ცელესტოდერმი 15გ მალამო გარამ.
საერთაშორისო დასახელება:
betamethasone, gentamicin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
D07CC01
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:betamethasone, gentamicin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
D07CC01
საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი 1 მგ+ 1 მგ/1 გ: ტუბი 15 გ და 30 გ
მალამო 1 მგ+ 1 მგ/1 გ: ტუბი 15 გ და 30 გ ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს. ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია ანთების მოვლენების მოსახსნელად კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ. კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი დერმატოზებისას, როგორიცაა ეგზემა (ატოპიური, ბავშვთა, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტაზ-დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულობის ქავილი. მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი თხელი ფენის აპლიკაცია ხდება კანის ყველა დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. უმეტეს შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღეში 1-2 აპლიკაცია. გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი ხმარების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერისმჭამელების ტიპის გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლარი. უკუჩვენება:
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია:
ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების უსაფრთხოება ორსული ქალებისათვის დადგენილი არ არის. ამიტომ, ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ მათი სარგებლობა დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ორსულმა ქალებმა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამიყენონ ხანგრძლივად დიდი დოზებით.
ვინაიდან დღემდე დაუდგენელია აღწევენ თუ არა კორტიკოსტეროიდები სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში, გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის თუ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია ეს პრეპარატი დედისათვის. განსაკუთრებული მითითებები:
თუ პრეპარატის ხმარებისას აღინიშნება გაღიზიანება, ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაენიშნოს ადექვატური თერაპია. მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები. ამ ღონისძიების შედეგად სწრაფი დადებითი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების ხმარება უნდა შეწყდეს სანამ ინფექციის ყველა ნიშანი არ გაქრება.
სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდების ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ხმარების დროსაც, განსაკუთრებით ბავშვებში. ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მატულობს მათი ხანგრძლივი ხმარებისას, კანის ფართო ზედაპირის მკურნალობისას, ან დამფარავი ნახვევების გამოყენებისას, აგრეთვე ბავშვებში.
პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.
გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:
ბავშვები შეიძლება მოზრდილებზე მეტად მგრძნობიარენი იყვნენ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიმართ, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰჰთჯ) სისტემის ფუნქციის დათრგუნვას იმის გამო, რომ ბავშვებში მომატებულია პრეპარატის აბსორბცია კანის საფარის ფართობის და სხეულის მასის დიდ თანაფარდობასთან დაკავშირებით.
ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, აღენიშნებოდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰჰთ სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შეფერხება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალასშიდა წნევის მომატება. ბავშვებში თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის სიმპტომებიდან ვლინდება აგრეთვე პლაზმაში კორტიზოლის დონის შემცირება და აკტჰ-ით სტიმულაციაზე პასუხის არარსებობა. ქალასშიდა წნევის მომატება გამოიხატება ყიფლიბანდის ამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკოს ორმხრივი შეშუპებით. ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ჰიპოფუნქციის განვითარებისა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენისა კუშინგის სინდრომის ჩათვლით.
მკურნალობა: ნაჩვენებია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა უნდა მოხდეს. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. მწარმოებელი ქვეყანა:
ბელგია