ბუპივაკაინი ჰიდროქლორიდი 0.5%
ბუპივაკაინი ჰიდროქლორიდი 0.5%
სავაჭრო სახელწოდება: ბუპივაკაინი ჰიდროქლორიდი 0.5%
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): BUPIVACAINE HYDROCHLORIDE
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა (Polfa Warszawa S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 5 მგ/მლ (0,5%) 10მლ საინიექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქცია
ათქ კლასიფიკაციის კოდი
N01AX10 შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ბუპივაკაინი ჰიდროქლორიდი . . . . . . . 5 მგ დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, 10% მარილმჟავა, საინექციო წყალი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საანესთეზიო საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები
ბუპივაკაინი წარმოადგენს ხანგრძლივად მოქმედ ანესთეზიურ საშუალებას და გამოიყენება ქირურგიაში ადგილობრივი ან რეგიონალური ანესთეზიისათვის, სხვადასხვა დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურებისას და მეანობაში. ჩვენებები
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% გამოიყენება შემდეგი ჩვენებებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი ანესთეზიის საჭიროებისას:
– ინფილტრაციული ანესთეზია;
– პერიფერიული ნერვის ბლოკადა;
– ეპიდურალური ანესთეზია
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% კონკრეტულად რეკომენდებულია ტკივილის გასაყუჩებლად მაგ. მშობიარობის დროს, რადგან მისი სენსორული ნერვის ბლოკადა გაცილებით თვალსაჩინოა, ვიდრე მოტორული ბლოკადა. დოზირების რეჟიმი
პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს. მიიღება ეპიდურალურად ან პერინევრულად.
12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები და მოზრდილები:
ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები პროდუქტის დოზირების შესახებ ანესთეზიის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდების შემთხვევაში. ინდივიდუალური დოზა გამოითვლება კლინიცისტის გამოცდილების და პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
გახანგრძლივებული ანესთეზიის დროს უწყვეტი ბლოკადის ან განმეორებითი დოზის მეთოდის გამოყენებით, გათვალისწინებულ უნდა იქნას პლაზმაში ტოქსიკური კონცენტრაციის დონე, ან ადგილობრივად ნერვის დაზიანება. რეკომენდებული დოზები
ანესთეზია ქირურგიის დროს:
წელის ეპიდურალური ანესთეზია ქირურგიის დროს (1): კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 15-30 მლ; დოზა 75-150 მგ; შეყვანის დაწყება 15-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-3 სთ.
წელის ეპიდურალური ანესთეზია საკეისრო კვეთისას (1): კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 15-30 მლ; დოზა 75-150 მგ; შეყვანის დაწყება 15-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-3 სთ.
თორაკალური ეპიდურალური ანესთეზია ქირურგიის დროს (1):
– კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა 5-15 მლ; დოზა 12.5-37.5 მგ; შეყვანის დაწყება 10-15 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 1.5-2 სთ;
– კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 5-10 მლ; დოზა 25-50 მგ; შეყვანის დაწყება 10-15 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-3 სთ.
საკრალური ეპიდურალური ანესთეზია (1):
– კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა 20-30 მლ; დოზა 50-75 მგ; შეყვანის დაწყება 20-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 1-2 სთ;
– კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 20-30 მლ; დოზა 100-150 მგ; შეყვანის დაწყება 15-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-3 სთ.
პერიფერიული ნერვის ბლოკადა (2) (მხრის, ფემორალური, საჯდომი წნული): კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 10-35 მლ; დოზა 50-200 მგ; შეყვანის დაწყება 15-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 4-8 სთ.
ინფილტრაციული ანესთეზია, მცირე ნერვის ბლოკადა:
– კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა <60 მლ; დოზა <150 მგ; შეყვანის დაწყება 1-3 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 3-4 სთ;
– კონცენტრაცია 5.0 მგ/მლ; მოცულობა 30 მლ; დოზა 150 მგ; შეყვანის დაწყება 1-10 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 3-8 სთ.
