newhospitals

ცელანიდი 0.02% 1მლ #10ა

ცელანიდი 0.02% 1მლ #10ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4736ნახვა

ცელანიდი (სინ.: იზოლანიდი, ლანატოზიდი C, დიგილანიდ C) ბალანოვანი სათითურას ფოთლებიდან მიღებულ საგულე გლიკოზიდს (Digitalis lanta Ehrh). 

სამედიცინო პრაქტიკაში იყენებენ მის ტაბლეტებს 0,00025გ და 0,02%-იანი საინექციო ხსნარს.
1მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 0,2მგ ცელანიდს;
დამხმარე ნივთიერებები-ნატრიუმის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ეთილის სპირტი, ლიმონმჟავა, 5% ნატრიუმის ჰიდროჟანგი, საინექციო წყალი.
1 ტაბ. შეიცავს ცელანიდს-0,00025გ-ს და დამხმარე ნივთიერებებს-რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ტალკი.
დახასიათება: ცელანიდის საინექციო ხსნარი წარმოადგენს უფერო გამჭვირვალე სითხეს; ტაბლეტები-თეთრი ფერის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:
ფარმაკოლოგიური თვისებებით ცელანიდი ძოწისებრი სათითურას გლიკოზიდების მსგავსია.
მისი ბიოლოგიური აქტივობა შეადგენს 14000-16000 ЛЕД-ს ან 3200-3800 КЕД-ს 1გ-ში. ცელანიდი ხასიათდება კარდიოტონური მოქმედებით (აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს დიასტოლას), ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ამცირებს გულის გამტარებლობას, ზრდის მიოკარდის შეკუმშვის ძალას.
შიგნით მიღებისას ცელანიდი კარგად შეიწოვება ნაწლავებში.
ვენაში შეყვანისას პრეპარატი ისეთივე სიჩქარით მოქმედებს, როგორც სტროფანტინი, მაგრამ მისგან განსხვავებით უფრო მკვეთრად ამცირებს გულის რითმს.
ხასიათდება შედარებით მცირე კუმულაციური ეფექტით.
გლიკოზიდის მოქმედების მექანიზმის ძირითად საფუძველს წარმოადგენს მისი ზემოქმედება მიოკარდიოციტების კალიუმ-ნატრიუმის ტუმბოზე, კალციუმის იონების ცვლაზე, ფოსფოდიესთერაზას აქტივობაზე და ციკლურ ადენოზინმონოფოსფატის მდგომარეობაზე, რომელიც მონაწილეობს მიოკარდის უჯრედების შეკუმშვის პროცესის ენერგეტიკულ მომარაგებაში.
გულის ქრონიკული უკმარისობით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატი იწვევს უშუალო ვაზოდილატაციურ ეფექტს, ამცირებს ვენურ წნევას, აძლიერებს დიურეზს, ამცირებს შეშუპებებს და ქოშინს.
პრეპარატის ვენაში შეყვანისას მისი მოქმედება იწყება 10წთ-ის შემდეგ და მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 2სთ-ის შემდეგ.

 

გამოყენების ჩვენებები:
ცელანიდი ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის, ქრონიკული ფილტვისმიერი გულის, მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმის, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულურიტაქიკარდიის დროს.

 

უკუჩვენებები:
ცელანიდი წინააღმდეგნაჩვენებია გლიკოზიდური ინტოქსიკაციის, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდიის, პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, ადამს-სტოქს-მორგანის სინდრომის, იზოლირებული მიტრალური სტენოზის, არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის ტამპონადის, ექსტრასისტოლიის დროს.

 

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატით გამოწვეული ინტოქსიკაციის წარმოქმნის ალბათობა იზრდება ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, ჰიპერკალციემიის, ჰიპერნატრიემიის, ჰიპოთირეოზის, ფილტვისმიერი გულის, მიოკარდიტის დროს.
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას კალციუმის პრეპარატებთან, კატექოლამინებთან და დიურეზულ საშუალებებთან იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. ქინიდინთან, ვერაპამილთან, ნიფედიპინთან, სპირონოლაქტონთან (შედარებით მცირე ხარისხით) პრეპარატის ერთდროული გამოყენების დროს იზრდება ცელანიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრატიდან, ამიტომ საჭიროა ცელანიდის დოზის გაზრდა, ანტაციდებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა პრეპარატის საწყისი მინიმალური დოზებით დანიშვნა.

