newhospitals

ბროვენსინი

ბროვენსინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
28639ნახვა

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
ბროვენსინი / Brovensin


სავაჭრო დასახელება:
ბროვენსინი,
BROVENSIN


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება:
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი, 
Bromhexine hydrochloride
ტერბუტალინის სულფატი, Terbutaline sulphate
გვაიფენეზინი, Guaifenesin


წამლის ფორმა:

სიროფი
აღწერილობა:  ბლანტი ვარდისფერი სითხე.


შემადგენლობა:
სიროფის 10 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ,
ტერბუტალინის სულფატი 2,5 მგ,
გვაიფენეზინი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გლიცერინი, პონსო 4R სუპრა, პროპილენგლიკოლი, კალიუმის სორბატი, მაკროგოლი, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, არომატიზატორი "ჟოლო", ლევომენთოლი,  გასუფთავებული წყალი.


პრეპარატის ათქ კოდი: R05C


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგო
პრეპარატებთან კომბინაციების გარდა).


ფარმაკოლოგიური თვისებები:

 

ფარმაკოდინამიკა

ბროვენსინი წარმოადგენს ხველის და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალწამლო საშუალებას, რომლის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი - მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლიმერიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას სუნთქვის პროცესში.

ტერბუტალინის სულფატი - ადრენომიმეტური საშუალება, სელექტიურად ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს, რის გამოც ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას.

გვაიფენეზინი - ამოსახველებელი საშუალება, მისი მოქმედება დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობის და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს ანქსიოლიზური მოქმედება გააჩნია.

 

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების თვისებების ერთობლიობით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი.
 

გამოყენების ჩვენებები:

-ხველის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ნახველის გამოყოფასთან და/ან თან ახლავს ბრონქოსპაზმი.

-ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.


უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ლაქტაციის პერიოდი
- 2 წლამდე  ასაკი.


მიღების წესი და დოზირება:
ბროვენსინი მიიღება შიგნით ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის განზავება წყლით ან ხილის წვენით. სიროფის დოზირებისათვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში

 

ბროვენსინი ინიშნება შემდეგნაირად:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: სიროფის 10 მლ 3-ჯერ დღეში

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიროფის 5მლ 3-ჯერ დღეში
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიროფის 2,5 მლ 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

 

არასასურველი რეაქციები:

არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა; იშვიათად – პეპტიური წყლულის გამწვავება.

გულის და სისხლძარღვების მხრივ: ხშირად – გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა.

სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრივ: ხშირად – სმენის დაქვეითება.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – ალერგიული გამონაყარი კანზე.

საერთო დარღვევები: ხშირად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ოფლიანობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

ბროვენსინი არ უნდა იქნას დანიშნული კოდეინის  შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთა, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფის პროცესს.

ბროვენსინთან ერთად არ უნდა მოხდეს დამატებით ამოსახველებელი პრეპარატების დანიშვნა.

სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში (გართულებული სუნთქვა, სახის, კისრის, ყელის შეშუპება) დაუყოვნებლივ საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს პეპტიური წყლულის არსებობის შემთხვევაში.

პაციენტებში ასთმით, სასუნთქი გზების ანთებით (ბრონქიტი), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ემფიზემით, ფილტვების შეშუპებით, მწეველის ხველით, პორფირიით, გლაუკომით, ასევე პაციენტებში, რომლებსაც გართულებული აქვთ შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ფონზე, პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და სიფრთხილის ზომების დაცვა. 

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა და დოზის კორექცია პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულის უკმარისობით, არითმიით, ჰიპერტონიით, პაციენტებში მაღალი ტემპერატურით, ჰიპერთირეოზით, შაქრიანი დიაბეტით, პაციენტებში გულყრით მიმდინარე დარღვევებით. 

გვაიფენეზინის მეტაბოლიტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ შარდის ფერის შეცვლა და იმოქმედონ შარდში 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავის და ვანილილნუშის მჟავის განსაზღვრის შედეგებზე პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში.

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ ხველა ნარჩუნდება ან ხველასთან ერთად ვლინდება ჰიპერთერმია, გამონაყარი კანზე, ხანგრძლივი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

არ უნდა მოხდეს პრეპარატის დანიშვნა მონოამინოოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად ან მაო-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერვული აგზნებადობის, თავბრუსხვევის, უძილობის ან ახალი სიმპტომების გამოვლენისას.
 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.


გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის დროს ბროვენსინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ბროვენსინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

 

გამოყენება პედიატრიაში:

პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში 2 წლის ასაკიდან.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

სიმპატომიმეტიკებთან და თეოფილინთან პრეპარატის ერთდროული
გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება მისი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა. 
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სედაციურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად.

ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედებას.
ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში. 

საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის. 

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ტაქიკარდია, ტრემორი, ცნობიერების დარღვევები, კრუნჩხვები, ექსტრასისტოლია, ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. სიმპტომური თერაპია.
 

გამოშვების ფორმა:

 სიროფის 100 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან ერთად გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!


ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი:

"World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.", Turkey

 

სად შევიძინოთ?

სულ 289 აფთიაქში

ავერსი

რუსთაველის №143

32.74

ავერსი

ჭავჭავაძის გამზ. №54

32.74

ავერსი

ც.დადიანის ქ. №321

32.74

ავერსი

აღმაშენებლის ქ. №16

32.74

ავერსი

ქ.წამებულის №91-ის წინ

32.74
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.