newhospitals

ბრონოლაკი

ბრონოლაკი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5636ნახვა

სავაჭრო დასახელება:
ბრონოლაკი, BRONOLAC

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ამბროქსოლი, Ambroxol

 

სამკურნალწამლო ფორმა:
სიროფი შიგნით მისაღებად. აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი, ტკბილი გემოთი.

 

შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი 15 მგ დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი "ტუტი-ფრუტი", გასუფთავებული წყალი. პრეპარატის ათქ კოდი R05CB06

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ამოსახველებელი პრეპარატები. მუკოლიზური საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამბროქსოლი (ბენზილამიდების ჯგუფი) მიეკუთვნება სეკრეტოლიზურ და სეკრეტომოტორულ სამკურნალო საშუალებებს. გააჩნია გამოხატული ამოსახველებელი ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ჯირკვლების სეროზული უჯრედების სტიმულაცია, ლორწოვანი სეკრეტის რაოდენობის გაზრდა და ფილტვებში პათოლოგიური პროცესის შედეგად ნახველის ლორწოვან და სეროზულ კომპონენტებს შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენა. ამავდროულად, აქტიურდება ჰიდროლიზური ფერმენტები, ძლიერდება კლარკის უჯრედებიდან ლიზოსომების გამოთავისუფლება, რის შედეგადაც მცირდება ნახველის წებოვნება. ამბროქსოლი ზრდის ფილტვებში სურფაქტანტის რაოდენობას, რაც განპირობებულია ალვეოლურ პნევმოციტებში ამ უკანასკნელის სინთეზისა და სეკრეციის გაძლიერებით, და ასევე მისი დაშლის დაქვეითებით. პრეპარატი აძლიერებს ნახველის მუკოცილიარულ ტრანსპორტს. ხველას თრგუნავს უმნიშვნელო ხარისხით. ამბროქსოლი გადის პლაცენტურ ბარიერს, აუმჯობესებს რა ამავდროულად სურფაქტანტის სინთეზს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდში. ასევე ხელს უშლის სუნთქვის უკმარისობის სინდრომის ჩამოყალიბებას ახალშობილებში. პრეპარატი არ იწვევს სეკრეტის ზედმეტი რაოდენობით წარმოქმნას, ამცირებს ალერგიის დროს ბრონქული ასთმის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორის _ ბრონქების სპაზმური ჰიპერრეაქტიულობის განვითარებას.

 

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება შიგნით მიღებისას და კარგად აღწევს ფილტვის ქსოვილში. გადის ჰემატოენცეფალურ, პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-2 საათს. ამბროქსოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, საბოლოო მეტაბოლიტს წარმოადგენს დიბრომოანტრილოვის მჟავა. მიღებული დოზის 92% ექსკრეტირდება შარდით შეუცვლელი და გლუკურონის კონიუგატების სახით.

 

გამოყენების ჩვენებები:
სასუნთქი სისტემის დაავადებები, თანმხლები წებოვანი ნახველის გამოყოფით: - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი; - პნევმონია; - ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; - ბრონქული ასთმა ნახველის გამოყოფის გაძნელებით; - ბრონქოექტაზიური დაავადება.


დოზირება და გამოყენების წესი:
ბრონოლაკი მიიღება შიგნით, საკვების მიღების დროს, მცირე რაოდენობა სითხის მიყოლებით. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღე-ღამეში. 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღე-ღამეში. 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღე-ღამეში. მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 10 მლ (2 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად, და დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. ექიმის დანიშნულების გარეშე რეკომენდირებული არაა პრეპარატის მიღება 4-5 დღეზე მეტხანს. პრეპარატს არ გააჩნია მიღების წესის და დოზების განსაკუთრებულობა მოხუცებული პაციენტებისათვის. უკუჩვენებები - პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; - ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

 

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - დიარეა, პირის სიმშრალე, ყაბზობა; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას - გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად - სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსების სიმშრალე, რინორეა. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური შოკი. სხვა: იშვიათად _ სისუსტე, თავის ტკივილი, დიზურია, ეკზანთემა.

 

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული დანიშვნა კოდეინთან და სხვა ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნახველის და სეკრეტის გამოყოფის გაძნელება. პრეპარატს სიფრთხლით ნიშნავენ ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევით, აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტებში. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში. ამბროქსოლი აღწევს ქალის რძეში, ამდენად არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. თუმცა თერაპიულ დოზებში დანიშვნისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ახალშობილზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ამბროქსოლს არ გააჩნია სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება, კერძოდ კარდიოტონიკებთან, გლუკოკორტიკოიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეტიკებთან და ანტიბიოტიკებთან. ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას ძნელდება ნახველის გამოყოფა ხველის შემცირების ფონზე. პრეპარატი აუმჯობესებს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინისა და დოქსიციკლინის შეღწევადობას. პრეპარატები, რომლებსაც გააჩნია ატროპინული და ანტიმუსკარინული მოქმედება, ისეთები, როგორც ამანტადინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები და პროკაინამიდი (იპარტროპიუმის გარდა) თრგუნავენ მოციმციმე ეპითელიუმის მოძრაობასა და მუკოცილიარულ კლირენსს, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ნახველის გამოყოფის გაძნელება. ამბროქსოლი შეთავსებადია სამშობიარო მოქმედების შემაფერხებელ პრეპარატებთან.

 

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ხელოვნური ღებინება, კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში; ცხიმების შემცველი საკვების მიღება.

 

გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები სიროფის 120 მლ ყვითელი მინის ბოთლში ალუმინის თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.


შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი ურეცეპტოდ).

 

მწარმოებელი:
ბრონოლაკი არის კომპანია "როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი. დიდი ბრიტანეთი. (("ROTAPHARM", Great Britain).


წარმოებულია:
"სედიკო ფარმაცეუტიკალ კო"-ს მიერ, პირველი ინდუსტრიული ზონა, სიქს ოვ ოქთობერ სითი, ეგვიპტე" (("SEDICO Pharmaceutical Co.", First Industrial Zone, 6th October City, Egypt).

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.