ძლიერი ტკივილის მკურნალობა ეპიდურალური ლუმბარული:
ერთჯერადი დოზა (3) (მაგ. პოსტოპერაციული ანესთეზია): კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 30 წუთი; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 30 წუთი; შეყვანის დაწყება 2-5 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 1-2 სთ. უწყვეტი ანესთეზია (4):
– კონცენტრაცია 1.25 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 10-15 სთ; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 12.5-18.8 სთ;
– კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 5-7.5 სთ; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 12.5-18.8 სთ.
უწყვეტი ანესთეზია მშობიარობის დროს (4): კონცენტრაცია 1.25 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 5-10 სთ; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 6.25-12.5 სთ.
თორაკალური ეპიდურალური უწყვეტი ანესთეზია:
– კონცენტრაცია 1.25 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 5-10 სთ; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 6.3-12.5 სთ;
– კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 4-7.5 სთ; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 10-18.8 სთ. ინტრა-არტიკულარული ბლოკადა (6) (მაგ. ერთჯერადი ინექცია მუხლის ართროსკოპიის შემდეგ): კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 40; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 100; შეყვანის დაწყება 5-10; შეყვანის ხანგრძლივობა 2-4 სთ მოხსნის შემდეგ.
ინფილტრაციული ანესთეზია, მცირე ნერვის ბლოკადა: კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; 6-15 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 60; 15-37.5 დოზებს შორის უმცირესი ინტერვალია 150; შეყვანის დაწყება 1-3; შეყვანის ხანგრძლივობა 3-4 სთ მოხსნის შემდეგ.
1) დოზა მოიცავს ტესტ-დოზას;
2) ძირითადი ნერვის ბლოკადის დროს, დოზა უნდა დარეგულირდეს მიღების ადგილის და პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ნეკნთაშუა ნერვების და მხრის წნულის ანესთეზია პრეპარატის მკერდის ძვლის ზედა არეში შეყვანით დაკავშირებულია სერიოზული გვერდითი მოვლენების ხშირ გამოვლენასთან, მიუხედავად გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებისა;
3) საერთო დოზა ≤400 მგ/24 სთ;
4) ეს ხსნარი ძირითადად გამოიყენება ოპიოიდურ საშუალებებთან ერთად ეპიდურალური ანესთეზიის დროს ტკივილის გასაყუჩებლად. საერთო დოზა ≤400 მგ/24 სთ;
5) თუ პაციენტი სხვა საანესთეზიო საშუალებებთან ერთად იღებს ბუპივაკაინს, ამ უკანასკნელის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ-ს;
6) დაფიქსირებულია ქონდროლიზის შემთხვევები პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ პოსტ-ოპერაციული უწყვეტი ანესთეზია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით. ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენება ამ ჩვენებით მიზანშეწონილი არ არის. ზემოთ მოცემული დოზები საკმარისია ანესთეზიის მისაღწევად მოზრდილ პაციენტებში. შეყვანის დაწყება და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განსხვავდება პაციენტებში. ზემოთ მოცემული მოცულობები ჩვეულებრივ წარმოადგენენ საჭირო დოზის დიაპაზონს. გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ინდივიდულური მოთხოვნები და სხვადასხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ინდივიდუალური ანესთეზიის მეთოდზე.
თავიდან აიცილეთ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების არასაჭირო მაღალი დოზის გამოყენება. ძირითადი ნერვების ყველა ნერვული ბოჭკოს სრული ბლოკადისათვის აუცილებელია პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია. მცირე ნერვების სრული ბლოკადისათვის, ან მშობიარობის ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი კონცენტრაციით გამოყენება. სამკურნალო საშუალების მოცულობა განისაზღვრება გასაუტკივარებელი ადგილის ფართობით.
პრეპარატის გამოყენებისას, ინტრავასკულარული შეყვანის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ფრთხილი ასპირაცია. ბუპივაკაინის ძირითადი დოზა შეიყვანება ნელა, 25 მგ-50 მგ/წთ სიჩქარით, ან პრეპარატი შეიყვანება დაყოფილი დოზებით და უწყვეტად ხდება დაკვირვება სასიცოცხლო ნიშნებზე და პაციენტთან მყარდება ვერბალური კონტაქტი.
