newhospitals

ბრონქომილი

ბრონქომილი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5541ნახვა
“ბრონქომილი” “Bromqomili” დამზადებულია თ. ალაშვილის რეცეპტით ექსკლუზიურად „სიმილია ფარმა“-სათვის.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა: Ipecacuanha C6 5ml, Sambucus nigra C6 5ml, Bryonia dioica C6 5ml, Spongia tosta C6 5ml, Cuprum arsenicosum C12 5ml, Antimonium tartaricum C30 3ml, Carbo vegetabilis C30 2ml. ეთანოლი 45მოცულობითი % - 5მლ.

გამოყენების რეკომენდაცია: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი: მასში შემავალი მცენარეული კომპონენტების აქტიური ნაერთების სასუნთქი სისტემის მიმართ ტროპიზმის გამო ახასიათებს ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქული ხის ამომფენ ლორწოვანზე ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო და მაანესთეზირებელი მოქმედება, გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მედიატორების სინთეზისა და ეფექტორული იმუნური უჯრედების მიგრაციის შემცირებით, ჰისტამინური და ადრენორეცეპტების ბლოკირებით. რესპირატორული ინფექციების (ვირუსული, ბაქტერიული და სხვ.) პათოგენეზური ფაქტორების პრო-ანთებითი მოქმედების შემცირების მექანიზმით ავლენს ნახველის ჰიპერსეკრეციის, ბრონქების ჰიპერრეაქტიულობის და ობსტრუქციის შემცირების ეფექტებს. ახასიათებს ზომიერი მუკოლიზური ეფექტიც, რაც დაკავშირებულია მის სეკრეტომოტორულ რეფლექტოგენურ აქტივობასთან - გასტრო-პულმონური რეფლექსის აქტივაციის გზით ბრონქების სეკრეტული ფუნქციისა და პლაზმის ტრანსუდაციის სტიმულაციის შედეგად ნახველის გათხიერებასთან. ბრონქების მუკოცილიარული კლირენსის აღდგენისა და ხველის რეფლექტოგენური რეცეპტორების გაღიზიანებადობის ზღურბლის აწევის გზით ამცირებს მშრალი, არაპროდუქტიული ხველის ინტენსივობას და აქვს ხველების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჩვენებები: მშრალი, სპაზმური ხველის სიმპტომური მკურნალობა, განვითარებული რესპირატორულ-ვირუსული და ბაქტერიული ინფიცირების და ალერგიული გენეზის ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, მ.შ. ქრონიკული ბრინქიტი, ყივანახველა, პლევმონია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

მიღების წესი და დოზირება: 50-100 მლ წყალში გახსნილი 5 წვეთი პრეპარატი დღეში 3-ჯერ საკვების მიღებამდე 1 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ

ჩვენება: არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: შპს ”სიმილია ფარმა”-ს დაკვეთით, შპს ”დავათი”, თბილისი, საქართველო.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.