ცედექსი სუსპენზია 36მგ/მლ 30მლ
საერთაშორისო დასახელება:
ceftibuten
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
J01DA39
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ceftibuten
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
J01DA39
ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მესამე თაობის ცეფალოსპორინები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
400 მგ 5 კაფსულა
36 მგ/1მლ 30 ფლაკონი ფარმაკოლოგიური თვისებები:
ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ცედექსი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ. ცედექსის მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით. მიკრობულ უჯრედზე ის მოქმედებს ბაქტეროიციდულად. შტამები, რომლებიც მდგრადნი არიან პენიცილინებისადმი, შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ცედექსის მიმართ. ჩვენებები:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფარინგიტი, ტონზილიტი, ქუნთრუშა მოზრდილებში და ბავშვებში, მწვავე სინუსიტი მოზრდილებში, შუა ყურის ანთება ბავშვებში;
- ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები, მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და მწვავე პნევმონია პაციენტებში, რომლებშიც შესაძლებელია პერორალური თერაპიის ჩატარება;
- გართულებული და გაურთულებელი საშარდე ტრაქტის ინფექციების დროს ბაშვებში და მოზარდებში;
- ენტერიტები და გასტროენტერიტები, რომლებიც გამოწვეულია Salmonella, Shigella ან E.coli- ით. მიღების წესები და დოზები:
ცედექსით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. ინფექციებისათვის, რომელთაც იწვევს Str. pyogenes ცედექსის თერაპიული დოზა ინიშნება არანაკლებ 10 დღის ხანგრძლივობით.
მოზრდილებში:
ცედექსის რეკომენდებული დოზაა - ერთი კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, როგორც ჭამის შემდეგ ასევე ჭამის წინ. მწვავე სინუსიტის, მწვავე ბრონქიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი დაავადებების დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღეში.
პნევმონიან ავადმყოფებში ცედექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ 2-ჯერ დღეში.
გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 9 მგ/კგ პერორალურ სუსპენზიას დღეში (მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მგ დღეში). ეს დოზა ინიშნება ერთხელ დღეში შემდეგი ჩვენებით: ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე ბრონქიტი, შუა ყურის ანთება, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები. მწვავე ენტერიტის სამკურნალოდ ბავშვებში საერთო დღიური დოზა შეადგენს 4.5 მგ/კგ 2-ჯერ დღეში. ბავშვებში 10 წელზე მეტი ასაკის და 45 კგ-ზე მეტი წონით რეკომენდებულია მოზარდის დოზის გამოყენება. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. უფრო იშვიათად აღინიშნება დისპეფსია, გასტრიტი, პირღებინება, მუცლის ტკივილი და შუილი ყურებში. ძალიან იშვიათად მოვლენების უმრავლესობა ექვემდებარება სიმპტომატურ მკურნალობას ან ქრება ცედექსით თერაპიის შემდეგ. უკუჩვენება:
ცედექსი უკუნაჩვენებია პაციეტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ახალშობილზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.
ბავშვებში 6 თვემდე არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა. განსაკუთრებული მითითებები:
საჭიროა ცედექსის დოზის კორეგირება თირკმელების უკმარისობიან ავადმყოფებში და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე.
სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია პენიცილინების მიმართ. როდესაც აღინიშნება ალერგიული რეაქცია ცედექსზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს არ აღინიშნება ტოქსიკური მოვლენები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კუჭის გამორეცხვა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შესაძლებელია ცედექსის ორგანიზმიდან ელიმინაცია ჰემოდიალიზით. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
შესწავლილია ცედექსის, ალუმინის და მაგნიუმის შემცველი ანტაციდებთან, რანიტიდინთან და ინტრავენურ თეოფილინთან ურთიერთქმედება, რის შედეგადაც დადგენილი იქნა, რომ ცედექს არ ახასიათებს მათთან შეუთავსებლობა. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30°C ტემპერატურაზე. განზავებული სუსპენზია ინახება 2-8°C ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია