newhospitals

ბრონქოდილი

ბრონქოდილი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
32223ნახვა
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბრონქოდილიBRONCHODIL
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლი/AMBROXOL

წამლის ფორმა: სიროფი 15მგ / 5მლ

აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი, ოდნავ ბლანტი, უფერო ან მოყვითალო ელფერით, მექანიკური მინარევების გარეშე, ხენდროს სურნელით.

შემადგენლობა: სიროფის 100გრ შეიცავს 0,3გრ. ან 0,6გრ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს, და დამხმარე ნივთიერებებს: ბენზოის მჟავას, ღვინის მჟავას, პროპილენგლიკოლს, გლიცერინს, სორბიტს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს, ნატრიუმის საქარინს, ხენდროს არომატიზატორს, გასუფთავებულ წყალს.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი ეფექტით. ბრონქოდილი ათხელებს ნახველს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულირების ხარჯზე. ზრდის ლორწოვანი სეკრეციის შედგენილობას, ცვლის ნახველის სეროზული და ლორწოვანი კომპონენტების თანაფარდობას. ამ დროს აქტივირდებიან მაჰიდროლიზირებელი ფერმენტები და ძლიერდება ლიზოსომების გამოთავისუფლება კლარკის უჯრედებიდან, რაც იწვევს ნახველის სიბლანტის შემცირებას. ბრონქოდილი ზრდის სურფაქტანტის შემცველობას ფილტვებში, რაც დაკავშირებულია, მისი სინთეზის და სეკრეციის გაძლიერებასთან ალვეოლარულ პნევმოციდებში, რის შედეგადაც თავიდანაა აცილებული მისი დაშლა. უმნიშვნელოდ ითრგუნება ხველა.

ჩვენებები: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი ნახველის გამოყოფა. - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი. - ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. - ბრონქიალური ასთმა ნახველის ამოღების გართულებით. - პნევმონია. - ბრონქოექტაზიური დაავადება.
დოზირების რეჟიმი: პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. 15მგ/5მლ
ბრონქოდილის ხსნარი ინიშნება შემდეგ რეჟიმში: ასაკი რეკომენდებული დოზა მიღების სიხშირე ზრდასრულებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ - 10მლ(2 ჩაის კოვზი) - 3-ჯერ დღე-ღამეში ბავშვებს 6-დან 12-წლამდე - 5მლ(1 ჩაის კოვზი) - 2-3-ჯერ დღე-ღამეში ბავშვებს 2-დან 6-წლამდე - 2,5მლ(1/2 ჩაის კოვზი) - 3-ჯერ დღე-ღამეში ბავშვებს 1-დან 2-წლამდე - 2,5მლ(1/2 ჩაის კოვზი) - 2-ჯერ დღე-ღამეში მკურნალობის ხანგრძლივობა 14 დღე. 14 დღის შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ შემცირება
გვერდითი ეფექტები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას დიდი დოზებით - გულისრევა, დიარეა, ტკივილები მუცლის არეში. იშვიათად-სისუსტე, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: - მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი. - ფეხმძიმობა (I ტრიმესტრი). სიფრთხილით ხდება მიღება ფეხმძიმობის (II - III ტრიმესტრებში) და ლაქტაციის დროს, თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობისას, კრუნჩხვის სინდრომის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია: ბრონქოდილი უკუნაჩვენებია ფეხმძიმობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში მიღების აუცილებლობის შემთხვევაში და ლაქტაციის პერიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის სარგებლობა დედისთვის და შესაძლებელი რისკი ნაყოფისთვის.
ტრანსპორტის მართვისა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის მიღება რეკომენდებული დოზებით ზეგავლენას არ ახდენს ისეთი საქმიანობის დროს, რომლებიც მოითხოვენ დიდ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს კლინიკურ სურათზე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

დოზის გადაჭარბება: პრეპარატის თერაპიულ და ტოქსიურ დოზებს შორის დიაპაზონი ძალზე ფართოა, ამიტომ დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ბრონქოდილის მიღება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იწვევს ნახველის ამოღების გართულებას შემცირებული ხველების ფონზე. ბრონქოდილისა და ანტიბიოტიკების ერთდროული დანიშვნა (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის, რიფამპიცინის) ფილტვის ქსოვილში იწვევს ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდას.

გაცემის რეჟიმი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: ვარგისობის ვადა 3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15 - 25C ტემპერატურაზე

გამოშვების ფორმა და შეფუთვა: 100 მლ სიროფი პოლიმერულ ფლაკონში. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში საზომ კოვზთან და ინსტრუქციასთან ერთად.

წარმოებულია: კომპანია "ჯი პი სი"- სათვის, საქართველო, თბილისი, სანაპიროს 6. ტელ: 295 28 02; 294 07 40
მწარმოებელი კომპანია: "რომფარმი", რუმინეთი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.