 

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატის დოზის განსაზღვრა წარმოებს ინდივიდუალურად დაავადების კლინიკური სურათის, პრეპარატის მიმართ პაციენტის მგრძნობელობის და კლინიკური ეფექტის დინამიკის შესაბამისად. ცელანიდს იღებენ შიგნით ტაბლეტების სახით, აგრეთვე ვენაში ინექციის სახით.
სწრაფი თერაპიული ეფექტის მიღწევის მიზნით (სწრაფი დიგიტალიზაცია) ვენაში ან კუნთებში შეყავთ 1,4მგ-მდე, გაყოფილი 2 შეყვანაზე.
ნელი დიგიტალიზაციის მიზნით-კუნთებში ან ვენაში 0,8მგ-მდე, გაყოფილი 3 შეყვანაზე.
თერაპიული ეფექტის მიღწევისას ცელანიდის სადღეღამისო დოზას ამცირებენ შემანარჩუნებელ დოზამდე-0,4მგ-მდე ვენაში ან კუნთებში -2მლ 0,02% -იანი ხსნარი.
შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით პრეპარატი ინიშნება 1მგ-მდე დღეღამური დოზით, გაყოფილი 2 მიღებაზე.
სწრაფი დიგიტალიზაციის მიზნით პერორალურად ინიშნება 6-8მგ პრეპარატი დღეღამეში 3-4-მიღებაზე გაყოფილი. შემანარჩუნებელი მკურნალობის სახით ინიშნება 1მგ-მდე სადღეღამისო დოზით, გაყოფილი 2 მიღებაზე.
ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია კლინიკური მდგომარეობის მიხედვით გრძელდება თვეების და წლების მანძილზე, პრეპარატის რეკომენდებული დოზები 12 ტაბ. 2-ჯერ დღეღამეში.

 

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფარმაცევტული:
კალიუმის პერმანგანატთან, ნიშადურ-ანისულის წვეთებთან, წყალბადის ზეჟანგთან, ვერცხლის ნიტრატთან, ჟოლოს სიროფთან, ალკალოიდების მარილებთან, სულფანილამიდებთან, ტანინთან კომბინაციით გლიკოზიდი წარმოქმნის ნალექს, მჟავებთან და ფუძეებთან-არააქტიურ პროდუქტებს.

ფარმაკოდინამიკური:
ბარბიტურატებთან (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის და მეტაბოლიზმის დაჩქარების გამო ცელანიდის ეფექტურობა მცირდება.
კალციუმის იონები ხასიათდებიან ცელანიდთან სინერგიზმით; ცელანიდის ვენაში შეყვანა კალციუმის ქლორიდთან, პანტოთენატთან, გლუკონატთან იწვევს ინტოქსიკაციის გაზრდას და გულის გაჩერებას. ცელანიდის და ამინაზინის კომბინაცია აძლიერებს სისხლის შედედების პროცესს. ცელანიდის და ჰეპარინის ერთდროული დანიშვნით შესაძლებელია ჰეპარინის ეფექტის შემცირება ცელანიდის ზემოქმედებით გამოწვეული სისხლის შედედების ფაქტორის გაძლიერების გამო.
ცელანიდის შეყვანისას ლინკომიცინთან ერთად ვითარდება ფსევდომემბრანული კოლიტი. ჰიპერტენზიული საშუალებები ამცირებენ ცელანიდის ექსკრეციას, აძლიერებენ მის ტოქსიკურობას, მსგავსი ნიშნები აღინიშნება ცელანიდის კომბინაციის დროს დიურეზულ საშუალებებთან (კალიუმისშემნახველი დიურეზული საშუალებების გარდა), ინსულინთან, ამფოტერიცინთან, გლუკოზის ხანგრძლივი გამოყენების, კორტიკოსტეროიდებთან, ანტიბიოტიკებთან ჰიპოკალიემიის და ჰიპომაგნიემიის გამო.
ამავე დროს რეკომენდებულია ცელანიდის მიღება ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. ცელანიდის შეყვანისას ანაბოლურ სტეროიდებთან, თიამინ ქლორიდთან, რიბოფლავინთან, პირიდოქსინთან, ფოლის, ოროტის მჟავებთან, მეთილურაცილთან, მეთიონინთან, უნითიოლთან, ფოსფადენთან, ინოზინთან ერთად ძლიერდება მისი ინოტროპული ეფექტი.

 

გვერდითი მოვლენები:
ცელანიდის მიღებით გამოწვეული ჭარბი დოზირების ან მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს შესაძლებელია პოლიტოპური ექსტრასისტოლიის, ბიგემინიის ან ტრიგემინიის, მკვეთრი ბრადიკარდიის, ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარება, გულის გამტარებლობის შესუსტება. ზოგჯერ აღინიშნება დიურეზის შემცირება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
იშვიათად შესაძლებელია თრომბოციტოპენია, კანზე გამონაყარი.

 

გამოშვების ფორმა: ცელანიდის 0,02% ხსნარის 1მლ ამპულები N10.
0,25მგ ტაბ. (0,00025გ) N 30.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ტაბლეტები და საინექციო ხსნარი ა სიის პრეპარატებია, ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
საინექციო ხსნარი ინახება არა უმეტეს +5°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა საინექციო ხსნარისათვის და ტაბლეტებისათვის-3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
გნცლს "ოპიტნი ზავოდ" გაკ "უკრმედპრომი"
უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ. 8.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.