newhospitals

ბრუმიქსოლი 30გ ვაგ.კრემი

ბრუმიქსოლი 30გ ვაგ.კრემი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2874ნახვა

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები:
* 1% ლოსიონის 100 მლ შეიცავს: ციკლოპიროქსოლამინი 1გ
* 1% დერმატოლოგიური და ვაგინალური საცხის 100გ შეიცავს: ციკლოპიროქსოლამინი 1გ
* 1 ვაგინალური ტაბლეტის 100 მგ შეიცავს: ციკლოპიროქსოლამინს 0,100 გ

 

დამხმარე საშუალებები:
* ლოსიონი:
პოლიოქსიეთილენეგლიკოლი 400 გ 85; რძემჟავა გ 0,3; დემინერალიზებული წყალი 100 მლ-მდე.
* ვაგინალური და დერმატოლოგიური საცხი:
2 ოქტილდოდეკანოლი გ 5, 75; თხევადი ვაზელინი გ 5, 75; ცეტილის სპირტი გ 5,75; სტეარილის სპირტი გ 7,75; მირისტილის სპირტი 3 გ; ქოქოსის ცხიმოვანი მჟავების დიეთანოლამიდი 4გ; პოლისორბატი 60 3,6 გ; სორბიტის მონოსტეარატი 1.5 გ; რძემჟავა 0.513 გ; ბენზილის სპირტი 1გ; დემინერალიზებული წყალი 100 მლ-მდე.
* 100 მგ ვაგინალური ტაბლეტები:
მყარი ნახევრად-სინთეზური გლიცერიდები გ 2, 275; პოლიეთილენგლიკოლის სტეარატი გ 0,300; ბენზოის მჟავა გ 0, 025.

 

ფარმაცევტული ფორმები:
ლოსიონი, დერმატოლოგიური საცხი, ვაგინალური საცხი, ვაგინალური ტაბლეტები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციკლოპიროქსოლამინის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ნათლად იქნა დადასტურებული რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომში, როგორც in vitro, ისე in vivo.
ციკლოპიროქსოლამინი ავლენს ძლიერ ანტაგონისტურ მოქმედებას მრავალი სოკოების მიმართ (დერმატოფიტები, საფუარები, ობი), კანდიდა, ტრიქოფიტონი, მიკროსპორუმი, ასპერგილოზი და სხვა, ასევე პროტოზოების (ტრიქომონებზე), ზოგიერთი გრამ პოზიტიური ბაქტერიების, ხოლო შედარებით ნაკლები რაოდენობით გრამ-ნეგატიური მიკროორგანიზმების მიმართ.
ციკლოპიროქსოლამინი მოქმედებს, როგორც სოკოს უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ინჰიბიტორი.
პოლი-ანტიბიოტიკებისა და იმიდაზოლური წარმონაქმნებისაგან განსხვავებით, ციკლოპიროქსოლამინი არ არის აქტიური მემბრანის დონეზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხდება მისი ფიქსირება უჯრედების მემბრანაზე და ციტოპლაზმურ ორგანოიდებზე.
მისი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ძირითადათ ემყარება აბსრორბციის ინჰიბირებას და სოკოს უჯრედებში სხვადასხვა სახის სუბტრატების დალექვას (ამინომჟავები, კალიუმი, ფოსფატები), რომლებიც აუცილებელია სოკოვანი უჯრედების და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად.
ტოქსიკოლოგიური თვისებები: ტოქსიკოლოგიური ტესტებით, რომლებიც ჩატარდა სხვადასხვა სახეობის ცხოველებში, დადასტურდა, რომ ბრუმიქსოლი არის ადვილად შეგუებადი. ის ასევე არ იწვევს ტერატოგენურ ან მუტაგენურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:
ციკლოპიროქსოლამინის ეფექტურობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იგი კარგად აღწევს რქოვანას შრეში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ჰიპერკერატოზულია. პრეპარატს ასევე გააჩნია სასურველი დოზა/ეფექტის კოეფიციენტი.
ყურადსაღებია ციკლოპიროქსოლამინის ეპიდერმული აბსორბაცია: პიკი შეადგენს 1.38%, ნივთიერება მეტაბოლიზდება და სწრაფად გამოიყოფა.
ვაგინალური აბსორბაცია ეპიდერმულის მსგავსია.

 

თერაპიული ჩვენებები:
კანის და ვაგინალური ინფექციები გამოწვეული სხვადასხვა სახის სოკოებით, როგორიცაა: დერმატოფიტები, საფუარები, ობი, პროტოზოა, ასევე ინფექციები გამოწვეული გრამ პოზიტიური ბაქტერიებით. ამდენად, განსაკუთრებული თერაპიული ჩვენებებია შერეული სახის ინფექციები; ტრიქომონა.

 

უკუჩვენებები:
დადგენილია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა ციკლოპიროქსოლამინის მიმართ.
არასასურველი რეაქციები: ბრუმიქსოლის მიღება ადგილობრივად (კანქვეშა ან ვაგინალური გზით) სტანდარტული დოზებით კარგი ამტანობით ხასიათდება.
გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ძალზედ იშვიათად. ესენია: ქავილი, წვა, მგრძნობელობის მომატება და კანის მსუბუქი გაღიზიანება, რაც დროებითი ხასიათისაა.
ადგილობრივად მისაღები პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა გამოიწვიოს სენსიტიზაცია.
შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია, იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული რეაქციები ან რეზისტენტული სოკოები. განსაკუთრებული გაფრთხილებები გამოყენებისას: ექიმის მიერ რეკომენდებული ჰიგიენის დაცვა აუცილებელია მკურნალობის მთელ პერიოდში. ვინაიდან დასაშვებია ინფექციის პარტნიორისთვის გადადება, სასურველია მისი კონტროლი ექიმის მიერ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში შეიძლება ექიმის კონტროლის ქვეშ.ინიშნება ორსულობის მე-3 ტრიმესტრში.
დერმატოლოგიურად ინიშნება 6 წლიდან.

ურთიერქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთმოქმედების სხვა ფორმები: არ არის ცნობილი.

 

დოზირება და მიღების წესი:
1% ლოსიონი და 1% დერმატოლოგიური საცხი:
რეკომენდებული დღიური დოზა: ინფიცირებულ ადგილას წაისვით რამდენიმე გრამი საცხი და ლოსიონი დღეში ორჯერ.
მწვავე შემთხვევაში მოცემული დოზა შეიძლება გაიზარდოს ექიმის კონსულტაციით. სტერილური მარლით გაიწმინდეთ დაინფიცირებული ადგილები.
საცხის ან ლოსიონის წასმის შემდეგ ნაზი მასაჟით შეიზილეთ.
ფრჩხილების მიკოზის შემთხვევაში, სასურველია ოკლუზიური ნახვევის გამოყენება.
ექიმის რჩევის მიხედვით, გააგრძელეთ პრეპარატის წასმა რამდენიმე ხანს სრული კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.

მკურნალობის საშუალო პერიოდია: 3 კვირა.
1% ვაგინალური საცხი და 100 მგ ვაგინალური ტაბლეტები.
ინფექციის დონის გათვალისწინებით და ექიმის რჩევის შესაბამისად, ინტრავაგინალურად წაისვით 1% საცხის 5გ დღეში ერთხელ სპეციალური დოზების აღმნიშვნელი წასასმელი საშუალებით, ან შეიყვანეთ ღრმად ვაგინალურად ერთი 100 მგ ოვული ყოველ ღამეს ძილის წინ.

 

ჭარბი დოზა:
ჭარბ დოზასთან დაკავშირებული რისკის შესახებ არ არის ცნობილი.
გაფრთხილებები. შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია, იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ან რეზისტენტული სოკოები . ვინაიდან შესაძლებელია პარტნიორის დაინფიცირება, სასურველია იგი იყოს სამედიცინო კონქტროლის ქვეშ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელახალი დაინფიცირება ვაგინალური მიკოზების შემთხვევაში; ასევე სასურველია, თუ იმავედროულად პარტნიორიც ჩაიტარებს მკურნალობას ბრუმიქსოლის საცხით.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ზემოქმედება ავტომობილის მართვაზე და მანქანა-დანადგარების გამოყენებაზე:
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის და მანქანა-დანადგარების მართვაზე.

 

შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი

 

შენახვის ვადა: გაუხსნელად 36 თვე

 

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

 

კონტეინერის ფორმა და შემცველობა:
ლოსიონი - 1% - 30 მლ ბოთლი;
დერმატოლოგიური კრემი - 15-30 გ ტუბი;
ვაგინალური საცხი - 15-30გ ტუბი 1 წასასმელი საშუალებით;
ვაგინალური აბები -----100 მგ - 6 აბი კოლოფში.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
BRUSCHETINI S.r.l. via isonzon 6-16147 გენუა.

 

პრეპარატის გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.