ეპიდურალურ სივრცეში პრეპარატის შეყვანამდე რეკომენდებულია ბუპივაკაინის ხსნარის ტესტ-დოზის გამოყენება დოზით 3-5 მლ ადრენალინთან ერთად. შემთხვევითი ინტრავასკულარული ინექციის ამოცნობა ხდება გულის რითმის გახშირების საფუძველზე, ხოლო შემთხვევითი ინტრათეკალური ინექციისას ვლინდება სპინალური ბლოკადის ნიშნები. მწვავე ტოქსიკურობის აღმოცენებისას ინექცია წყდება დაუყოვნებლივ. არსებული დაკვირვებები მიუთითებს, რომ დღიური დოზა – 400 მგ, კარგად გადაიტანება საშუალო ასაკის მოზრდილებში.
1-12 წლის ასაკის ბავშვები:
ძლიერი ტკივილის მკურნალობა (ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში)
საკრალური ეპიდურალური ანესთეზია: კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა 0.6-0.8 მლ; დოზა 1.5-2 მგ; შეყვანის დაწყება 20-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-6 სთ.
წელის ეპიდურალური ანესთეზია: კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა 0.6-0.8 მლ; დოზა 1.5-2 მგ; შეყვანის დაწყება 20-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-6 სთ.
თორაკალური ეპიდურალური ანესთესთეზია: კონცენტრაცია 2.5 მგ/მლ; მოცულობა 0.6-0.8 მლ; დოზა 1.5-2 მგ; შეყვანის დაწყება 20-30 წთ; შეყვანის ხანგრძლივობა 2-6 სთ.
ზემოთ მოცემული დოზები რეკომენდებულია ბავშვებში გამოსაყენებლად. პაციენტებში დოზები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდალურად. აუცილებელია დოზის შემცირება სხეულის დიდი წონის მქონე ბავშვებში. დოზა განისაზღვრება სხეულის ნორმალური წონის საფუძველზე. გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ინდივიდულური მოთხოვნები და სხვადასხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ინდივიდუალური ანესთეზიის მეთოდზე. რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის არის 2 მგ/კგ.
პროდუქტის დაბალი კონცენტრაციის მისაღებად 0.5%-იანი ხსნარი უნდა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან ხსნარში, ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 24 საათისა 2-80ჩ ტემპერატურის პირობებში (მაცივარში). გვერდითი მოვლენები
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა ადამიანში.
გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია გამოვლენის სიხშირის მიხედვით (ძალიან ხშირი ≥10, ხშირი ≥1/100, <1/10; არახშირი ≥1/1000, <1/100; იშვიათი ≥1/10 000, <1/1000; ძალიან იშვიათი <1/10 000).
ვასკულარული დარღვევები: ძალიან ხშირი – ჰიპოტენზია; ხშირი – ჰიპერტენზია.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ძალიან ხშირი – გულისრევა; ხშირი – ღებინება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – პარესთეზია, თავბრუსხვევა; არახშირი – ც.ნ.ს. სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები და სიმპტომები (კონვულსიები, ტუჩების გარშემო შეგრძნების დაკარგვა, ენის გაბუჟება, ჰიპერაკუზია, მხედველობის დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა, ტრემორი, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, მეტყველების არტიკულაციის გაუარესება); იშვიათი – ნეიროპათია, პერიფერიული ნერვის დაზიანება, არაქნოიდიტი.
დარღვევები გულის მხრივ: ხშირი – ბრადიკარდია; იშვიათი – გულის გაჩერება, არითმია.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
რესპრატორული, თორაკალური და მედიასთინალური დარღვევები: იშვიათი – სუნთქვის დათრგუნვა.
დარღვევები მხედველობის მხრივ: იშვიათი – მხედველობის გაორება.
