newhospitals

ცერუკალი 10მგ #50ტ

ცერუკალი  10მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
6232ნახვა
[code]
ცერუკალი
Cerucal
საერთაშორისო დასახელება - metoclopramide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10მგ ტაბლეტი #50

ერთი ტაბლეტი შეიცავს:
10.54 მგ მოქმედ ნივთიერებას მეთოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 10 მგ უწყლო მეთოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდს.
დამხარე ნივთიერებები:
ჟელატინი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, დალექილი კაჟბადის დიოქსიდი.

მიღების წესები და დოზები

ექიმის სპეციალური მითითებების გარეშე, მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ზემოთ ინიშნება 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 3-4-ჯერ (ერთჯერადი დოზა შეადგენს მეთოკლოპრამიდის 30-40 მგ-ს). 3-14 წლის ბავშვებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს მეთოკლოპრამიდის 0.1 მგ-ს სხეულის მასის კგ-ზე, უმაღლესი სადღეღამისო დოზა არის 0.5 მგ მეთოკლოპრამიდი კგ სხეულის მასაზე. ცერუკალის ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და ის ჩვეულებრივ შეადგენს 4-6 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.
თირკმლების უკმარისობისას პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება თირკმლების ფუნქციის გამოხატულობის ხარისხის მიხედვით.

კრეატინინის კლირენსი მეთოკლოპრამიდის დოზა
10 მლ/წთ-მდე 10 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ
11-დან 60-მდე მლ/წთ. 10 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ და 5 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ

გამოყენების ჩვენებები
- გულისრევა, პირღებინების გამოწვევა და სხვადასხვა გენეზის პირღებინება;
- კუჭისა და ნაწლავების ატონია და ჰიპოტონია (კერძოდ, პოსტოპერაციული);
- ნაღვლმდენი გზების დისკინეზიები, რეფლუქს-ეზოფაგიტი, მეკარე ფუნქციური სტენოზის;
- პერისტალტიკის გაძლიერება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული გამოკვლევების ჩატარებისას;
- პრეპარატი გამოიყენება, როგორც დუოდენალური ზონდირების შესამსუბუქებელი, კუჭის დაცლის დამაჩქარებელი და საკვების წვრილ ნაწლავში გადასასვლელი საშუალება;
- კუჭის დამბლა შაქრიანი დიაბეტისას.

გვერდითი მოვლენები

ზოგჯერ, განსაკუთრებით მეთოკლოპრამიდის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, შიშის გრძნობა, მოუსვენრობა და ფაღარათი.
ცალკეულ შემთხვევებში, ძირითადად ბავშვებში, შეიძლება განვითარდეს დისკინეტიკური სინდრომი (სახის, კისრისა და მხრების კუნთების უნებლიე ტიკისმაგვარი მოძრაობა). პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ამგვარი მოვლენების შესუსტება რამდენიმე საათის შემდეგ: შეიძლება მათი დაუყოვნებელი გამოდევნა ბიპერიდენის ვენებში შეყვანით (გათვალისწინებული უნდა იყოს მწარმოებლის რეკომენდაციები).
დამატებით შეიძლება აგრეთვე დიაზეპამის გამოყენება. ცერუკალით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს პარკინსონიზმი (ტრემორი, კუნთების კრუნჩხვა, შეზღუდული მოძრაობა) დაგვიანებული დისკინეზიები.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება), გალაქტორეა (სარძევე ჯირკვლებიდან რძის პათოლოგიური თვითნებური დენა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
აღნიშნული მოვლენების განვითარებისას მეთოკლოპრამიდის მიღება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენება

მეთოკლოპრამიდი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- მოცემული სამკურნალო საშუალების მიმართ დადასტურებული მომატებული მგრძნობელობისას;
- სიმსივნეების დროს, რომლებიც წარმოშობილია თირკმლეზედა ჯირკვლის ტვინის ნივთიერებისაგან (ფეოქრომოციტომა);
- ნაწლავის სანათურის მექანიკური დაცობის დროს;
- ნაწლავების პერფორაციისა და კუჭ-ნაწლავური სისხლდენების დროს;
- პროლაქტინოდამოკიდებული სიმსივნეების დროს;
- ეპილეფსიით დაავადებულებში ან მომატებული კრუნჩხვითი მზაობის მქონე პაციენტებში (ექსტრაპირამიდული მოძრაობითი დარღვევები);
- ორსულობის პირველ სამ თვეში და ლაქტაციის პერიოდში;
- ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;.
3-14 წლის ბავშვებში, აგრეთვე ქალებში ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში, მეთოკლოპრამიდი ინიშნება მხოლოდ მკაცრი სასიცოცხლო ჩვენებებისას. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში პრეპარატი ინიშნება შემცირებული დოზებით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებსაც განვითარებული აქვთ ბრონქული ასთმა, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა, აგრეთვე მოზარდებსა და ხანდაზმულ პაციენტებში.
პაციენტთა მოძრაობა ქუჩაში და რეაგირების უნარი
ექიმის მითითებით პრეპარატის სწორი გამოყენების შემთხვევაში კი, მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება პაციენტს დაუკარგოს სწრაფი რეაგირების უნარი, მაგალითად, ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვისას. აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით ძლიერად გამოიხატება ალკოჰოლის იმავდროული მიღებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მეთოკლოპრამიდის მოქმედებამ შეიძლება შეასუსტოს ანტიქოლინერგიული საშუალებების მოქმედება. პრეპარატი აძლიერებს ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინის, ამპიცილინის), პარაცეტამოლის შეწოვას და ამცირებს დიგოქსინისა და ციმეტიდინის შეწოვას. აძლიერებს ალკოჰოლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. ექსტრაპირამიდული დარღვევების შესაძლო გაძლიერების თავიდან ასაცილებლად, მეთოკლოპრამიდთან ერთად არ უნდა დაინიშნოს ნეიროლეპტიკური საშუალებები. მეთოკლოპრამიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებზე, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებსა და სიმპატომიმეტიკურ საშუალებებზე.

შენახვის პირობები და ვადები

5 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ქვეყანა - ხორვატია
[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.