით, არაუმეტეს +20*C-ზე მეტი. შეფუთვის ფორმა: 35გრ, 50გრ, 100გრ- პოლიეთილენის ფლაკონებში. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ყურადღება! პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ მოიხმაროთ: მწარე,ცხარე, ნიგვზიანი საკვები, ბატის ხორცი, თევზეული, ყურძენი, შოკოლადი, კაკაო, წიწაკა, მაიონეზი, მდოგვი, ალკოჰოლი. გაცემის რეჟიმი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: შპს „ბიორამ - L" საქართველო, ქ.თბილისი, გოთუას ქ.#3