დარღვევები თირკმლის და შარდის გამოყოფის მხრივ: ხშირი – შარდის შეკავება. უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5%:
– თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ბუპივაკაინის ან ამიდების ტიპის სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
– ინტავენური რეგიონალური ანესთეზიისათვის (Bier’s block);
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო პაციენტებში:
– კარდიოვასკულარული უკმარისობით (განსაკუთრებით ეპიდურალური ანესთეზიის დროს), ან დარღვევებით გულის მხრივ, რადგან ეს პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბუპივაკაინის ტოქსიკური ეფექტებისადმი. ასეთ პაციენტებში ექიმი შეამცირებს ბუპივაკაინის დოზას;
– ღვიძლის დაავადებით, ან ღვიძლის შემცირებული პერფუზიით;
– მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობით (რაც გამოწვეულია მაგალითად დეჰიდრატაციით, სისხლდენით, ძლიერი ასციტით გამოწვეული ვენების გაუარესებული შეშუპებით, მუცლის ღრუში დიდი ზომის სიმსივნით, პროგრესირებადი ორსულობით), განსაკუთრებით ეპიდურალური ანესთეზიის დროს, რადგან სისხლის წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს და გამოვლინდეს გულის რითმის დაქვეითება;
ანესთეზია უნდა ჩატარდეს ანესთეზიის ტექნიკის მცოდნე ექიმის მიერ, რომელმაც იცის ბუპივაკაინის დოზის გადაჭარბების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის ადრეულ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმის აზრით სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია: ბუპივაკაინი გამოიყოფა დედის რძით ისეთი კონცენტრაციით, რომელიც არ ახდენს გავლენას ბავშვზე. განსაკუთრებული მითითებები
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% გამოყენების დროს:
– ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეანიმაციის აღჭურვილობა, ჟანგბადი და საჭირო მედიკამენტები;
– აუცილებელია გულის ფუნქციის და სუნთქვის, ცნობიერების და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების უწყვეტი მონიტორინგი;
– დაუშვებელია ბუპივაკაინის შეყვანა სისხლძარვებში (მაგ. თავის და კისრის არეში ნერვული ბლოკადისას ან ძირითადი ნერვის ბლოკადის დროს), რადგან შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე სისტემური ტოქსიკურობის სიმპტომები (მოწამვლა, კონვულსიები, გულის გაჩერება);
– თავის და კისრის არეში რეგიონალური ბლოკადისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს პრეპარატის შემთხვევით, ინტრავასკულარულად შეყვანის მომატებული რისკი;
– ბუპივაკაინის მრავალჯერადმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს მისი კონცენტრაცია ქსოვილებსა და შრატში და გამოიწვიოს ტოქსიკური სიმპტომები;
– ალერგიული რეაქციები არ არის გამორიცხული. თუმცა, პირებში, რომლებსაც რთული ეთერის ტიპის ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებების (მაგ. პროკაინი, ტეტრაკაინი) მიღების შემდეგ განუვითარდათ ალერგიული რეაქციები, არ გამოვლენილა ალერგიული რეაქციები ამიდების ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას (მაგ. ბუპივაკაინი);
– რეტრობულბარული ანესთეზიის დროს დაფიქსირდა გულის გაჩერების შემთხვევები.
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში რეკომენდირებული დოზა არის 2 მგ/კგ.
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% გამოყენება პაციენტებში ღვიძლის გაუარესებული ფუნქციით: პრეპარატი სიფრთხილით და დაბალი დოზით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან არსებობს ორგანიზმის სითხეებში მისი გადაჭარბებული კონცენტრაციის და აკუმულაციის რისკი (მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას).
ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის 0.5% გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: სამკურნალო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: დოზიდან გამომდინარე, ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებები სუსტად მოქმედებენ მართვის უნარზე. ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ძირითადად მოიცავს კარდიოვასკულარულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
შემთხევითმა ინტავასკულარულმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური სიმპტომების დაუყოვნებლივი გამოვლენა (ინექციიდან რამდენიმე წამში ან წუთში). დოზის გადაჭარბებისას სისტემური ტოქსიკურობის სიმპტომები ვლინდება მოგვიანებით (ინექციიდან 15-60 წუთში) სისხლში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციის ნელი მატების გამო.
ტოქსიკურობა ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ვითარდება თანდათანობით. პირველ სიპტომებს ჩველებრივ წარმოადგენს ორალური და ცირკუმორალური პარესთეზია, ენის გაბუჟება, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, ჰიპერაკუზია, მხედველობის დარღვევები. არტიკულაციის სირთულე და კუნთების თრთოლვა ვლინდება მოგვიანებით და შეიძლება წინ უსწრებდეს გენერალიზებულ კონვულსიებს. ამას შესაძლოა მოყვეს დიდი ეპილეფსიური შეტევა და ცნობიერების დაკარგვა რამდენიმე წამით ან წუთით. გულყრების დროს ხშირად ვლინდება ჰიპოქსია და ჰიპერკაპნია, რაც გამოწვეულია კუნთების მომატებული მოძრაობით და არაადექვატური ვენტილაციით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება აპნოე. აციდოზი, ჰიპოკალემია და ჰიპოქსია ზრდის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ტოქსიკურ ეფექტს. მდგომარეობიდან გამოსვლა ხდება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გადანაწილებით ცენტრალური ნერვული სისტემიდან, მეტაბოლიზმის და წამლის ექსკრეციის საფუძველზე. ეს ხდება სწრაფად, თუ სამკურნალო საშუალება ძალიან დიდი დოზით არ არის შეყვანილი. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კარდიოვასკულარული ტოქსიკურობის სიმპტომები. ამ სიპტომებს ჩვეულებრივ წინ უსწრებს ც.ნ.ს ტოქსიკურობის ნიშნები, რომლებიც შესაძლოა შენიღბოს ზოგადმა ანესთეზიამ, ან სედატიური საშუალებების მაღალმა დოზებმა. ბუპივაკაინის მაღალი სისტემური კონცენტრაციებისას შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, არითმია და გულის გაჩერებაც კი. იშვიათ შემთხვევებში გულის გაჩერებას ადგილი ქონდა ც.ნ.ს ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლენის გარეშე.
ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის გაკეთებისას რთულია ტოქსიკურობის სიმტომების ადრეული გამოვლენა. მწვავე ტოქსიკური სიმპტომების მკურნალობა: მწვავე ტოქსიკური სიმპტომების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის შეყვანა.
ჰიპოტენზიის და ბრადიკარდიის გამოვლენისას ინტრავენურად შეყავთ 5-10 მგ ეფედრინი და საჭიროების შემთხვევაში დოზა განმეორებით მიიღება 2-3 წუთის შემდეგ. ბავშვებში ეფედრინის დოზა დამოკიდებულია მათ ასაკსა და სხეულის წონაზე. გულის გაჩერების შემთხვევაში აუცილებელია ხანგრძლივი რეანიმაცია.
გულყრების დროს, მის შესაჩერებლად და ცირკულაციის შესანარჩუნებლად, მკურნალობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ვენტილაციის და საკმარისი ჟანგბადის შენარჩუნება. ყოველთვის უნდა მოხდეს ჟანგბადის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება დამხმარე, ან კონტროლირებული ვენტილაცია (ჟანგბადის ნიღაბი, ბალიში, ან ინტრატრაქეალური ინტუბაცია). თუ გულყრები სპონტანურად არ შეჩერდა 15-20 წამის განმავლობაში პაციენტს უნდა გაუკეთდეს ანტიკონვულსანტი ინტრავენურად. 1-3 მგ/კგ თიოპენტალის მიღება ინტრავენურად სწრაფად ხსნის გულყრებს. ალტერნატიულად შეიძლება 0.1 მგ/კგ დიაზეპამის ინტრავენურად გამოყენება, თუმცა მისი მოქმედება იქნება ნელი. გახანგრძლივებულმა გულყრებმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და ჟანგბადის მიწოდების გაუარესება. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კუნთის სარელაქსაციო საშუალება, მაგ. სუქცილინქოლინი 1 მგ/კგ, რაც მოითხოვს ტრაქეალურ ინტუბაციას და კონტროლირებულ ვენტილაციას. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
ბუპივაკაინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ სხვა ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს ან პრეპარატებს, რომლებიც სრტუქტურულად დაკავშირებულნი არიან ამიდების ტიპის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან, მაგ. არითმიის საწინააღმდეგო კონკრეტული საშუალებები, როგორიცაა ლიდოკაინი, რადგან სისტემური ტოქსიკური გავლენა შეიძლება იყოს ადიტიური.
არ ჩატარებულა კონკრეტული კვლევა ბუპივაკაინის და არითმიის საწინააღმდეგო საშუალებების კლასი III (მაგ. ამიოდარონი) ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით; ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მათი ერთდროული გამოყენებისას. შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს.
განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი ინახება არაუმეტეს 24 საათისა 2-8°C ტემპერატურის პირობებში (მაცივარში).
ვარგისობის ვადა: 3 წელი აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.