ცეფანორმი
ცეფანორმი მცენარეული Cefanorm Pflanzlich
შემადგენლობა: 1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4მგ-ს, რაც შეესაბამება 40მგ მცენარეულ პრეპარატს. ექსტრაგენტი _ 60 % ეთილის სპირტი. ფარმაკოლოგიური მოქმედება: ცეფანორმის აქტიური ნივთიერება _ Agnus castus -ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. რეგულაცია დამოკიდებულია საწყის სიტუაციაზე, ე.ი. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება.
ჩვენებები: მენსტრუალური ციკლის დარღვევები, პრემენსტრუალური სინდრომი, მასტოდინია.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა Agnus castus-ის ( აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევაში _ ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით. ასეთ შემთხვევაში უნდა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს. გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.
გამოყენების წესი და დოზირება: ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს). მკურნალობის კურსი შეადგენს _ 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოშვების ფორმა: ცეფანორმი კაფსულები № 30 ბლისტერ-შეფუთვით
შენახვის პირობები: შეინახეთ შესაფუთში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 25°C.
მწარმოებელი ფირმა: ურსაფარმა, კემპტენი, გერმანია