ცელ ტ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. სარეგისტრაციო მოწმობა R-0003028.
გამოშვების ფორმა: სუბლინგვალური ტაბლეტები.
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:Cartilago suis D4, Funiculus umbilicalis suis D4, Embryo suis D4, Placenta suis (ჰორმონებისაგან თავისუფალი)D4-0,3მგ თითოეული;Rhus toxicodendron D2 - 0,54 მგ; Arnica montana D1 - 0,6 მგ; Dulcamara D2 - 0,15 მგ; Symphytum officinale D8 - 0,15 მგ; Sanguinaria canadensis D3 - 0,45 მგ; Sulfur D6 - 0,54 მგ; Nadidum (Nicotinamid-adenin-dinucleotid) D6, Coenzym A D6, Acidum alpha-liponicum D6, Natrium oxalaceticum D6 - 0,03 მგ თითოეული; Acidum silicicum D6 3,0 მგ.
ჩვენება: ართროზები(კერძოდ გონართროზები, პოლიართროზები, სპონდილართროზები, მხარ-ბეჭის სახსრის პერიართრიტი).
წინააღმდეგ ჩვენება: მომატებული მგრძნობელობა Rhus toxicodendron-ის შხამის მიმართ.
გვერდითი ეფექტები: არ გააჩნია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დოზირება: ჩვეულებრივ თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენის ქვეშ დადებით სრულ გაწოვამდ, წყლის მიყოლების გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შენახვის პირობები: დაიცავით გადახურებისგან!შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 50ან 250 ტაბლეტი კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.
ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის"პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
მწარმოებელი ფირმა: ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ", დოქტორ რეკევეგის შტრასე 2-4 D-76532 ბადენ-ბადენი, გერმანია ექსკლუზიური
წარმომადგენელი საქართველოში: შ.პ.ს."ნატუროპათი", 0177,თბილისი,ალ.ყაზბეგის გამზ.33 tel: (+995-32 ) 39-49-87 fax: (+995-32 ) 399-377 e-mail: info@heel.com.ge