ცეფასაბალი 1მლ #10ა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული ფიტოპრეპარატი შემადგენლობა:1 ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:
ეთანოლის ექსტრაქტი (1:1) Solidaginis herba - 1,5მგ; Sabalis serrulatae fructus - 2,5 მგ; ეთანოლის ექსტრაქტი (1:2) Sabalis serrulatae fructus - 1მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი. 1 აბი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:
Solidaginis herba - 3.75მგ;
Hippocastan semen - 6,25 მგ;
Sabalis serrulatae fructus - 1.25მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატული ლაქტოზა, სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებებით. საბალის ნაყოფის (Serenya ripens) ექსტრაქტი (ჯუჯა პალმის, Serenya ripens - მცოცავი პალმის, ან palmetto-ს) აინჰიბირებს რა 5-ალფა-რედუქტაზას, ახდენს ანტიანდროგენულ მოქმედებას, რის შედეგადაც ბლოკირდება დიჰიდროტესტოსტერონის ტესტოსტერონის ნეგატიური მოქმედება პროსტატის ფუნქციაზე.
Solidaginis herba ახდენს დიურეზულ, ანთების საწინააგმდეგო და მსუბუქ სპაზმოლიზურ მოქმედებას. ესცინი - ცხენის წაბლის აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ამცირებს ვენურ შეგუბებას წინამდებარე ჯირკვალში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით. სამი მცენარეული კომპონენტის ერთობლივი მოქმედების შედეგად ცეფასაბალი ამცირებს შარდვის სიხშირეს, ხელს უწყობს შარდის ნაკადის გაძლიერებას და ნარჩენი შარდის რაოდენობის შემცირებას. ჩვენებები:
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (I სტადია), შარდვის დარღვევა, შეგუბებითი (კონგესტიური) პროსტატიტი, მცირე მენჯში ვენური შეგუბება. დოზირება:
ამპულები:
1-2 მლ - დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად, კანქვეშ ან ინტრავენურად, 30 დღე.
ტაბლეტები:
პროსტატის ადენომა - 2 აბი 3-4-ჯერ დღეში;
პროსტატიტი - 2 აბი 2-3-ჯერ დღეში;
პროფილაქტიკისთვის - 1 აბი 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსს განსაზღვრავს კლინიკური სურათი. უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. გვერდითი მოვლენები:
გამოვლენილი არ არის. გამოშვების ფორმა:
ცეფასაბალი 1 მლ ამპულები №10,
ცეფასაბალი აბები №100. მწარმოებელი:
Cefak, Kempten/Gemany.
ჯუმბერი
2017-05-31
სად სევიდზინო
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება