ბრონქიკუმი #20ტ
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
ACT კლასიფიკაციის კოდი - R05CA10
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:S სიროფი: ფლ. 100 მლ
TP ელიქსირი: ფლ. 130 მლ
S პასტილები 100 მგ: 20 ც.
ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით (სიმპტომური თერაპია). ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ბრონქიტის სიმპტომები და სპაზმური ხველა, ხველა, ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია. მიღების წესები და დოზები:
ელექსირი:
იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა არ დანიშნა დოზირების სხვა რეჟიმი, უმცროსი ასაკის ბავშვები (1-4 წელი): თითო მიღებაზე 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, უფროსი ასაკის ბავშვები (4-12 წელი): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, მოზრდილები და მოზარდები (12 წელს ზემოთ): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ.
ელექსირის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული აუცილებლობის მიხედვით და არ არის დროში შეზღუდული.
სიროფი: მოზრდილებს ენიშნებათ 2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში; ბავშვებს (4-12 წელი) - 1,5 ჩაის კოვზი (8 მლ) 3-ჯერ დღეში; უმცროსი ასაკის ბავშვებს (1-4 წელი) - 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში; ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს - 0,5 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.
ხველების საწინააღმდეგო სიროფის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პასტილები:
თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება, 1-2 პასტილა ნელი წუწვნით დღეში რამდენიმეჯერ. მკურნალობის კურსი დგინდება თერაპიული აუცილებლობის და დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება). უკუჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33 პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს. განსაკუთრებული მითითებები:
ფლაკონის მთელი მოცულობის მიღებისას (100 მლ ან 250 მლ), ორგანიზმში აღწევს 1.4 გ და 3.5 გ ალკოჰოლი. ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ აღინიშნება. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ - 3 თვე. მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია